გასართობიმისტიკასაკითხავისასარგებლო

სიზმრები და რეალობა


არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც სიზმრებს არ ხედავს, უბრალოდ გაღვიძების შემდეგ სიზმრების 90 და ხშირად 100% გვავიწყდება. გაღვიძების შემდეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ ჩვენ გავიღვიძეთ ცხრის ნახევარზე და ათ საათამდე ნელ ნელა დაგვავიწყდა ყველა სიზმარი, რომელიც ვნახეთ. არა ეს ნიშნავს იმას, რომ რა წამს ადამიანი ახელს თვალს, თუ სიზმარი გაბწირულია დავიწყებისათვის ის მაშინვე დაავიწყდება. უცნაური ფაქტია. როგორც, ზემოთ დავწერე სიზმრებს ყველანი ვხდევათ, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა. მგალითად ის ადამიანები, რომებსაც ძლიერი ნერვული აშლილობა აქვთ ვერ ხედავენ სიზმრებს.

ამ საკითხსი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ რადგან დღეს ამოვიკითხე, რომ შიზოფრენიით დაავადებულები და ასევე სხვა ფსიქიურად დაავადეული პიროვნებები ხედავენ სიზმრებს მაშინ ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ სიგიჟისა და ნორმალური ცხოვრების გასაყარზე მდგომი ადამიანები ვერ ხედავენ სიზმრბს, ამიტომ, აუცილებლად დიდი ყურადღება მიაქციეთ და მოინიშნეთ, ბოლოს როდის ნახეთ რაიმე სიზმარი. სიზმარი საინტერესო მოვლენაა, თუმცა ბევრი კულტურის წარმომადგენელი ამ მოვლენას ძალიან სერიოზულადაც აღიქვამს. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ადამიანების უმრავლესობას ღემრთი დავიწყებული ჰქონდა, (არც ეხლა გვახსოვს დიდად) სიზმრების ახსნა მეტად პოპულარული გახდა. რა თქა უნდა საქართველოში, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში სიზმრებს და მის ახსნას, კომუნისტებამდეც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ კომუნისტებამდელი სიზმრების ახსნა და სიზმრების ახსნის ტაქტიკა კომუნისტების შემდეგ, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. საქმე ის არის, რომ ეკლესია სიზმარს არ კრძალავს, თუ სიზმარს ეკლესიამდე მიყავხარ (ლოგიკურია)

ანუ ეკლესია გვეუბნება, რომ თუ სიზმარმა ტაძარში სიარული დაგაწყებინა ან ლოცვა გაგაძლიერებინა, მოკლედ განგიმტკიცა სულიერება და მთლიანობაში შენი რწმენა, მაშინ ეს სიზმრი კეთილი ძალისგან ყოფილა, მაგრამ ეკლესია ამბობს, რომ სიზმრების 95% თუ მეტი არა, ბოროტი ძალიასაგან მომდინარეობს. საქმე ის არის, რომ ღამით ადამიანის გონება და ამ შემთხვევაში სული დაუცველია, ვინაიდან გონება ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ის ადამიანებიც კი, რომლებიც გოებრივად და შესაბამისად სულიერად ძლიერები არიან, ვერ აკონტროლებენ შეუშვან თუ არა საკუთარ გონებაში დემონები, ანუ ბოროტი ძალა.

დემონები რა თქმა უნდა სარგებლობენ ამ ყველაფრით და მთელი ძილის პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყენებენ, აწამებნ და სჯიან ადამიანის გონებას. ხოლო თუ გავითვაისწინებთ იმ ფაქტს, რომ სიცოცხლის ბოლოს ადამიანს მისი ცხოვრების 25 წელი ძილში აქვს გატარებული ხოლო ამ 25 წლიდან 6-7 წლის განმავლობაში ის აქტიურად ხედავდა სიზმრებს, მაშინ მეგობრებო, ჯოჯოხეთის 6 წელი დედამიწაზევე გვქონია. მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანების უმრავლესობას ეს არ ახსოვს, რადგან ბევრ ჩვენგანს სიზმარი, როგორც უკვე მოგახსენეთ გაღვიძებისთანავე ავიწყდება.
აფრიკის ერთ ერთ ტომს კი მიაჩნია, რომ სიზმარს იურიდიული ღირებულებაც აქვს და ამ ტომის მაცხოვრებელმა შეიძლება დაგსაჯოს იმის გამო, რომ მისი ცოლი დაგესიზმრა, თუმცა ამას, როგორ გაიგებს არ ვიცი.

აღსანიშნავია, რომ დაბადებიდან ბრმა ადამიანებიც ხედავენ სიზმრებს, თუმცა მათ შემთხვევაში ის რეცეპტორები აქტიურობენ, რომლებიც ყველაზე მეტად აქვთ განვითარებული, ესენი კი რა თქმა უნდა ყნოსავა, სმენა და შეგრძნებაა, ანუ უნდა იქვას, რომ ეს ადამიანები სიზმარს კი არ ხედავენ არამედ გრძნობენ. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ყოველი მძინარე ადამიანი ყოველ 90 წუთში ხედავს სხვა და სხვა ხანგრძლივობის სიზმარს, თუმცა დილისაკენ ხანგრძლივობა იმატებს და იზმრები 35დან 40 წუთამდე აღწევს.
ჯერ ჯერობით სულ ეს არის.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close