გართობა

ანეკდოტები გურულებზე

8d93a3c22087
ესეიგი რა ხდება დღეს გურულებზე ანეკდოტები დადო იკამ ხოდა არ მომეწონა და პროტესტის სახით დუელში ვიწვევ… არ მომეწონა რა თითქმის ყველა ანეგდოტი ან სვანზე იყო,ან მეგრელზე, ან სომეხზე ამან კიდე გურულებს შემოგვთითხნა ბინძური იუმორი :lol2: :lol2:

გურული რესტორანში:

–ოფიციანტკა, მოი, ერთი, აქანა.

– რა გნებავთ, ბატონო?

– აი ლიმონათი ნამეტანი მღვრიეა, რაშია საქმე?

– ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავი.

გურულები:

1. გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო
2. გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო

სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
– რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!.

გურიაში დედა ეძახის შვილს:
-ბონდოია სა მიხვალ? დუმილი…
-ბონდოიე სა მიხვალ თქვა? პასუხი კიდევ არ ისმის…
-ბონდოიე შენ გეკითხები, გამეცი პასუხი სა მიხვალ?
-იქინე.
-ვერ იტყვი მერე?!!!!
– დედიკო, ძალიან გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა, შვილო, რატომ მეკითხები?

– მაშინ მამიკოს გაშორდი და იმ ბიძიას გაჰყევი, ქუჩის კუთხეში ნაყინს რომ ყიდის.

– ოფიციანტ!
– რა გნებავთ, ბატონო?

– ხომ ვერ მეტყვით, რას აკეთებს ეს ბუზი ჩემს თეფშში?
– ჩემი აზრით, ზურგზე ცურვას სწავლობს, ბატონო

– ოფიციანტ! მობრძანდი ერთი აქ.

– რაშია საქმე, ბატონო?
– ჩემს საცივში ბუზი აგდია.
– რამდენი გადაიხადეთ, ბატონო?
– ორი ლარი.

– ინდაურის ბარკლიანი ხუთი ლარი ღირს, ბიძაჩემო!

– აფრასიონას ბიჭს შენი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდა.
_ რავა, აფრასიონის ბიჭს თავისი ხელი არა აქვს, თუ?
_ კი აქვს ბატონო, მარა დეეღალა…

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
– რაზე გყავს გაზრდილიო?
– სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
– რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
– რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო…
– მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:
– რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო…

გურულები ისე სწრაფად მიასვენებდნენ კუბოს, რომ მიცვალებული სახელურებს ებღაუჭებოდა…

გურული შეხვდება მეგრელს და ეკითხება მეგრელს

-რაფერ ხართ ძამა
მეგრელი პასუხობს

-რავა თქვენ გაგიხარდებათ ისეო
გურული არ დააყოვნებს და ეტყვის

-რაია ძამა ამოწყდით ყველაი თუ…

გურულს ჩამოხრჩობას მიუსჯიან
ბოლო სიტყვა გვითხარი თუ გაქვს რამე სათქმელიო.
მემეწიეთ უკანო

ორი როჟა დგას ქუჩაში და ჩამოიარა ტიპმა:

– მოდი ეს როჟა გავლახოთ

– რატო რას ვერჩით?იმან რო გაგვლახოს?

– რატო რას გვერჩის?

მოდი აქ ბიძიკო,რამდენი წლის ხარ?

– ოთხის.

– ათამდე თვლა იცი?

– კი. ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი … ათი

– ათის ზევით?

– კი. “ვალეტი”, “კაროლი”, “დამა”, “ტუზი”

გურული დილის 6 საათზე მიდის ყანაში.მეზობელი ეკითხება:

– ამ დილაუთენია რა გინდა ყანაში?

– რავა,დაკეტილი დამხვდება თუ?

გურული გააღებს მატარებლის კუპის კარებს და დაინახავს 3 ზანგი ზის და იტყვის: დედაია ბეჩა, რაია, აქანე დეიწვა რამე?

გურულს ეკითხებიან:
-ცურვა იცი?
-სა წყალში?

გურული ეზოში დამჯდარი ჩეხავს შეშას. იქვე კაი მოზრდილა მისი შვილები ეჭიდავებიან ერთმანეთს,ამ დროს ჩამოივლის მეზობელი და ეკითხება:
– რაია ძამა დამჯდარი მუშაობ?
გურული პასუხობს:
– აბა დაწოლოლიმა რო ვიმუშავე აგერაა შედეგიო და გახედავს შვილებს

თბილისელი მამაკაცი ჩადის ოზურგეთში და გამვლელს ეკითხება:
– უკაცრავად სამშობიაროში როგორ მოვხვდები ?
გურული პასუხობს:
– სამშობიაროში რო მოხვდე ორსულად უნდა იყო არ იცი ?

გურული ყიდის ლობიოს ბაზარში.მივიდა კლიენტი და ეკითხება:
– აი ლობიო გურულია?
– კი ძამა
– რავა დავიჯერო?
– თუ გჯერა დეიჯერე, თუ არა ყაბალახს ვერ დავახურავ და კრიმანჭულს მერ ვამღერებ შენი გულიზა.

გურული ცოლს მოიყვანს და პირველ ღამეს ეუბნება:
– ბაღანას გულიზა თვარა რავა გაკადრებდიო

გურული სტუმრად მივა სახლში არ დახვდებიან და წერილს დატოვებს:”ვიყაი,არ იყაი,სა იყავი ძამა?”

მოგეწონათ თუ არა კომენტარებში გავიგებ :love:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button