საკითხავიუცნაური

კარტოფილი მომავლის შესახებ?

თანამედროვე პარაფსიქოლოგია მარტივი ტესტ-მკითხაობების დიდ არჩევანს გვთავაზობს, თუმცა, სპეციალისტები იმასაც აღიარებენ, რომ არაფერია ძველი, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო მკითხაობებზე უტყუარი.
ამჯერად სწორედ ასეთ მკითხაობას გთავაზობთ. მათ ერთი რამ აერთიანებთ. ყოველი მათგანის აუცილებელი ატრიბუტი კარტოფილი გახლავთ.

იმაზე, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება თქვენს მიერ წამოწყებული საქმე, ზუსტად გიპასუხებთ მოხარშული კარტოფილი. თუ საქმე არც ისე სერიოზული და მნიშვნელოვანია, აიღეთ პატარა კარტოფილი, ხოლო თუ ჩანაფიქრი დიდი და ყოვლისმომცველი გახლავთ, კარტოფილიც შესაფერისი ზომისა უნდა შეარჩიოთ. ჩადეთ ქვაბში და წყალს ერთი კოვზი მარილი და ერთი კოვზი გვირილა დაუმატეთ. ხარშეთ დიდხანს, ისე, რომ კარტოფილი ზედმეტად მოიხარშოს.
ცეცხლიდან გადმოდგით, ქვაბიდან ამოღებული კარტოფილი კარგად დაათვალიერეთ. თუ კარტოფილის კანი არ დასკდა, მაშინ ჩანაფიქრი აუცილებლად აგისრულდებათ. თუ კარტოფილი გახეთქილია და მისი რბილობი დაიშალა, უმჯობესია, საქმე საერთოდ არ წამოიწყოთ, რადგან კრახით დასრულდება, ხოლო თუ კანი მსუბუქად დასკდა, მაგრამ კარტოფილმა ფორმა შეინარჩუნა, მიზანს გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ მიაღწევს.
* * *
ზოგჯერ ისეთ წინადადებას ვიღებთ ხოლმე, რომელსაც მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას მუდმივად თან ერთვის ყოყმანი – ვაითუ, ცვლილებები არც თუ სასიკეთო აღმოჩნდეს?
ამის გასარკვევად აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გაუფცქვნელად მოათავსეთ რძიან ქვაბში, დაუმატეთ მარილი და დაახლოებით 15 წუთი ხარშეთ. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, გააგრილეთ და შუაზე გადატეხეთ. დაუკვირდით ყველაფერს: ფერს, გადატეხვის ზოლს, სითხის რაოდენობას.
კარტოფილის შიდა მხარის სითეთრე იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანის ჩანაფიქრი, რომელმაც წინადადება მოგცათ, სავსებით გულწრფელი და უსაფრთხოა. თუ კარტოფილს ნაცრისფერი დაჰკრავს, შექმნილი სიტუაცია უფრო ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. შესაძლოა, თქვენს ხარჯზე ვიღაცას გამდიდრება სურს.
თუ კარტოფილი შუაზე ადვილად გაიხლიჩა, მაშინ საქმეც ადვილად წარიმართება, გართულებების გარეშე, ხოლო თუ კარტოფილმა მოხარშვა ვერ მოასწრო და ძნელად გადატყდა, კიდეები არათანაბრად დასცილდა ერთიმეორეს, შესაბამისად, საქმეც წარუმატებელი აღმოჩნდება.
თუ კარტოფილში წყალი აღმოჩნდება, საქმე არ გამოვა და, შესაძლოა, დიდი ზარალიც ნახოთ.

სტატია დაცულია საავტორო უფლებით. შეუთანხმებლად მისი გამოყენება, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close