არქივი

ისტორია უცნაურელებზე

6294da9cb9bf

უცნაური ისტორია უცნაურელებზე…

მთელი სახელმწიფო, რომელსაც ერქვა უცნაურეთი, 12 ივნისამდე დაყოფილი იყო 923 ოლქად და ყოველ წუთში დაპყრობების შედეგად თითო ოლქი ემატებოდა. მართავდა მას ოცი თავადი, რომელსაც მეთაურობდა დონ მინდია უცნაურელი. ამ დროს აბსოლუტური მონარქიის ჩამოყალიბება ყოვლად შეუძლებელი იყო, რადგან მმართველებს შორის კონფლიქტი სულ უფრო იზრდებოდა, თალ სულ ოცი უმაღლესი ხელისუფალი მმართველობდა, როგორც ზემოთ ვახსენე: დონ მინდია, ველოცირაპტორი, ცუცქირა VII, გიორგიჯგი, ჩავლე ანუბისი, ფუმფულა, პაწუ, ნიმფუნია, კალმაჰა და სხვანი. მათ სასტიკი მმართველობა ჰქონდათ, ამიტომ მათ ხალხი ხშირად უჯანყდებოდა. ისინიც ამ აჯანყებებს უპრობლემოდ ახშობდნენ, რადგან ხალხი მათივე ბელადის, ირი ლეკვეიშვილის წინააღმდეგი იყო. მიზეზი მარტივი იყო: ის იყო ქალი. ირი აცნობიერებდა, რომ მას მალე გადდაყენებდნენ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება თვითონვე მიიღო და ბელადობა იან ლუნგს დაუთმო, რომელსაც 14 მარტის შემდეგ არაფერი გაეკეთებინა. ხალხს გაუხარდა და აი მაშინ დაიწყო გახურებული აჯანყებები.

თავადი ჩავლე ანუბისი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეშოშმინებინა ხალხი, საბჭო მოიწვია და განაცხადა, რომ რაღაც აზრი ჰქონდა. ამ დროს თავადი კაკია წამოხტა და კატეგორიული უარი განაცხადა ანუბისის აზრზე. მან თქვა, რომ არ აპირებდა ვიღაც სულელი თავადის აზრის მოსმენას, მაგრამ თავადმა ალფამ მას ხელი დასტაცა და ისევ სკამზე დააჯინა. ამაზე ნიმფუნიამ სიცილი ატეხა და დოგმამ მას ხელი ააფარა, დონ მინდია არ გაბრაზდესო. როგორ იქნა, ჩავლე ანუბისმა მისი აზრი განაცხადა. მან თქვა, რომ ვიღაც თავადი ჯაშუში გამხდარიყო, გლეხთა ბანაკში შეჭრილიყო და როგორმე ირი ლეკვეიშვილის ყურადღება მიეპყრო, მისი გული მოეგო და ის გამოეყენებინა მათ საქმეებში. დონ მინდიამ აზრი მოიწონა და ჯაშუშად კალმაჰა დანიშნა.

რათქმაუნდა, ყველას ეს აზრი არ მოეწონებოდა, მათ შორის ნოდსაც, რომელიც მუდამ იბრძოდა ძალაუფლებისთვის და გადაწყვიტა, თავადებისთვის, და პირველ რიგში კი კალმაჰასათვის ხელი შეეშალა. ამისთვის კი მას დახმარება სჭირდებოდა. მან კაკიას და ნ.ბ-ს (ისტორიამ მისი სრული სახელი არ შემოგვინახა) მიმართა და ისინიც სიამოვნებით დათანხმდნენ.

მეორე დილით კალმაჰამ გლეხის ძონძები ჩაიცვა(თავადი იყო და დიდად არ სიამოვნებდა ამის ჩაცმა) და გზას გაუდგა. ხარბი თავადები კი მას გასცქეროდნენ და იცინოდნენ, მათ შორის ჩავლე ანუბისიც, რომელმაც კარგი აზრი კონკურენტების დასამარცხებლადაც გამოიყენა.

როცა თავადი კალმაჰა ბანაკში შეიჭრა, რა თქმა უნდა, ვერავინ შეამჩნია, ის კი ცდილობდა, რომ ირის შეენიშნა იგი, მაგრამ ის გვანცა მერკურიმ შენიშნა. კლამაჰა ძალიან დაიბნა და ცდილობდა თავი დაეძვრინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა :D თუმცა ამას ერთი პლიუსიც ჰქონდა: მან გაიგო, რომ იან ლუნგი სვანთან ერთად აჯანყებას გეგმავდა დილის ექვსი საათისთვის.

დილის ხუთ საათზე, მოღალატე კალმაჰა წამოდგა, მაგრამ ფეხის ხმაური გვანცა მერკურიმ გაიგონა და მაშინვე მას “მიეწება”. დიდი წვალების შემდეგ, კალმაჰამ ის დაარწმუნა, რომ მეგობარს უნდა შეხვედროდა და თავი გამოიხსნა. გზად კალმაჰას ნოდი, კაკია და ნ.ბ შეხვდნენ და კალმაჰამაც სულელივით ყველაფერი ჩამოარაკრაკა. თავადებმა კი მას ენა და ხელი მოაჭრეს, რათა მათი გეგმა განხორციელებულიყო, შემდეგ კი კალმაჰა დონ მინდიას მიჰგვარეს და უთხრეს: ამან გვიღალატა, გლეხებმა ყველაფერი გაიგეს და ენა და ხელი მოაჭრესო. კალმაჰასაც სიმართლის თქმა არ შეეძლო, ამიტომ ის გაასამართლეს და ღალატისთვის დასაჯეს.

კაკიას და ნ.ბ-ს ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი და მათ შორის ჩავლე ანუბისსაც, რომელსაც მათი ნათქვამი სიმართლე ეგონა. მეფის ბრძანებით, მან ახალი ჯაშუში დანიშნა . ეს იყო დოგმა. როცა ის წასასვლელად ემზადებოდა, ნიმფუნიამ მას წარმატებები უსურვა, თუმცა რას ფიქრობდა სინამდვილეში, ღმერთმა უწყის ;) აი დოგმას კი გულში შიში უელავდა, ეშინოდა, კალმაჰასავით არ დამართნოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ გლეხებს მოატყუებდა, დაწინაურდებოდა და ძალაუფლებასაც ხელში ჩაიგდებდა.ამ დროს კაკიამ და ნ.ბ-მ დონ მინდიას უთხრეს, რომ გლეხების აჯანყების ამბავისთვის ყური მოუკრავთ და მინდიამ ისინი უხვად დააჯილდოვა. მან დოგმა დააბრუნა და უბრძანა რომ ხვალ წასულიყო.

უცებ სასახლეში ბრახუნის ხმა გაისმა. ესენი გლეხები იყვნენ, რომლებსაც ყველა კიშკი დაეპყროთ ახლა სათავდაოს მისდგომოდნენ.მხედართმთავარმა ჯანიკოკომ ჯარი წინ გაიწვია და გლეხებს ეჯახა. იან ლუნგმა კი დროებით მხედართმთავრად დამბლდორი დანიშნა , თვითონ სასახლეში შეიპარა და ნიმფუნია მოიტაცა.ქალი კიოდა, მაგრამ იან ლუნგმა ხელი ააფარა, ცხენზე შესვა და ბანაკში წაიყვანა, სადაც მცველები:ლოლალომა და კალისტო დრაჯობდა. მათ ნიმფუნია ოთახში ჩაკეტეს.

გლეხები აგებდნენ. სათავადო საკმაოდ ძლიერი იყო. დონ მინდია მის ქვეშავრდომ- მისს ბლექთან ერთან გადმოჰყურებდა ბრძოლის ველს.
– აუცილებლად გავიმარჯვებთ-ანუგეშებდა მინდიას ბლექი.
– მართალი ხარ, ჯაშუში ალბათ აღარც დამჭირდება, ახლავე მოვსპობ გლეხებს-ამაყად თქვა თავადმა დონ მინდიამ, მაგრამ გაუკვირდა, როცა დამბლდორმა განაცხადა: თქვენი ნიმფუნია ახლა ჩვენ გვყავს,და თუ საქმე გართულდება, მოვკლავთო. ამ დროს ოთახში ნიმფუნიას აცრემლებული და შემოვიდა და მეფეს უთხრა რომ მისი დის გამო დანებებულიყვნენ. დონ მინდიამ რჩემა მისს ბლექს ჰკითხა და მრჩეველლმა ურჩია, ბრძოლა გაეგრძელებინა, სამაგიეროდ კიდევ ერთ კონკურენტს მოიშორებდა. მისს ბლექმა პაწუ გააძევა და თავადმა ველოფცირაპტორმა “სამეფო ხელისუფლების ტრიუმფის ხელის შემშლელად” დაასახელა, შემდეგ კი დილეგში ჩააგდო.

გარეთ ბრძოლა სულ უფრო და უფრო მძვინვარებდა. უცებ ვიღაც უცნობი რაინდი გამოჩნდა, რომელმაც ხალხი გაარღვია და მხედართმთავარი ჯანიკოკო ძირს დასცა. მეომარს ოქროს აბჯარი ეცვა და მუცელზე დიდი “ბ”
ეწერა. მან ფაქტიურად თავადთა დამარცხება გამოიწვია. მშიშარა ჯარი უკან დაბრუნდა და ბრძოლის ველი გლეხებით გადაივსო. მათ ჰკითხეს, თუ რა ერქვა მათ მხსნელს და რაინდმა თქვა, რომ მას ბაქოლაინი ერქვა. ის ყოფილი, ამჟამად მკვდარი ბელადის-გოგოლასა და ასევე გარდაცვლილი ქალბატონის-ქეიტ ალიკარდის შვილი იყო. მამა იყო გლეხური წარმოშობის, დედა-ქეითი კი უცნაურეთის მონარქიის დროინდელი პერიოდის მეფის- ქვიტატას შვილინ იყო. ქეითს გოგოლა შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა, ამით კი მან მმართველობაზე უარი თქვა.გლეხებს ძალიან გაუხარდათ ბაქოლაინის ნახვა და იან ლუნგი გადააყენეს, რათქმაუნდა ბელადად ბაქოლაინი დანიშნეს. საქმე თავადებს ისე ცუდად წაუვიდათ, ჯაშუშის გაგზავნაც ვერ მოახერხეს, რადგან ის შემთხვევით მეომარს- აბაზის შემოაკვდა. მას შემდეგ ბაქოლაინს არცერთი ბრძოლა არ წაუგია. მათი წყალობით სათავადო საერთოდ დაიშალა და ტახტზე ბაქოლაინი ავიდა, რომელსაც გვერდს ირი ლეკვეიშვილი უმშვენებდა. დონ მინდია, თავადები და მსახურები კი ნიმფუნიასთან და პაწუსთან ერთად დილეგში ჩაყარეს და კარგახანი არც გამოუშვიათ :) ასე რომ, უცნაურეთში სამუდამო მშვიდობა დამყარდა, მაგრამ XXI საუკუნეში, სწორედ ამ ზღაპრის გმირები რთავდნენ ინტერნეტს, შედიოდნენ ვირტუალურ უცნაურეთში, და ახალ ამბებს აცნობდნენ პატიოსან საზოგადოებას :yvavili:

აი, ასე დასრულდა ისტორია უდიდეს სამეფოზე, რომელსაც ათასობით მნახველი ჰყავს.

P. s იმედია, მოგეწონათ. ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპეთ, არ გწყინოთ რა ;)

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button