გასართობისაკითხავისაქართველო

რჩეული ანეკდოტები

ამ საიტზე, ამ ჟანრში საოცრებები ვნახე და გადავწყვიტე თვითონ დამედო, ნამდვილი, ჯანსაღი ქართული ანეკდოტები

1. ქირურგების საუბარი:
გერმანელი: – აუ ჩვენთან, რომ იცოდეთ, ინვალიდი მოვიდა, ფეხები მივაკერეთ და დღეს დარბის….
ინგლისელი: – ეგ რაა ტო(იმათაც ჰქონიათ ტო), ჩვენთან კაცი მოვიდა სახის ნაკვთებიც კი არ ეტყობოდა და დღეს სრულფასოვანი ადამიანია…
ქართველი: – ეეე, აბა თქვენა ხართ რა, ჩვენთან ერთი .!. მოვიდა, ჰალსტუხი გავუკეთეთ და დღესაც პრეზიდენტია…

2. ორი მთვრალი დავობს ცაზე მთვარეა თუ მზე, ხოდა გამვლელს კითხავენ…
გამვლელი: – არ ვიცი ძმებო, მე ამ უბნელი არა ვარ…

3. შევარდნაძე მივა ეშმაკთან და ეტყვის, რამე ისეთი მასწავლე, რომ საქართველო ერთ დღეში გავაქროოო…
ეშმაკი ეტყვის ერთს… მაგას ყოველდღე ვაკეთებო,
მეორეს, მაგას ყოველ მეორე დღეს ვაკეთებო, მესამეს, მაგას ყოველ მესამე დღეს ვაკეთებო…
ეშმაკი ჰკითხავს: რა იყო, ღმერთის არ გწამს შე უპატრონოო?!

4. კაცი მივა საყვარელთან ცხენით, თავის დაზღვევის მიზნით…
უცებ კაკუნია კარზე… კაცმა ისკუპა ფანჯრიდან ცხენზე დასახტომად, ქალმა კარი გააღო… კარში ცხენი დგას და ქალს ეუბნება: ჯიგარს გადაეცი
წვიმას აპირებს და სადარბაზოში დაველოდებიო…

5. ოქროს თევზი თიბავს, გამვლელი გარეკავს… შენ მანდ რას აკეთებ ოქროს თევზოო?!
– ამ სვანებმა ხომ სურვილის ჩაფიქრებაც არ იციან რა!!! :@:@:@

6. ორი ნარკომანი იწონება…
-რამდენის ხარ?
-35 კილოგრამი შენ?!
-37
– ვაა, პონჩიკ…

7. კურდღელი შეუვარდება მგლებს…
-დროზე ბიჭო ფული, თორემ აქ ვიღაცას დედას დაერხევა!!!
-მგლებს შეეშინდებათ და მისცემენ
მეორედაც, მესამედაც და მეოთხე ჯერზე, ამოუვათ ყელში და გაიფენენ…
– ხომ ვამბობდი აქ ვიღაცას დედას დაერხევამეთქი…

8. ეს ცენზურიანი ანეგდოტია, მომიტევეთ სხვანაირად არ გამოდის…

დედა კურდღელი ბაჭიებს აფრთხილებს: მე, რომ წავალ ფრთხილად იყავით, უკან მობრუნებისას კარზე დავაკაკუნებ და გეტყვით ძუძუ წოვეთ, ძუძუ წოვეთო… ისე სხვას არავის გაუღოთო!!!
მგელი ბუჩქებშია და დედა კურდღელის წასვლის შემდეგ აკაკუნებს კარზე და ნარნარი ხმით ეუბნებათ:
-ძუძუ წოვეთ, ძუძუ წოვეთო…
ბაჭიები:
-ძუძუც წოვე და .!. ჭამე, დედამ “გლაზოკი” დაგვიყენაო!!!

9. დასაფლავებაზე იმდენი ხალხი მოვიდა, ერთი მიცვალებული დავამატეთო…

10. ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა წარმატებული ფერმერი გელა… ყველაფერი თავზე საყრელად ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც სულ მთლად ამოწყდა, მარტო თვითონღა გადარჩა…
ახედა ღმერთს და ეკითხება:
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთიო?!
უცებ ღრუბლები გადაიხსნა და ღმერთმა გადმოხედა:
-შენ მე რა უნდა დამიშავო ბიჭო?! “პროსტა” არ მევასები ეგაა და ეგო…

და ბოლო, ფილოსოფიური ანეგდოტი, რომლის დამწერიც, ჩემი აზრით გენიოსია :))

შევარდნაძემ სახალხოდ დაიბარა უკუღმა დამმარხეთო…
უკუღმა რატომო ბატონო ედუარდო?!
იმიტომ, რომ დრო მოვა და ერთ ადგილას კოცნა მოგინდებათო!!!

იმედია მოგეწონებათ…

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close