ინგლისში ჟერარდის გოლი ვერ ნახეს
გუშინდელი ინგლისის ნაკრების წარუმატებლობამ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოშიც კი გული დასწყვიტა. თუმცა არაფერი შეედრებოდა იმ სიხარულის დანახვას ჩემი მეგობრების სახეზე, როდესაც ჟერარდმა ამ ეტაპისთვის უსწრაფესი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი ერთ ერთი მეგობარი ისე ყვიროდა და ისეთი აჟიტირებული და არაამქვეყნიური თვალებით მახარბებდა ამერიკასთან გატანილ გოლს (ალბათ იმიტომ, რომ გერმანიის გულშემატკივარი ვარ) რომ მეგონა მან სულ სხვა რაღაც დაინახა ტელევიზორში და მე სულ სხვა. მეგონა რომ მას ტელევიზორიდან გამოცხადება ჰქონდა. მოკლედ ეგ სხვა საკითხია, მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩემ თბილისელ მეგობარს ასე ძალიან გაუხარდა ლუდსახარშ მირზაანში სტივ ჟერარდის გოლის ნახვა ალბათ ადვილად წარმოსადგენია რა დღეში იქნებოდნენ ნამდვილი ინგლისის გულშემატკივრები, რომლებიც ცნობილნი არიან საკუთარი უკულტურობით, თუმცა ამ უკულტურობით გულშემატკივრობის კულტურის დამკვიდრებით. მოკლედ მინდა გაგახაროთ თბილისელო ინგლისის ფანებო, რომ ამ თამაშს თბილისიდან ადევნებდით თვალს, რადგან თქვენ რომ ლონდონში ყოფილიყავით იმის შანსი რომ ეს გოლი გენახათ 30% იქნებოდა. ვინაიდან IP ტელევიზია, რომელიც ინგლისის თამაშს გადასცემდა, სწორედ იმ დროს როდესაც ჟერარდმა გოლი გაიტანა რაღაც უაზრო რეკლამის ჩვენებით დაკავდა, მოკლედ აღარ მოგაწყენთ და პირდაპირ შემოგთავაზებთ იმ ვიდეოს, რომელიც ინგლისის გულშემატკივრებმა იხილეს ჟერარდის გოლის მაგივრად. გულდასაწყვეტია, როცა ამდენი ხნის ლოდინის სემდეგ (ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე არ თამაშობდა) მსოფლიო არენაზე გატანილი პირველი გოლის მაგივრად ამ სიუჟეტს უყურებ.