გართობა

ანეკდოტები #4

eac085563e55

ანეკდოტების კიდევ ერთი კრებული:

1.პაციენტი მივა ექიმტან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა?
ექიმი პასუხობს: მერე შე კაცო მეოთხეზე გაჩერდი
პაციენტი: მეოთხეზე როგორ გავჩერდე მერვეზე ვცხოვრობ

2.სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვამს არ დამავიწყდესო

3.სვანი კაცი მოკვდება და ცოლი წვერს მოუშვებს

4.სვანი ზის მეტროში და გამოაცხადებენ სადგურ “ღრმაღელეს” და შარვლის ტოტებს აიწევს :lol:

5.სვანი 50 ლარიანს იპოვის და განყოფილებაში მიიტანს, თამარ მეფის პასპორტი ვიპოვეო

6.სვანს ჯაჭვის პერანგს ჩააცმევენ და იღლიებში დაუჟანგდება.

7.კახელი, სვანი და მეგრელი საუბრობენ:
კახელი: ჩვენთან წელს ისეთი სიცხე იყო, მიწები დახეთქა და ნაპრალები გაუჩინაო
სვანი: ეგ რა არის, ჩვენთან ისეთი სიცხე იყო ძროხები რძის ფხვნილს იწველებოდნენო
მეგრელი: ჩვენთანო, ისეთი სიცხე იყო ხეები ძაღლებს დასდევდენო…
კახელი და სვანი ეკითხება: კი მაგრამ, ეს ხეები რატომ დასდევდნენ ძაღლებს გაფიცებო…
მეგრელი : მოგვაფსითო

8.იმერლები იტყვიან , სულ სვანებზე რომ იგონებენ ანეგდოტებსო, ერტხელ ჩვენც გავაკეთოთ ისეთირამე რომ ჩვენზეც მოიგონონო,
წავლენ და ტრიალ მინდორში ააშენებენ ხიდს…
მეორე დგეს გაივლიან შევამოწმოთო და რას ხედავენ : სვანი ზის ამ ხიდზე ანკესით და თევზაობს

9.სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს

10.სვანი ოქროს თევზს დაიჭერს და გადაადნობს

11.სვანი კითხულობს წარწერას – ”ლავაში შეშაზე” მეპურეს ეხვეწება: – ძაან მშია, ახლა შეშა არ მაქვს თან და ფულზე მომეცი.

12.სვანი აგურებს ისვრის სახურავიდან, რამდენიმე კაცს გაუტეხავს თავს, სვანს კითხავენ: რას აკეთებო? სვანი უპასუხებს “ტეტრისს ვთამაშობო”

13.ოთხი სვანი ჯოკერს თამაშობს და ოთხივე გაიხიშტება

14.სვანი გოლს გაიტანს და გამეორებაზე ააცილებს

15.სვანი კომპიუტერს იყიდის და ნიორს ჩამოკიდებს ვირუსი აღარ შეხვდებაო

16.სვანი გახსნის კოკა-კოლის ბოთლს თავსახურს აწერია:”კიდევ სცადეთო”
სვანი დაახურავს და თავიდან გახსნის…

17.სვანი თავის შეყვარებულთან სეირნობს ხელჩაკიდებული.
შეყვარებული ეტყვის ალერსიანად:
-რა ოფლიანი ხელი გაქვს?
-ეგ რა არის შენ ფეხები უნდა ნახო

18.სვანს ეკითხებიან
– თაგვს რა ქვია რუსულადო?
– მიშკაო.
– ვირთხასო?
– მიხეილიო.

19.სვანი ზღვაში ბადეს ჩააგდებს და ააცელს

20.კახეთში ვირი დაიკარგა და სვანეთში იპოვეს დაწყებითების მასწავლებლად

მსგავსი ამბები

Back to top button