საკითხავისასარგებლო

ღმერთები #2


აი რომ გინდოდათ დავდე შემდეგი პოსტი ღმერთებზე  :)

პოსეიდონი

(ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენას ატიკის მფლობელობაზე და თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად სამკბილას დარტყმით კლდეზე სამ ჭავლად წყარო წარმოადგინა, მაგრამ ათენამ მაინც აჯობა. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.

ჰეფესტოსი II ჰეფესტო

(ბერძნ. Ἥφαιστος, ლათ. Hephaestus), ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.

ჰერმესი

(ბერძნ. Ἑρμῆς), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტი (მითოლოგია)ს ასული) ძე (ჰესიოდე). ჭკვიანი, გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის კეთილად დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი (ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ. ჰერმესს მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ აპოლონს ჰერმესი ზევსისათვის მიგვარია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როცა მოუსმენია მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი — ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.

ამონი

(ბერძნ. Ἄμμων – დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.

ატონი

— ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო.

როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა უძღვნა ატონს ჰიმნი, რომელიც მიჩნეულია უბადლო მხატვრულ ნაწარმოებად ამ ტიპის ძველ ეგვიპტურ ლიტერატურაში. ფარაონმა ატონის განსადიდებლად “ეხნატონი” (“ეხნე-იოტ”, ე. ი. “ატონის მარგი”) დაირქვა.

რა (რე)

– ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს “მზეს”.

მეტი ვერსად ვერ ვნახე ბოდიშით :*

თუ მოგინდებათ კიდე დავდებ….

წყარო:ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close