საკითხავისასარგებლოუცნაური

ცირკის “მონსტრები”


ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ცირკია,მე პირადად თავის დროზე ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი მორიგ საცირკო სანახაობაზე(თუმცა ეს თავისი დრო 13 და უფრო მეტი წლის წინ იყო :D ).დღევანდელი ჩემი სტატია ცირკს შეეხება,ცირკის უცნაურ ჯამბაზებს რომლებიც მაყურებელთა გაკვირვებას არამარტო თავისი საქციელით,არამედ თავისი გარეგნობითაც იქცევდა.

ცირკს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს,ჯერ კიდევ რომაელები დგამდნენ საცირკო წარმოდგენებს ამფითეატრებში,რასაც მრავალი ადამიანი ადევნებდა თვალს.
შემდეგ იყო შუასაუკუნეები და მოხეტიალე შაპიტოების დრო.განსაკუთრებული პოპულარობა კი საცირკო სანახაობებმა მეცხრამეტე საუკუნეში მოიპოვეს,რაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც აისახა.

ცირკის არენებზე კლოუნებს ჯამბაზები ცვლიდნენ,საცირკო ნომერს ნომერი ცვლიდა და ადამიანები გარკვეული თანხის სანაცვლოდ კარგ გუნებას იქმნიდნენ და ტოვებდნენ დარბაზებს.ცირკის მეპატრონეები ყოველთვის ცდილობდნენ უცნაური გარეგნობის მქონე ადამიანების მოზიდვას,რაც ცირკის პოპულარობის გარანტი იქნებოდა.

ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ ადამიანს გთავაზობთ,რომლებმაც ცირკის სცენაზე მოიპოვეს პოპულარობა,ზოგიერთი მათგანი კი ფილმშიც გადაიღეს.თუმცა მათ ალბათ არც უნდოდათ ასეთი პოპულარობა,მათი მთავარი ოცნება ალბათ ნორმალურ ადამიანად დაბადება იყო,თუმცა ეს არაფერს არ ცვლის-ისინიც ისეთი ღვთის შვილები არიან,როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი.

1.შლიცი

შლიცი იგივე საიმონ მეცი წარმოადგენდა ამერიკელ ცირკის მსახიობს,რომელიც რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.
ის დაიბადა 1901 წელს(სხვა ვერსიით 1892 წელს),დაბადებისას ნათელი გახდა,რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.ზრდასთან ერთად დაეტყო,რომ ის იყო გონებასუსტი,მას უჭირდა ლაპარაკი და რამდენიმე სიტყვას ძლივს წამოთქვამდა ერთად.მიუხედავად ამისა ის საკმაოდ მოძრავი იყო,უყვარდა ცეკვა და ა.შ.

ნიუ-იორკის ცირკის მფლობელმა შეიტყო თუ არა შლიცის არსებობის შესახებ ყველა ღონე იხმარა რათა ის მოეწვია ცირკში,ცდა წარმატებული აღმოჩნდა და გონებასუსტი შლიცი ცირკის მსახიობის როლში მოევლინა საზოგადოებას.

მას შეუქმნეს საკმაოდ განსხვავებული იმიჯი,ის უფრო ხშირად ქალის როლში გვევლინებოდა და როლს ისე “თამაშობდა” რომ მისი პოპულარობა დღითი დღე მატულობდა და ყველა ცდილობდა დასწრებოდა მის წარმოდგენებს და სიცილ-ხარხარში გაეტარებინა წარმოდგენის დრო.

1932 წელს შლიცი გადაიღეს ფილმში “მახინჯები”,ეს იყო კომედიისა და საშინელებათა ფილმის ნაზავი.ეს ფილმიც საკმაოდ პოპულარული იყო და მრავალმა ადამიანმა ნახა.

ნაწყვეტი ამ ფილმიდან

ამ ფილმის შემდეგ შლიცი ისევ ცირკს უბრუნდება და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობს ცირკის არენაზე.
1971 წელს კი ის ბრონქული პნევმონიით გარდაიცვალა.

2.ჯეკ ერლი – “ტეხასელი გიგანტი”

ჯეკ ერლი დაიბადა ტეხასის შტატში 1906 წელს,ის იყო გერმანიიდან იმიგრირებული ებრაელის შვილი.14 წლამდე ჩვეულებრივად იზრდებოდა,არანაირი გიგანტიზმის ნიშნები არ აღენიშნებოდა.მაგრამ სწორედ 14 წლის ასაკში გადმოვარდა სათვირთო ავტომობილის ძარიდან და ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო,დაბრმავდა კიდეც,თუმცა ეს როებითი მოვლენა აღმოჩნდა და 4 თვის შემდეგ თვალის ჩინიც დაუბრუნდა და არანორმალური სისწრაფით დაიწყო ზრდა.ზრდასრულ ასაკში მისი სიმაღლე 2,36 მეტრს აღწევდა.

სიმაღლეს მისთვის ხელი არ შეუშლია განათლების მიღებაში,მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია.იმ დროს ტეხასს ცირკი ეწვია და ჯეკი მაშინვე დაინტერესდა ამ ფაქტით და ეწვია ცირკს.მეპატრონემ მისი დანახვისას გაიფიქრა “ეს ისაა ვისაც ვეძებდიო” და ცირკის დასში აიყვანა.მიუხედავად გამოუცდელობისა ჯეკს დაევალა სპილოების გაწვრთნა.გარდა ამისა ის არაერთ ნომერში მონაწილეობდა.
თუმცა ჯეკი ამ ცირკში დიდ ხანს არ გაჩერებულა,რადგან ცირკისთვის ის ზედმეტად ჭკვიანი და ინტელიგენტი იყო.მას ეხერხებოდა ძერწვა და ხატვა,ასევე აღმოაჩნდა სამსახიობო ნიჭი და რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

ჯეკ ერლი 1952 წელს გარდაიცვალა.

3.ჯონ ექჰარდი

ჯონი დაიბადა 1911 წელს საშინელი დეფექტით,მას ფეხები საერთოდ არ ჰქონდა.ჯონს ტყუფიც ჰყავდა,თუმცა ის სავსებით ჯანმრთელი იყო ყოველგვარი დეფექტების გარეში.თუმცა ჯონისთვის ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია,რომ 79 წელი ეცოცხლა და თავისი საქმე ეკეთებინა.

ისიც გადაიღეს არაერთ ფილმში(მათ შორის “მახინჯებშიც“) და ასევე ცირკში მუშაობით გაითქვა სახელი.

http://www.youtube.com/watch?v=GAd_Tvm5MbQ&feature=related

4.სტეფან ბიბროვსკი-“ადამიანი ლომის სახით”

სტეფან ბიბროვსკი დაიბადა პოლონეთში 1891 წელს.ბავშვმა იხილა დღის სინათლე და ყველანი განცვიფრებულნი დარჩნენ,ბავშვს სახე ბეწვით ჰქონდა დაფარული.მიუხედავად ამისა მშობლებს არც კი უფიქრიათ ბავშვის თავიდან მოცილება და ზრდიდნენ როგორც მის და-ძმას,რომელბიც სავსებით ჯანმრთელნი იყვნენ.

1895 წელს პოლონეთში მოგზაურობდა გერმანელი შოუმენი სედლმაიერი,მან გაიგო სტეფანის არსებობის შესახებ და ეახლა მის მშობლებს,ისინი დაარწმუნა რომ ბევრ ფულს აშოვნინებდა და ბავშვიც ცოტას გაერთობოდა.თანხმობის შემდეგ კი სტეფანი დედასთან ერთად ბერლინში წაიყვანა.მშობელი მალევე დარწმუნდა,რომ ბერლინში სტეფანს სედლმაირი მიხედავდა და მალევე გაემგზავრა მშობლიურ პოლონეთში.

11 წლის სტეფანი სედლმაიერმა ამერიკაში წაიყვანა,უფრო დიდი პოპულარობისა და მოგების მისაღებად.იქ მან დადო კონტრაქტი ერთ-ერთი ცირკთან.დრო გადიოდა და სტეფან ბიბროვსკის სანახავად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა და ამით იზრდებოდა ცირკის შემოსავალი და სტეფანის პოპულარობა.

1907 წელს ის ბერლინში დაბრუნდა,სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა.გარდაიცვალა 1932 წელს გულის შეტევით.

გარდა ზემოთჩამოთვლილი “უცნაური” ადამიანებისა,ასევე საცირკო სანახობებით გაითქვეს სახელი:

დეიზი და ვაიოლეტ ჰილტონებმა

ვიდეო

პრინს რადიანმა

http://www.youtube.com/watch?v=MAnYooGVwto

ჩარლზ შერვუდ სტრატონმა

გრეიდი სტაილსმა

ჩანგმა და ენგმა

კარლ ჰერმან უნტამმა

ჯოზეფ მერიკმა(“ადამიანი – სპილო”)

1980 წელს დევიდ ლინჩმა მერიკზე გადაიღო ფილმი “ადამიანი-სპილო”.სწორედ ამ ფილმიდან გთავზობთ ნაწყეტს

Don Mindia

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close