გართობაუცნაური

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

image

ჭაობი, უდაბნო, მუდმივი გამყინვარება მეცნიერებს სიურპრიზებს სთავაზობსხოლმე და ადამიანთა სხეულებს რამდენიმე საუკუნე შეუცვლელს უნახავს. მოგითხრობთ ზოგიერთ აღმოჩენაზე, რომელიც არა მარტო თავისი ასაკით და შეხედულებით გვნუსხავენ მხოლოდ-არამედ თავისი ტრაგიკული ბედითაც.

ლოულანის ლამაზმანი
3 800 წელი

imageimageimageimageimage
მდინარე ტარიმის და უდაბნო ტაკლა-მაკანის მიდამოებში_იქ, სადაც დიდი აბრეშუმის გზა გადიოდა, საუკუნის ბოლო მეოთხედში არქეოლოგებმა ნახეს თეთრკანიანი ადამიანების 300-ზე მეტი მუმია. ტარიმის მუმიები გამოირჩევიან სიმაღლით და ქერა ან წითური თმებით და ცისფერი თვალებით, რაც უჩვეულოა ჩინელებისთვის. მეცნიერების სხვადასხვა ვერსიებით ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც ევროპელები, ასევე სამხრეთ ციმბირიდან_ აფანასიევების და ანდრონოვსკების კულტურის წარმომადგენლები. ყველაზე ძველი მუმიაც კი კარგადაა შემონახული და ეწოდა ლოურანსკის ლამაზმანი: ეს ახალგაზრდა ქალი ( 180 სმ ) ლამაზად შეკრული თმებით, ქვიშაში იმყოფებოდა 3 800 წელი. ის აღმოაჩინეს 1980 წელს ლოულანის მიდამოებში. გვერდით დამარხული იყო ორ მეტრიანი 50 წლის მამაკაცი
და სამი თვის ბავშვი ძველებური „ ბოთლით“ (ძროხის რქა და ცხვრის საწოვარა ).ტამირსკის მუმიები კარგადაა შემონახული უდაბნოს მშრალი კლიმატის და მარილების გამო.

 

პრინცესა უკოკა
2 500 წელი

imageimageimage
1993 წელს ნოვოსიბირსკელმა არქეოლოგებმა აკ-ალახის ყორღანის გამოკვლევისას უკოკის პლატოზე აღმოაჩინეს დაახლოებით 25 წლის გოგონა. სხეული იწვა გვერდზე,
ფეხები მოხრილი. კარგად იყო შენახული გარდაცვლილის ტანსაცმელი: ჩინური აბრეშუმის პერანგი, შალის ქვედაბოლო, ქურთუკი და თექის ყელიანი ფეხსაცმელი. მუმიის შესახედაობა იმ დროის მოდაზე მიუთითებს: გადპარსულ თავზე ახურავს
ცხენის ძუისგან დამზადებული პარიკი, ხელები და მხრები დაფარული აქვს მრავალრიცხოვანი ტატუთი. კერძოდ, მარცხენა მხარზე გამოსახული იყო ფანტასტიკური ირემი გრიფინის ნისკარტით და ჯიხვის რქებით _ალტაის წმინდა სიმბოლო. ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ სამარხი ეკუთვნოდა სკვითურ პაზირიკსკურ კულტურას, რომელიც მდებარეობდა ალტაიში 2 500 წლის წინ. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს გოგონას დამრხვას, ისინი მას აკ-კადინს (თეთრ ქალბატონს), ჟურნალისტები კი პრინცესა უკოკს ეძახიან. ისინი ამტკიცებენ, რომ მუმია იცავდა მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელს და ახლა, რაც ის ანოხინის სახელობის ნაციონალურ მუზეუმშია, ეს შესასვლელი ღიადაა დარჩენილი და სწორედ ამის მიზეზია, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მთიან ალტაიში სტიქიური უბედურებები ხდება. მეცნიერების გამოკვლევების თანახმად პრინცესა უკოკა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.

 

ადამიანი ტოლუნდადან
2 300 წელზე მეტი

imageimageimageimage

1950 წელს დანიის ერთ-ერთი სოფლის ტოლუნდის მცხოვრებლები ჭაობში ტორფს მოიპოვებდნენ და 2, 5 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. გვამი ახალი ჩანდა და პოლიციას შეატყობინეს. თუმცა პოლიციამ უკვე იცოდა ჭაობის ადმიანების შესახებ (ჩრდილოეთ ევროპის ჭაობებში არაერთხელ პოულობდნენ
უძველესი ადამიანების გვამებს.) და მიმართეს მეცნიერებს. მალე ადამიანი ტოლუნდადან (როგორც მოგვიანებით შეარქვეს მას
) ხის ყუთით მიაწოდეს დანიის ნაციონალურ მუზეუმს კოპენჰაგენში. კვლევამ აჩვენა, რომ 40 წლის 162 სმ სიმაღლის მამაკაცი ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ.-მდე IV
საუკუნეში და გარდაიცვალა მოხრჩობით. შესანიშნავად გადარჩა არა მარტო მისი თავი, არამედ მისი შინაგანი ორგანოებიც: ღვიძლი, ფილტვები, გული და ტვინი. ეხლა მუმიის თავი ქალაქ სილკებორგის მუზეუმშია მანეკენის ტანით ( საკუთარი ვერ გადარჩა ). სახეზე შეგიძლიათ გაარჩიოთ წვერი და უმცირესი ნაოჭებიცკი. ეს იმ პერიოდის ყველაზე კარგად შენახული ადამიანია.(ისე გმოიყურება, თითქოს სძინავსო.) სულ ევროპის ტორფის ჭაობებში აღმოჩენილია 1 000-ზე მეტი უძველესი ადამიანის მუმია.

გაყინული გოგონა

500 წელი

image
imageimageimageimageimage

1999 წელს არგენტინა- ჩილეს საზღვარზე ვულკან ლიულიაილიაკოს ყინულებში
6 706 მ-ზე აღმოაჩინეს მოზარდი გოგონას სხეული ინკების ტომიდან. ის ერთი -ორი კვირის წინ გარდაცვლილს გავდა. მეცნიერბმა დაადგინეს, რომ ეს გოგონა 13- 15 წლისაა და დაარქვეს გაყინული გოგონა. ის მოკლული იყო ნახევარი ათასწლეულის წინ თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით რელიგიური მსხვერპლშეწირვის რიტუალისას. ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო მისი სხეული და თმები, ტანსაცმელი და ნივთები ძალიან
კარგად შემოინახა. იქვე იპოვეს ჯამი საჭმელით, ოქროს და ვერცხლის ფიგურები და უცნობი ფრინველის თეთრი ფრთებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი თავსაბური. აღმოჩენილი იქნა ასევე ორი ცხედარი _6-7 წლის ბიჭი და გოგო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს დიდი ხნით ადრე ამზადებდნენ საკულტოდ, კვებავდნენ ელიტური საკვებით ( ლამის ხორცი ), კოკაინით და ალკოჰოლით. ისტორიკოსების აზრით ინკებმა ყველაზე ლამაზი ბავშვები აარჩიეს რიტუალისთვის. მედიკოსებმა ყინულის გოგონას დიაგნოზი დაუსვეს _ტუბერკულიოზი საწყის ეტაპზე. ინკების
ბავშვების მუმიები გამოფენილია არგენტინაში ქალაქ სალტას არქეოლოგიის მუზეუმში.

გაქვავებული მაღაროელი
დაახლოებით 360 წელი

imageimage
ქალაქ ფალუნში 1719 წელს შვედმა მაღაროელებმა შახტის სიღრმეში თავიანთი კოლეგის გვამი აღმოაჩინეს. ახალგაზრდა კაცი ახლად გარდაცვლილს გავდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ იცნო. უამრავი ადამიანი მოდიოდა რომ შეეხედათ მიცვალებულზე და ბოლოს და ბოლოს ცხედარი ამოიცნეს: ერთმა ასაკოვანმა ქალმა გულისტკივილით მასში თავისი საქმრო, 42 წლის წინ დაკარგული- მატს
იზრაელსონი ამოიცნო.(!) ჰაერზე, გარეთ, გვამი გამაგრდა და გქვავდა. მაღაროელებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ: მუზეუმში ჩაებარებიათ როგორც მინერალი თუ დაემარხათ, როგორც ადამიანი. გაქვავებული მაღაროელი ხალხის სამსჯავროზე კარგა ხანს იდო. მან გაფუჭება და გახრწნა დაიწყო. 1749 წელს დამარხეს ეკლესიაში, მაგრამ 1860 წელს
სარემონტო სამუშაოების გამო ის ისევ ამოთხარეს და კიდევ 70 წელი ყავდათ გამოფენილი ხალხისთვის. მხოლოდ 1930 წელს მიაბარეს მიწას ფალუნის საეკლესიო სასაფლაოზე გაქვავებული მაღაროელი. არშემდგარი საქმროს და პატარძლის ისტორია საფუძვლად დაედო გოფმანის ნაწარმოებს „ფალუნის მაღაროები“.

არქტიკის დამპყრობლები
189 წელი

imageimage
1845 წელს ჯონ ფრანკლინის ხელმძღვანელობით ექსპედიცია ორი ხომალდით გაემგზავრა კანადის ჩრდილოეთ სანაპიროსკენ ატლანტის და წყნარი ოკეანის დამაკავშირებელი გასასვლელის შესასწავლად. 129 ადამიანი უკვალოდ გაუჩინარდა. სამძებრო ოპერაციის დროს 1850 წელს კუნძულ ბიჩზე აღმოჩენილი იქნა სამი საფლავი. როცა ყინული დაალღვეს და გახსნეს საფლავები ( ეს მხოლოდ 1981 წელს მოხერხდა მხოლოდ )_ აღმოჩნდა ყინვის გამო ძალიან კარგად შენახული გვამები.
ბრიტანელი მეხანძრის, ჯონ ტორინგტონის სურათმა მსოფლიოს ყველა გამომცემლობა შემოიარა. 1980 წელს ჯეიმს ტეილორმა
მასზე დაწერა სიმღერა The Frozen Man. მეცნიერებმა ტორინგტონის გარდაცვალების მიზეზიც დაადგინეს -ფილტვების ანთება და ტყვიით მოწამლვა.

მძინარე ლამაზმანი
96 წელი
image

imageimageimageimage
სიცილიაზე პალერმოში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუმიების გამოფენა_ კაპუცინების კატაკომბები. აქ 1599 წლიდან ასაფლავებდნენ იტალიის ელიტას: სასულიერო პირებს, არისტოკრატებს, პოლიტიკოსებს_სულ 8 000-ზე მეტი გადაცვლილი. ყველაზე ბოლოს დაკრძალეს გოგონა როზალია ლომბარდო. ის 1920 წელს გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.( ორი წლის ასაკში). უბედურმა მამამ ცნობილ მებალზამეს ალფრედო სალაფის სთხოვა შეენარჩუნებნია ბავშვის სხეული. ასი წლის შემდეგაც კი გოგონა მძინარე მზეთუნახავივით, ოდნავ გახელილი თვალებით
წევს წმინდა როზალის ტაძარში. მეცნიერები აღიარებენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბალზამირებაა.

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button