არქივი

Beyond Belief: Fact Or Fiction

Beyond Belief: Fact Or Fiction არის ამერიკული გადაცემა, რომელიც ერთ-ერთ ამერიკულ არხზე FOX-ზე გადიოდა 1997-2002 წლებში. თავიდან გადაცემის წამყვანი იყო ჯეიმს ბროლინი (James Brolin), რომელიც 1998 წლიდან ჯონათან ფრიქსმა (Jonathan Frakes) შეცვალა. თითოეულ გადაცემაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების (7-10 წთ.) სახით წარმოდგენილი იყო ხუთი ისტორია, რომელთაგანაც ზოგი გამოგონილი იყო, ზოგს კი ნამდვილი ფაქტები ედო საფუძვლად. მაყურებელს უნდა გამოეცნო, ამ ხუთი ისტორიიდან რომელი იყო მართალი და რომელი გამოგონილი. ფილმები შექმნილია მისტიურ, პარანორმალურ, დაუჯერებელ მოვლენებზე.  შემდგომში მოხდა ფილმების დუბლირება გერმანულ ენაზე, სახელწოდებით X-Factor: Das Unfassbare, რომელიც გერმანულ არხზე  RTL II-ზე გადიოდა.  ზოგიერთი სერია იმდენად საინტერესო და კარგი საყურებელია, რომ გადავწყვიტე ქართულად მეთარგმნა და სუბტიტრები დამედო. გთავაზობთ ხუთ ვიდეოს, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია.

ღამით სასაფლაოზე

ელექტროსკამი

ქვისმთლელი

ანატოლი

სახანძრო სადგური

მოკლედ, ჯერჯერობით სულ ეს არის. თუ მოგეწონებათ, კიდევ დავდებ.

მსგავსი ამბები

Back to top button