ახალი ამბებისაკითხავი

სამ აზერბაიჯანელ ჯარისკაცს ერთფეროვნება მობეზრდა და… ქვედანაყოფი გააუპატიურეს


აზერბაიჯანის არმიაში მთელი ქვედანაყოფი გააუპატიურეს, მისი მეთაურები კი, დახოცეს.   :wtf: 

აზერბაიჯანული სააგენტო “აპას” ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები ემინ რაგიმოვი, თოღრულ ბაგიროვი და იუსუფ იუსუფოვი გაბეზრდნენ სამსახურის ერთფეროვნებით და თანამომსამსახურეების გაუპატიურება დაიწყეს და ფაქტობრივად, მთელი ქვედანაყოფი ჰარემად გადააქციეს.

ხელშეუხებელნი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაური და მისი მოადგილე დარჩნენ, რომლებიც მომხდარს არ იმჩნევდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ მათ საქმეში გარკვევა მოსთხოვა. გამოძიება ქვედანაყოფის უფროსმა ელშან თაგიევმა დაიწყო.

რაგიმოვმა, ბაგიროვმა და იუსუფოვმა “სექსუალური უფლების” ხელყოფა ვერ აიტანეს და ელშან თაგიევისა და მისი მოადგილის რამალ ემრახოვის მოკვლა გადაწყვიტეს. ჯარისკაცებმა ავტომატები გაიტაცეს, ემრახოვი საქვაბეში, თაგიევი კი, სამზარეულოში მოკლეს. ამის შემდეგ, ჯარისკაცები გაიქცნენ, თუმცა, ისინი მალე დააკავეს.

ბაქოს სამხედრო სასამართლომ “განზრახ მკვლელობისა” და “არაერთგზის განმეორებითი ჯგუფური სექსუალური ძალადობის” მუხლებით რაგიმოვსა და ბაგიროვს სამუდამო, იუსუფოვს კი, 15 წლითYთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს დაზარალებულის სტატუსით 28 ადამიანი ესწრებოდა.

P.S დაკოპირების მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ეს რო არ დამედო არ შემეძლო   :dabneuli:

წყარო: presa.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close