საკითხავისასარგებლო

ჯვარი

ჯვარი — ფიგურა, რომელიც შედგება ორი გადამკვეთი ზოლისგან ან მართკუთხედებისგან. ხშირად კუთხე 90° შეადგენს. ზოლები ტრადიციულად ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგდებიან. ის ადამიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიმბოლოა, რომელიც გამოყენებულია მრავალ რელიგიასა და კულტურაში, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ასოცირებენ ქრისტიანობასთან.

პირველმა ცივილიზაციურმა ხალხმა, რომელმაც გამოიყენა ჯვარი ძველი ეგვიპტელები იყვნენ. ეგვიპტურ ტრადიციაში ჯვარს ზედა შტოს მაგივრად წრე ჰქობდა, ანხი, სიცოცხლისა და ღვთაებების სიმბოლო. აგრეთვე ანხს ნილოსის გასაღებად ეძახდნენ. ბაბილონში ჯვარი ცის ღვთაების, ანუს სიმბოლოდ ითვლებოდა. ასურულ მითოლოგიაში მთავარღვთაების, აშურის სიმბოლო წრეწირში ჩაწერილი ჯვარი იყო.

ის, რომ ჯვარი იყო სხვადასხვა პოლითეისტური რელიგიათა სიმბოლო ქრისტიანობამდე ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები. ისტორიური მონაპოვარი აღმოჩენილია ევროპაში, ინდოეთში, სირიაში, სპარსეთში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში. ძველ ინდოეთში ჯვარი იყო გამოსახული ფიგურის თავზე, რომელიც ბავშვებს კლავდა და ასევე კრიშნას ხელებზე. სამხრეთ ამერიკაში მუისკებს ეგონათ, რომ ჯვარი განდევნის ავ სულებსა და ბოროტ ძალებს, და ქვეშ კი ახალშობილებს აწვენდნენ. დღესაც ბევრ ქვეყანაში, სადაც არ არის ქრისტიანული ეკლესიის დიდი გავლენა, ჯვარი მიღებულია რელიგიურ სიმბოლოდ.

ჯვარი არის ქრისტიანულ კონფესიათა უმეტესობის თაყვანისსაცემი საგანი. ქრისტიანობაში ჯვარის კულტის გაჩენას მაცხოვრის ჯვარცმასთან აქვს კავშირი.

ქრისტიანულ ჯვარს უამრავი ვარიაცია აქვს. უმეტეს ენებში სიტყვა “ჯვარი” ლათინური “crux”-დან წარმოიშვა, რაც “ხე”-ს ნიშნავს. ასევე არსებობს ზმნა “cruciare”, რომლეიც ითარგმნება, როგორც “წამება”.

მე მინდა ჩამოვთვალო ჯვრის რამოდენიმე ტიპი:


1.ქრისტიანული ჯვარი
ასევე ცნობილია, როგორ ლათინური ჯვარი. არის ქრისტიანობის ყვალაზე გავრცელებული სიმბოლო. ჯვრის აღმოჩენა იესოს წამებრივ სიკვილთან არის დაკავშირებული, რომელსაც მან ჯვარზე მიიღო.


2.ანხი
ასევე ცნობილია, როგორც ეგვიპტური ჯვარი, ნილოსის გასაღები, მარყუჟული ჯვარი. ძველ ეგვიპტეში იყო სიცოცხლისა და მოსავლის სიმბოლო. ქრისტიანობაში ეს სიმბოლო კატეგორიულად დაუშვებელია, რათა ეკლესია მიიჩნევს რომ ეს ეშმაკის ჯვარია. ხშირად ამ ჯვარს გოთები ატარებენ.


3.კოპტური ანხი
კოპტური ანხი არის ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანების ორიგინალური კოპტური ჯვრის თავისებური გამოყენება.


4.ორიგინალური კოპტური ჯვარი
ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ ამ ჯვარს.


5.კოპტური ჯვარი
პატარა წრე ცენტში, რომლისგანაც პარალელური ზოლების ორი წყვილი გამოდის. ზოლებს შორის, რომლებიც შეადგენენ 90° არის განთავსებული T-ფორმის სიმბოლოები. ეს ჯვარი ასახავს ქრისტეს ჯვარცმას და ადრე ფართოდ გამოიყენებოდა კოპტურ ეკლესიაში, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტეს ქალაქ ალექსანდრიაში.


6.ახალი კოპტური ჯვარი
ეს არის კოპტური ჯვრის ახალი ფორმა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ქრისტიანი ეგვიპტელები და თვით კოპტურ მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტეს ქალაქ ალექსანდრიაში. ეს ვერსია არის შედგენილი ზევით აღნიშნული ჯვრების საფუძველზე.


7.მზის ჯვარი
ეს სიმბოლო ცნობილია, როგორც მზის ჯვარი და ფართოდ იყენებოდა ამერიკელი ინდიელების მედიცინურ ბორბალში. ასევე არის გნოსტიციზმის მოძრაობათა სიმბოლო.


8.მაღალი ჯვარი
ცალკე მდგომი კელტურ ჯვრებისაგან სიმბოლო, რომელიც ხშირად გვხდება ირლანდიასა და ბრიტანეტში. ჯვარი ფართოდ არის გამოყენებული ეკლესიებსა და სასაფლაოებზე.


9.კენტერბერის ჯვარი
გამოიყენება ანგლიკანურ ეკლესიაში. ჯვარს აქვს ოთხი ერთნაირი სიგრძის შტო, რომელიც გამოხარულია რკლის ფორმით ბოლოში. ეს რკალნი შეუღლებლად წარმოქმნიან წრეწირის ფორმას. ყველა შტოს აქვს ამოიჭრილი ტრიკვერტი, რომელიც სამებას სიმბოლიზირებს. ჯვრის ცენტრში არის პატარა მართკუთხედი. ეს ჯვარი ნაპოვნია ქ. კენტერბერში 1867 წელს და ტარიღდება 850 წლით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ჯვარს ანგლო-საქსონური წამოშობა აქვს.


10.ჯვარცმა
ჯვარი და იესოს ტანის გამოსახულება ჯვარცმის დროს. ეს ჯვარი არის ფართოდ გამოყენებული კათოლიკურ, ანგლიკანური, მართლმადიდებლურსა და აღმოსავლეთის ეკლესიათა მთელ რიგში.


11.ფლორიანის ჯვარი
ჯვარი მიღებულია, როგორც ხანძარწინააღმდეგი ემბლემა, ასევე არის წმ. ფლორიანის სიმბოლო. ფლორიანის ჯვარი ჰგავს მალტიისა და პეტის ჯვარს, თუმცა ამ ჯვარს მრგვალი ხელები აქვს. ჯვრის ორივე ვერსია აქ არის მოყვანილი.


12.ბერძნული ჯვარი
ეს ჯვარი არის მართლმადიდებლური და ადრეული ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო. მისი ყველა შტო ერთი სიგრძისა. ამ ჯვარს უწოდებენ ბერძნულ ჯვარს, იმიტომ რომ ეს ჯვარი გამოსახული საბერძნეთის დროშაზე და გერბზე.

ამთ გარდა, კიდევ უამრავი სახეობის ჯვარი არსებობს.

წყარო:ვიკიპედია

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Close
Close