საკითხავისურათები

მსოფლიოს 5 ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველაზე საშიშია.

მსოფლიოში არსებობს 5 ქვეყანა, რომელშიც ცხოვრება ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ ადგილებში მკვლელობების, ყაჩაღობის, სექსუალური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ბევრ მათგანს “მკვლელობების დედაქალაქს” ან “ქაოსისა და სიკვდილის ადგილს” უწოდებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტურისტთა მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მოგზაურები მუდმივი შიშისა და საფრთხის ქვეშ არიან მოქცეულები.

5. კეიპტაუნი. სამხრეთ აფრიკა. ( Cape Town. South Africa )

მრავალი წელია კრიმინალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძირითადი პრობლემაა. (როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტებისთვისაც). ქვეყანში მკვლელობებისა და ყაჩაღობის მაღალი სტატისტიკა დღითი-დღე იკვეთება. ქვეყანაში დღეში დაახლოებით 50 მკვლელობა ხდება. ბოლო დროის მონაცემებით, აქ 2008 წლის მარტიდან 2009 წლის აპროლამდე 71 500 სქესობრივი დანაშაული, 18 400 ძარცვა, 13 900 ბიზნეს ყაჩაღობა და 72 194 ქუჩაში ქურდობა დაფიქსირდა.

რაც შეეხება კეპტაუნს, რომელიც საკმაოდ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი დონე მკვლელობების, გატაცებებისა და ძარცვის აქ დაფიქსირდა. პოლიციელების განცხადებით, მკვლელობები ჩვეულებრივ ღარიბ უბნებსა და გარეუბნებში ხდება. ტურისტებს კი ურჩევენ, რომ დაბინდების შემდეგ სახლიდან გასვლისაგან და ასევე ბანკომატების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

4. ახალი ორლეანი. აშშ. (New Orleans. The USA)

ახალი ორლეანი ქვეყანაში მომხადარი კრიმინალური დანაშაულებების ფონზე ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ მას უკვე უწოდეს აშშ-ს “მკვლელობების დედაქალაქი”. ამ პატარა ქალაქში საერთო დანაშაულებების 40%-ს მკვლელობა, 30%-ს ყაჩაღობა, 15%-ს სქესობრივი ძალადობა დანარჩენ 11%-ს კი სხვა წვრილმანი დანაშაულებები შეადგენს.

1 წლის წინ ჟურნალმა “Times” შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატიაში ეწერა, რომ ერაყში მომხდარი მკვლელობების რიცხვი მკვეთრად ჩამოუვარდებოდა ახალ ორლეანში მომხდარი მკვლელობების რიცხვს. 2009 წლიდან ქალაქში დანაშაულებების რიცხვმა 10%-ით იკლო. ძალადობრივი გამოვლინებები აქაც შედარებით მიყრუებულ უბნებში ხდება. ახალი ორლეანის პოლიციაც იგივეს ურჩევს ტურისტებს და აფრთხილებს, რომ ღამით თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან, მით უმეტეს თუ ისინი მარტონი არიან.

3. კარაკასი. ვენესუელა. (Caracas. Venezuela)

ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი, არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს “მკვლელოების დედაქალაქად” შერაცხეს. CNN-ის ცნობით მარტო 2008 წლის დეკემბერში აქ 510 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ქალაქის ძირითადი პრობლემა ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობა და ბანდების ერთმანეთზე თავდასხმაა. ქალაქში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კრიმინალისტები ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში საქმის გასაკეთებლად მიყრუელულ ადგილებს ირჩევენ, რასაც უდანაშაულო ადამიანებიც ხშირად ეწირებიან ხოლმე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი თანდათან იმატებს, რაც ხელს უწყობს მკვლელებისა თუ კრიმინალების თავისუფალ მოქმედებას. ასევე ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს იარაღის კონტროლი და აღინიშნება სამართალდამცავების უპასუხისმგებლობაც.

2. სიუდად-ხუარესი. მექსიკა. (Ciudad Juárez. Mexico)

მექსიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილია. ყოველწლიურად ქვეყანაში მოგზაურების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება, რასაც ქვეყანა თავისი თვალისმომჭრელი ბუნებითა და ობიექტებით აღწევს, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემები დგას ძარცვის, მკვლელობის, სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკების შენახვა-გასაღების მხრივ. ამ ყველაფრის სიუხვით სიუდად-ხუარესი გამოირჩევა. ქალაქი აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მდებარეობს და აქ ჩადენილი დანაშაულები ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. 2008 წლიდან ქვეყანში 8 330 ნარკოტიკების გასაღება-გაყიდვასთან დაკავშირებული მკვლელობა დაფიქსირდა, რომლის 50%-იც სწორედ სიუდიდ-ხუარესში იქნა აღრიცხული.

1. მოგადიშო. სომალი. (Mogadishu. Somalia. )

ქვეყნის მმართველი ძალა ერთსულოვნად აღიარებს, რომ სომალში მოგზაურობა უდიდეს რისკთანაა დაკავშირებული. აქ მძვინვარებს ტერორიზმი, კლანური და ეთნიკური ბრძოლები, ასევე გატაცებებისა და მეკობრეობის მაღალი დონე აღინიშნება.

ეპიცენტრი ამ სასტიკი დანაშაულებებისა სომალის დედაქალაქი, მოგადიშოა. ქალაქი ისედაც ნახევრად განადგურდა სამოქალაქო ომის დროს, როდესაც მოსახლეობის თითქმის 50%-ი დაიღუპა ან დაბომბვების დროს დაიჭრა. ომმა დიდი დაღი დაასვა ქვეყანას.

რეალურად ზუსტად ისიც კი არავინ იცის რამდენი ადამიანი იღუპება აქ ყოველთვიურად, მაგრამ ყოველგვარი დავის გარეშე მოგადიშო მსოფლიოს ყველაზე უკანონო და სახიფათო ქალაქად რჩება.

P.S. იმედია პოსტი მოგეწონათ. :) რაც შეეხება ჩემ ბოლოდროინდელ გაუჩინარებას სკოლის გამოცდებს რა ვუთხარი, თორემ სამკვირიანი შესვენება არ ეკადრება – N.B -ის. :lol2:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close