არქივი

ინგლისური აბრევიატურები

a05793e41d9b

ალბათ ხშირად წაგიკითხავთ რომელიმე ჟურნალში, ან გინახავთ ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ინგლისში ყოფილხართ, რომელიმე წინადადების ან სიტყვის აბრევიატურა, თუმცა ვერ მიმხვდარხართ მის ნამდვილ მნიშვნელობას. ეს პოსტი დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენიმე ინგლისური აბრევიატურის ზუსტი მნიშვნელობა.

BC-(before Christ) ჩვენს ერამდე.
AD-(anno Domini) ჩვენი წელთაღრიცხვით (ლათინური).
AD-(air defence) საჰაერო დაცვა.
BG-(British government) ბრიტანეთის მთავრობა.
BBC-(British Broadcasting Corporation) ბრიტანეთის რადიომაუწყებელი კორპორაცია.
c.p.-(cost price) თვითღირებულება.
cw-(clockwise) საათის ისრის მიმართულებით.
eod-(every other day) დღეგამოშვებით.
ET-(early treatment) პირველადი სამედიცინო დახმარება.
f/s-(factor of safety) უსაფრთხოების კოეფიციენტი.
FX-(foreign exchange) უცხოური ვალუტა.
FBI-(Federal Bureau of investigations) გამოძიების ფედერალური ბიურო.
GAT-(Greenwich Apparent Time) გრინვიჩის ნამდვილი დრო.
H.B.M.-(Her/His/Britannic Majesty) მისი ბრიტანული უდიდებულესობა.
HS-(high-speed) ჩქაროსნული.
L.A.-(Los Angeles) ლოს-ანჯელესი.
mge-(message) შეტყობინება.
mm-(matrimony) ქორწინება.
MPD-(maximum permissible doze) მაქსიმალურად დასაშვები ზონა.
pf-(phone) ტელეფონი.
p h-(per hour) საათში.
P.R.C.-(People’s Republic of China) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
S.L.-(sea level) ზღვის დონე.
S.L.-(south latitude)სამხრეთ განედი.
TM-(trade mark) სავაჭრო საფირმო ნიშანი.
T.U.-(trade union) პროფესიული კავშირი.
UNICEF-(United Nations Educational Children’s Emergency fund) ბავშვთა დახმარების გაეროს ფონდი.
W/F-(weather forecast) ამინდის პროგნოზი.
Z.G.-(zoological Garden)-ზოოპარკი.

მსგავსი ამბები

Back to top button