არქივი

ინგლისელ მეკარეთა სინდრომი

abd10672ef3d
ალბათ ნახეთ გუშინ “გმირობაი რობერტ გრინისაი”.ხოდა ამის მერე ინგლისის “ფანებმა” სხვადასხვა სპორტული საიტების ფორუმებში დაიწყეს უაზრობების წერა ფეხბურთზე(ნამდვილ გულშემატკივრებს და ფეხბურთის მცოდნეებს არ ეხება),უმეტესობა გრინს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს და ის კი არ იციან,რომ აქ ინგლისელ მეკარეთა სინდრომთან გვაქვს საქმე.ავხსნათ რა არის ინგლისელ მეკარეთა სინდრომი

თავს ქებას არ მოვყვები,მაგრამ როგორც მეუბნებიან ფეხბურთის ექსპერტობამდე ცოტა მაკლია, :lol2: ხოდა გავკადნიერდები :D და ავხსნი თუ რა არის ეს მეკარეთა სინდრომი(რათქმაუნდა ინგლისელ მეკარეთა).

ინგლისელებმა შექმნეს ფეხბურთი და არაერთი ვარსკვლავი ჰყავდათ/ჰყავთ ინგლისელებს.მეკარეს რაც შეეხება თავის დროზე ინგლისის კარს ლეგენდარული გორდონ ბენქსი იცავდა და ბენქსს იაშინთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ თვლიან.თუმცა ბენქსის დიდება წარსულში დარჩა და დღეს ინგლისი კარის დარაჯებს რაღაც უცნობი ვირუსი შეეყარათ :D .ამ ვირუსში გარკვეული წილი ალბათ ფსიქოლოგიასაც ეკუთვნის,ხოლო დანარჩენი წილი ნამდვილად არ ვიცი რაა??? სცადონ და შეულოცონ იქნებ მეკარეებს :D

უკომენტაროდ

გუშინ ვიცოდი,რომ ინგლისი-აშშ ფრედ დამთავრდებოდა და ველოდი საფინალო სასტვენს.ჯერარდის სწრაფმა გოლმა ცოტა ვითომ შეცვალა პერიპეტიები თუმცა ეგრე სწრაფად არგენტინამაც გაუტანა ნიგერიას და მერე მესის და იგუაინის “ფაფხურის” და აფრიკელთა მეკარის შეუდარებელი თამაშის მეტი არაფერი ყოფილა.დადგა მეორმოცე წუთი და “გაიბრწყინა” რობერტ გრინმა,დემპსიმ ისეთი აუღებელი დაარტყა,რომ ბურთი მიგორავდა,მაგრამ…(სირცხვილი და თავის მოჭრა ინგლისელებისა)… ეს გუშინ იყო,გადავინაცვლოთ უახლოეს და ცოტა შორეულ წარსულში… ხო ის გამომრჩა,რომ ინგლისის ვითომ “ფანები” ზოგან მიმტკიცებენ რომ ინგლისმა რო ბვერ მოიგო მეკარის ბრალიაო და იმას ვერ აცნობიერებენ რომ კრაუჩზე და ჰესქიზე ჩაწოდებებით თამაშს ვერ მოიგებ :D

ეხლა კი დავქოქოთ დროის მანქანა და ვნახოთ “საქმენი საგმიროი” ინგლისი კიპერთა.

1970-1990 წლებში ინგლისი კარს იცავდა არცთუ ისე ცუდი მეკარე პიტერ შილტონი,მაგრამ რათ გინდათ მასაც ეს სინდრომი სჭირდა.აი 1973 წელს(მეკარის შეცდომის გამო ინგლისი 74 წლის მსოფლიოზე ვერ მოხვდა) და 1990 წელს(მსოფლიო ჩემპიონატზე) მომხდარი “გმირობა” შილტონისა.

აქ 1:50 წუთის შემდეგ იხილავთ იმ შეცდომას

http://www.youtube.com/watch?v=0iRgLQxJ-J0&feature=player_embedded

აქ კიდევ 0:40 წუთის შემდეგ

http://www.youtube.com/watch?v=lGNjchIUKrk&feature=player_embedded

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე კი “გმირის” როლში ინგლისელთა მორიგი მეკარე ნაიჯელ მარტინი გვევლინება.

http://www.youtube.com/watch?v=asj2PEUHooA&feature=player_embedded#!

დევიდ ჯეიმსის სვლაა ახლა.დევიდ ჯეიმსი ამ ჩემპიონატზეც არის ინგლისის “სასტავში” და ზოგიერთი დღეს ლაპარაკობდა ნეტა ჯეიმსი დაეყენებინაო,ის კი არ იციან,რომ ჯეიმსსაც აქვს ასეთი “ბუბლიკი” ნაჭამი.
იხილეთ ჯეიმსის 2 “გმირობა”.

შემდეგია პოლ რობინსონი და მისი 1 “კინკილა გმირობა”.

http://www.youtube.com/watch?v=GtF9tl5SLdA&feature=player_embedded

სკოტ კარსონიც ტოლს არ უდებს სხვა ინგლისელ კიპერს და ხორვატიასთან უშვებს შეცდომას.სწორედ ამ თამაშში წააგო ინგლისმა და ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

ბოლოს კი დევიდ სიმენი :D

შევეცადე,მაგრამ მაინც ვერ ავხსენი რა ვირუსი თუ სინდრომი ჭირს ინგლისელს “გოლკიპერებს”,თუმცა ფაქტი ერთია,რომ ასეთი თამაშით ინგლისი შორს ვერ წავა :D .და გუშინდელი წარუმატებლობა ნაკლებად იყო,ეს უფრო კანონზომიერება იყო.. გუშინ ერთ-ერთ რუსულ საიტზ(და რამდენიმე ქართულ საიტზეც) ვიღაცეები წერდნენ რომ გაყიდული თამაშიაო :D .ეს ისეთი გაყიდული თამაშია,როგორც მე სტამბულის ბაზარზე ნაყიდი მონა :D .აბა რამით ხომ უნდა იმართლონ თავი ინგლისის “ფანებმა”(ნამდვილ გულშემატკივრებს არ ეხება).

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button