არქივი

“უნიკალური” საომარი მოქმედებები

80ff6e649d2b
ერთმა ცნობილმა პიროვნებამ თქვა -“კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა”.მართლაც,რომ ასეა.დასაბამიდან ადამიანები ცდილობდნენ ჰარმონიაში ცხოვრებას,მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.ერთნი ყველაფერს აკეთებენ ამ ჰარმონიის მისაღწევად,მაგრამ ომის “გამტარებელნი” მაინც გამარჯვებულნი გამოდიან და ეს ყოველივე დიდ ზაიანს აყენებს კაცობრიობას.

ვოლტერმა თქვა – “ომი აქცევს მხეცებად ადამიანებს გაჩენილს ძმობისათვის”.ესეც სრული სიმართლეა.სწორედ ომების დროს აღწევს ადამიანის სიმხეცე პიკს,სწორედ ამ დროს ხდება მრავალი გულისამრევი დანაშაულის ჩადენა.ზოგი გაიფიქრებს ეს ომის “კანონიაო”,მაგრამ ეს აზრი მცადრია… ომის წარმოებასაც თავისი “ლიმიტური ზღვარი” აქვს და იმის იქეთ უკვე უფრსკლულია,ადამიანის დაცემისა და გაცხოველების უფრსკლული…

საუბარი გამიგრძელდება ამიტომ გადავალ სტატიის არსზე,რომელიც მოიცავს რამდენიმე საკმაოდ უცნაურ საომარ კონფლიქტს.უცნაურობა ვლინდება ომის სახელში,მის მიმდინარეობის დროსა და სხვადასხვა ასპექტებში.

1.ანგლო-ზანზიბარის საომარი კონფლიქტი.

559d3a188435

ეს ომი დაიწყო 1896 წლის 27 აგვისტოს და მიმდინარეობდა სულ რაღაც 38 წუთის მანძილზე.შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში,როგორც ყველაზე ხანმოკლე საომარი კონფლიქტი.

03f8040c9882

ზანზიბარის(წარმოადგენს კუნძულს,რომელიც დღეს ტანზანიის შემადგენლობაშია) სასულთნო მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთის იმპერიის კონტროლს ქვეშ იმყოფებოდა.1896 წელს გარდაიცვალა ზანზიბარის სულთანი ჰამიდ ბინ ტუვაინი.ამავე წელს სულთანი ხდება ტუვაინის ძმისშვილი ბარგაში,რომელმაც გადაწყვიტა გერმანიასთან დაახლოება.ზანზიბარელებმა გადაწყიტეს ბრიტანელების წინააღმდეგ აჯანყება,შეაიარაღეს 2.800მდე ადამიანი.ბრიტანელებმა ზანზიბარელებს ულტიმატუმი წაუყენეს და მოითხოვეს წინააღმდეგობის შეწყვეტა და იარაღის დაყრა.

e24221ca3a09

ულტიამტუმის ვადა იწურებოდა,მაგრამ ზანზიბარელები უკან დახევას არც აპირებდნენ.ისინი გამაგრდნენ ხომალდ “გლაზგოზე”(შეიარაღებაში მხოლოდ ეს ხომალდი ჰყავდათ ზანზიბარელებს),თუმცა ბრიტანელთა ძლევამოსილ ფლოტს ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ და ეს რამდენიმე საათში გამოჩნდა როცა “გლაზგო” ტალღებმა შთანთქა.

30beff8981b1

ომი სულ რაღაც 38 წუთი გაგრძელდა,მაგრამ მსხვერპლი მაინც იყო.დაიღუპა 570 ზანზიბარელი ჯარისკაცი.

2.საფეხბურთო ომი.

91d8ca2ffe80

1969 წლის 14-20 ივლისს სალვადორსა და ჰონდურასს შორის დაიწყო ომი.მასობრივი საინფორმაციო საშუალებები კონფლიქტის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ ჰონდურასის საფეხბურთო ნაკრების სალვადორთან დამარცხებას.ეს მატჩი წყვეტდა თუ ვინ გავიდოდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,საბოლოოდ კი გამარჯვება ორმატჩიან შეხვედრაში სალვადორს დარჩა და მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ სალვადორელები გაემგზავრნენ.

თუმცა საქმე არც ისე მარტივად იყო.სალვადორი და ჰონდურასი ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს,ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის 60_იან წლებში გარკვეული შეუთანხმებლობა იყო საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე.ორივე ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იყო,სალვადორში ასევე პრობლემატური იყო მიწის საკითხიც,რადგან მიწები მსხვილ ფერმერთა ხელში იყო და ჩვეულებრივ ადამიანს აღარ რჩებოდა დასამუშავებელი,ამიტომ სალვადორელებმა დაიწყეს მასობრივი მიგრაცია ჰონდურასში.დაახლოებით 300 ათასი სალვადორელი კანონიერად/უკანონოდ გადასახლდა ჰონდურასში,იწყეს მიწების მითვისება.ყოველივე ეს იწვევდა სიტუაციის დაძაბვას ამ ორ ქვეყანას შორის.

ამ დაძაბულ სიტუაციაში საბოლოო წვეთი აღმოჩნდა სწორედ ის საფეხბურთო მატჩი და დაიწყო საომარი მოქმედებები.ძალთა თანაფარდობა შემდეგი იყო:სალვადორი-8000 ჯარისკაცი,25 სამხედრო თვითმფრინავი და 4 ხომალდი; ჰონდურასი-2500 ჯარისკაცი,30 თვითმფრინავი და 4 ხომალდი.

კონფლიქტი 6 დღე გაგრძელდა და ორივე მხრიდან დაახლოებით 2000 ადამიანი ემსხვერპლა.

საფეხბურთო ომი ასევე ითვლება პროპელერიანი თვითმფრინავების ბოლო დაპირისპირებად.ორივე მხარეს შეიარაღებაში ჰქონდა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ამერიკული თვითმფრინავები:

P-51 “მუსტანგი”

49b0d1319d16

F4U “კორსაირი”

61ba38261e86

T-28 “ტროიანი”

0e3c85cc481a

რაც შეეხება საფეხბურთო მატჩს.გაიმართა სულ 3 მატჩი სალვადორსა და ჰონდურასს შორის.პირველი მოიგო ჰონდურასმა 1-0.მეორე მატჩში გაიმარჯვა სალვადორმა 3-0.მესამე მატჩი კი მექსიკაში ჩატარდა და გაიმარჯვა სალვადორმა 3-2 და მიიღო საგზური მსოფლიო ჩემპიონატისა.

3.”ემუს ომი”.

2eee33b86a35

1932 წელს ავსტრალიაში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები.ალბათ გგონიათ ავსტრალიელი ჯარისკაცები სხვა რომელიმე ქვეყნის სამხედროებს ეომებდნენ,თუმცა ცდებით.ავსტრალიელები სირაქლემა ემუს წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.ამ ბარბაროსობის შედეგად დაახლოებით 20 ათასამდე ემუ დახოცეს.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილმა ავსტრალიელმა სამხედროებმა იწყეს ავსტრალიის დასავლეთ ნაწულში მიწების შესყიდვა და სოფლის მეურნეობის განვითარება.მაგრამ მათ ნარგავებს მტერი გამოუჩნდა სირაქლემა ემუს სახით,რომლებიც ფერმატა მომიჯნავე ტერიტორიებზე მრავლად იყვნენ.ფერმერებმა გადაწყიტეს მთავრობისთვის მიემართათ.მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა,რომ დაეწყოთ ტერიტორიის გაწმენდა სირაქლემებისგან.შეიძლებოდა მათი ცოცხლად დაჭერა და სხვაგან დასახლება,თუმცა ავსტრალიელებმა “ველური” გზა აირჩიეს და დაიწყეს მათი მასობრივი დახოცვა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი,რომელმაც ემუთა განადგურებას “მოაწერა ხელი”

a6a73f013f1e

ავტომატებითა და ტყვიამფრქვევბით შეიარაღებული “ჯარისკაცები” უმოწყალოდ ანადგურებნენ ემუს და ამით ფულს შოულობდნენ(ძვირად ფასობდა ემუს ტყავი და ბუმბული).
“ომი” რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დაუდასტურებელი ინფორმაციით შეიწირა 20 ათასამდე ემუ.

17259eafa37f

დღეს ასეთ ბარბაროსულ საქციელს ბუნების დაცვის ორგანიზაციათა მასობრივი პროტესტი მოყვება,თუმცა შორეულ 30_იანებში არავინ აღმოჩნდა ისეთი ვინც ამ ფრინველებს დაიცავდა.

4.ომი რომლის მიზეზი ღორი გახდა :D

3e152283f7ab

აშშ_ში 1859 წელს მიმდინარეობდა ომი,რომლის დაწყების საბაბი გახდა ღორი.თუმცა მთლად ასეც არაა საქმე.ამ დროს აშშ_ში ბრიტანეთის იმპერია ისევ ფლობს გარკვეულ ტერიტორიებს.იყო რამდენიმე სადაო ტერიტორია.ერთ-ერთი ასეთი იყო სან-ხუანის კუნძულები და სწორედ ამ კუნძულზე მოხდა ეს კონფლიქტი.

9949a6adf527

რაც შეეხება საბაბს.სან-ხუანის კუნძულზე ადგილობრივ ფერმერებს მოშენებული ჰყავდათ საკმაოდ დიდი ზომის ღორის ჯიში.ამავე პერიოდში კუნძულზე ჩავიდა დასახლდა ამერიკელი ფერმერი ლაიმან კატლერი და გადაწყიტა კარტოფილის მოშენება,თუმცა მეზოელი ფერმერის ღორმა ერთ დღეს შეუჭამა მოსავალი,გაცხარებულმა ლაიმანმა გადმოიღო იარაღი და ადგილზე დააკლა საცოდავი ღრუტუნა :D .ეს მალევე შეიტყო ღორის პატრონმა და ამ ორ ადამიანს შორის სიტუაცია ძალზე დაიძაბა,ლაიმანი 10 დოლარის გადახდას აპირებდა კომპენსაციის სახით,ხოლო მეღორე 100 დოლარს მოითხოვდა.

“მეომარი” ღორის ჯიშის წარმომადგენელი

0694d80febc0

d74496c1da04

ყოველივე ეს ამერიკელებსა და ბრიტანელებს შორის სადაო ტერიტორიაზე ხდებოდა,ბრიტანელები კატლერის დაპატიმრებას აპირებდნენ,მაგრამ ამერიკელებმა მისი დაცვა გადაწყვიტეს.ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ შეიძლება ერთი “ფელეტონისებრი” ამბავი იარაღის ჟღარუნშსა და საერთო მღელვარებაში გადაიზარდოს.

80ff6e649d2b

დაპირისპირება მცირე ხანს გაგრძელდა და საბედიეროდ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ომის შესახებ,რომლებიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით.

“ომს თუ არ მოვუღებთ ბოლოს,ომი თავად გაგვანადგურებს”-ჰერბერტ უელსი.

“ზოგიერთი ადამიანი ომს მარტოობის დასასრულად მიიჩნევს,ჩემთვის კი ომი სამუდამო მარტოობას ნიშნავს”-კამიუ.

“ომი-ეს არის პოლიტიკური სიმსივნე,რომელიც ასნებოვნებს ძლიერ სახელმწიფოებს”-პიერ ბაუსტი.

“ომი არ არის თავგადასავალი,ეს ავადმყოფობაა,როგორც ტიფი”-ეგზიუპერი.

ომი დანაშაულია,რომელიც გამარჯვებით არ გამოისყიდება”-ანატოლ ფრანსი.

“ყველა ომებიდან,რომლებშიც ადამიანები ერთმანეთს ცეცხლით და მახვილით უპირისპიდებოდნენ,ყველაზე სისხლისმღვრელი რელიგიურ ნიადაგზე წარმოქნილი ომებია”-ერნსტ ჰეკელი.

“ომის გამჩაღებელნი თვითონვე ებმებიან ამ მახეში”-იოანე დამასკელი.

“ომი-ბოროტებაა,რომელიც “შავ ლაქად” სდევს კაცობრიობის ისტორიას”-ფენელონი.

“სირცხვილი იმ მმართველს,ვინც არ იზრუნებს ისეთი საბაბის შექმნაზე,რაც გამაართლებს ომს მისი დამთვარების შემდეგაც“-ოტო ბისმარკი.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button