ახალი ამბებისასარგებლო

კომპიუტერი, იგივე ნარკოტიკი?!

ალბათ ბევრისგან მოგისმენიათ ყველაზე ხშირად უფროსებისგან, რომ კომპიუტერი არის ნარკოტიკი რომელიც ისე გითრევს, რომ მხოლოდ მისი ,,ლიკვიდაცია” თუ უშველის. ხშირად გინახავთ ვიდეოები სადაც, ზოგი ქაუნთერს ზოგი რას და ზოგი რას თამაშობს და წაგების შემთხვევაში ძლიერ განიცდიან ამას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ეს მითი დამენგრია და ცდა ჩემზე ჩავატარე.
მინდა ჯერ მოკლედ დასაწყისისთვის რა მქონდა გადაწყვეტილი. ესე იგი, ერთი კვირა უნდა მომემატებინა კომპიუტერთან ყოფნის დრო. არც აქამდე მაკლდა რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ძლიერად მოუმატე კომპიუტერთან ჯდომის დრო და ამიტომ დაწვრილებით დაგიწერთ ჩემს განრიგს.

I დღე – გავიღვიძე ნუ რაც საჭიროა აღარ დავწერ, ვიმეცადინე 2 საათი(მშობლების მოსაჩვენებლად :lol2: ), დაახლოებით პირველი საათისთვის დავჯექი და 9-ზე ავდექი. მინდა გითხრათ ბევრი საინტერესო რამ გავგე ამდენი ხანი ჯდომით. ამას თან მოჰყვებოდა დედაჩემის ჯუჯღუნი თუ როგორ გამხადა კომპიუტერმა მასზე დამოკიდებული, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ნარკომანი. დამთავრდა დღე დავიძინე და არანაირი თავის და თვალების თკივილი არ მიგრძვნია.

II დღე – გავიღვიძე. ვიმეცადინე საათ ნახევარი და 12 საათზე დავჯექი კომპიუტერთან და ათ საათზე ავდექი. (ხო იმის თქმა დამავიწყდა საჭმელს კომპიუტერთან ვჭამდი და სხვა რაღაცას იმდენი რამე არ უნდა რომ ჩაშალოს ექსპერიმენტი ან შეუშალოს ხელი.) დამთავრდა დღე და როდესაც დავწექი თხემის არეში ვიგრძენი ყრუ ტკივილი, თუმცა მალევე დამეძინა.

III დღე – გავიღვიძე ვიმეცადინე ერთი საათი და 11 საათზე დავჯექი კომპიუტერთან და ავდექი ათ საათზე. და როდესაც დასაძინებლად ვემზადებოდი საპირფარეშოში შევმაჩნიე რომ მარცხენა თვალი მქონდა დაძარღვული (ლოთ კაცებს რო აქვთ ისე :lol2: ). როდესაც დავწექი საფეთქლები ძალიან მტკიოდა და 2 საათი ვერ დავიძინე. მიახლოებით რადგან იცით ძილში როგორ იპარები და დროის შეგრძნებას კარგავ.

IV დღე – ვიმეცადინე ნახევარი საათი და ეგრევე დავჯექი კომპიუტერთან. საერთო ჯამში მეოთხე დღეს 12 საათი გამომივიდა კომპიუტერთან ყოფნა. და ამ დროის განმავლობაში შევამჩნიე, რომ მადა დამეკარგა და ისე აღარ ვჭამდი როგორც პირველ დღეს. დაწოლისას ორივე თვალი დაძარღვული მქონდა.

V დღე – თვალები ჩამიცხრა, მაგრამ ექსპერიმენტის დროს დამჩემდა ქრონიკული თავის ტკივილი. ტკივილი მირჩებოდა მაგრამ საჭირო იყო ერთი აქტიური მოძრამობა, რომ ტკივილი კვლავ ახლდებოდა. დილის ათი საათიდან საღამოს 11 საათამდე ვიჯექი კომპიუტერთან და როდესაც დავწექი ღამის 3 საათამდე ვერ დავიძIნე.

VI დღე – გავიღვიძე დავჯექი კომპიუტერთან და ორი საათის შემდეგ უზომო ამტიკვდა თავი. დავლიე წამალი და გავაგძელე ჯდომა. თავის ტკივილმა გამიარა. ავდექი ღამის პირველ საათზე და დილის ხუთ სათამდე ვერ დავიძIნე.

VII დღე – გავიღვიძე სამ საათზე და ვიჯექი კომპიუტერთან 14 საათი. ამ დღეს თავიც მტკიოდა და თვალებიც. შესაბამისად ავწექი ხუთ საათზე და 8 საათზე ძლივს დამეძინა. პარალელურად კომპიუტერმა ამირია რეჟიმი რომელშიც ვიყავი. ამერია დღე და ღამე.

ამით იმედია დაასკვენით, რომ კომპიუტერი არანაკლებია ნარკოტიკზე რომელიც კანონიერადაა აკრძალული. მაგრამ იცით რომ ახლა ყველაფერი კომპიუტერითაა აწყობილი და ამიტომ არავინ აკრძალავს. ჩვენთვითონ უნდა დავფიქრდეთ რა გვნებს და რა არა. და განსაკუთრებით ბიჭების საყურადღებოდ! ნუ გაატარებთ ამდენ ხანს კომპიუტერთან. ისწავლეთ და მერე თქვენ გამოიგონეთ ისეთი კომპიუტერი რომელიც არ ვნებს და გადაარჩინეთ მომავალი თაობა. :lol2: :lol2:

P.S. peace and god bless madd wiwri : )

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close