გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ


დღეს მექსიკისა და მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გახსნეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რითაც საფუძველი ჩაუყარეს დაახლოვებით ერთ თვიან დაძაბულ, საინტერესო, სახალისო, სატირალ, საოცნებო, ლამაზ, სასტიკ, ანგაჟირებულ, მიკერძოებულ, თავდადებულ და კიდევ რა ვიცი როგორ სანახაობას. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პიველი მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ფეხბურთში, თუმცა იმის მიხედვით თუ რას გვიმზადებს ბუნება 2012 წელს შეიძლება ბოლო ჩემპიონატათაც ჩაითვალოს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი მინდა შემოგთავაზოთ, უფრო სწორედ დავწერო, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან, რომელიც 1930 წლიდან იღებს სათავეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში, თუმცა აქაც არის რამდენიმე გამონაკლისი. 1930 წლიდან 2010 წლამდე ანუ დღემდე მხოლოდ ორჯერ არ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა ბევრი თქვენგანი მიხვდა, რომ ეს პერიოდი მეორე მსოფლიო ომის პერიოდებია, 1940 და 1946 წელები.

1940 ში ბატონი ადოლფი იმდენად დაკავებული იყო მსოფლიოს სხვა და სხვა ხალხების განადგურებით, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა ხალხებს არ ეცალათ ბურთით ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, მაშინ ბურთის გარდა ერთმანეთთან დასაპირისპირებლად მილიონი სხვა საშუალება იყო და მსოფლიოს ჩემპიონატიც ამ საშუალებებით გაიმართა და რა თქმა უნდა 1940 წელს თასი გერმანიამ აიღო ხოლო 1946 ში საბჭოთა კავშირმა, ეს ისე არაოფიციალურად, თორემ ოფიციალურად ამ წლებში ომის და გენოციდების მეტი არაფერი მომხდარა. ისე კი მსოფლიო თასების ფლობის რეკორდს რა თქმა უნდა ბრაზილია ფლობს. მათ თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული ხოლო ყელაზე მეტი გოლი კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რონალდოს ეკუთვნის და მისი რაოდენობა 15-ს შეადგენს.

რაც შეეხება გოლებს. როგორც უკვე მოგახსენეთ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში ჩატარდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ყველა თვლიდა, რომ პირველი გოლი ამერიკელმა ფეხბურთელმა ბარტ მაქგიიმ გაიტანა ბელგიასთან შეხვედრაში მე-40 წუთზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ იყო კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით და ფიფამ გადაწყვიტა, რომ პირველი გოლი არა მაერიკელებმა არამედ, ფრანგმა ლუსიენ ლორენმა გაიტანა მექსიკის წინააღმდეგ 1930 წლის 13 ივლისს მე-19 წუთზე.

იმ დროისთვის გოლის განატანც ალბათ ბევრად ადვილი იქნებოდა, რადგან წითელი ბარათები არ არსებობდა. წითელი და ყვითელი ბარათები 1970 წლამდე არ არსებობდა, ხოლო ჩილელმა კარლოს კაზილემ პირველმა მიიღო წითელი ბარათი 1974 წელს დასევლეთ გერმანიის წინააღმდეგ თამაშის დროს 67-ე წუთზე.

ალბათ სასაცილოა, როდესაც გერმანიასთან თამაშის დროს მიიღებ ადამიანი მსოფლიოში პირველ წითელ ბარათს.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია გახლავთ ჩრდილოეთ ირლანდიელი ნორმან ვაითსაიდი,

რომელიც იუგოსლავიასთან თამაშის დროს გამოვიდა სტადიონზე, იგი 17 წლის იყო ხოლო 1982 წლის იუგოსლავიასთან თამაშის დღეს ის გახლდათ ზუსტად 17 წლის და 41 დღის, თუმცა ის დღე როდესაც ნორმანი გამოვიდა სტადიონზე არ გახლდათ თამაში, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი 1950 წლის ფინალს დაესწრო სადაც ერთმანეთს ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებები ხვდებოდნენ, რიო დეჟანეიროში ამ თამაშზე 199,854 ადამიანი მივიდა.

ყველაზე მეტი გოლი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე კი უნგრეთს აქვს გატანილი და ამ გოლების რაოდენობა 27 შეადგენს, ამ დროს უნგრეთის ნაკრებში ლეგენდარული პუშკაში თამაშობდა. 1954 წელს უნგრეთმა ფინლაში გასვლა შეძლო თუმცა დამარცხდა გერმანიასთან 3-2.

ეს არის იმ უამრავი საინტერესო სტატისტიკიდან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე არსებობს, მცირედი ინფორმაცია. ვფიქრობ თქვენც დაინტერესდით და გადახედეთ, ისე კი გისურვებთ, რომ ნერვები არ დაგეწყვიტოთ და ბოლომდე მიგეღოთ სიამოვნება საკუთარი გუნდის თამაშიდან, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკაში.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close