საკითხავისასარგებლოსურათები

მითოლოგიური ღმერთები

ეს არის პოსტი მითოლოგიურ ღმერთებზე


კრონოსი (ზევსის მამა)

Kronos,saturnus – პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიპპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და – რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: “შენც შენი შვილი დაგამხობსო”, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო. მან ყველა შთანთქა ზევსის გარდა.

არესი

(Arēs), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ათენა ქალღმერთს – სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად (ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი – მხოლოდ სიკვდილისა და უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული, მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება – მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.

ანუბისი

ბერძნ. Άνουβις -ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი).

ჰადესი

(ბერძნულად ’Aidēs, Plouton , ლათინურად Pluto) ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქთონური ღვთაება, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. კრონოსის და რეას ძე, (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსის და პოსეიდონის ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან ჰერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროსი და ნარგიზი. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და ჰოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მოცვალებულთა სამყოფელის სახელი.მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა რომ სულები არ გაქცეულიყვნენე ჰადესის სამეფოსჰი იყო მდინარე მლეთე რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს ენის ქვეშ მონეტას უდებდნენ.

ისიდა , ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა.

სეთი

ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთი. ის წარმოადგენს ომის და ბოროტების განსახიერებას.

სეთი არის ღმერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ვირის თავი.მან მოკლა თავისი უფროსი ძმა ოსირისი და მისი სხეულის ნაწილები მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტა,მაგრამ მოგვიანებით ის ისიდამ გააცოცხლა. მას ასევე ჰყავდა მშობლები გება — ძველი მიწის ღმერთი და ნუტი — ცის ქალღმერთი.

ვეცადოთ ძალიან არ გამკიცხოთ  :yvavili:  :love:

წყარო: wikipedia

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close