არქივი

აფხაზეთი

6f98f39a1b63
ერთ ერთ პოსტზე დაიწერა კომენტარი აფხაზების მიწა ჩვენი საიდან არისო. ხოდა ვისაც ეჭვი გეპარებათ რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია გააგრძელეთ კითხვა

აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია.
ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდებოდა კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავდა.
ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

IX-X სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.

XIX საუკუნეში საქართველო რუსეთმა დაიპყრო. რუსეთის იმპერია ქართველთა გარუსებას ისახავდა მიზნად, ამდენად, ისე როგორც სხვაგან, აფხაზეთშიც აკრაძალა ქართულ ენაზე მართვა-გამგეობა, სწავლა-განათლება, წირვა-ლოცვის ჩატარება. თავდაპირველად რუსეთი სასტიკად გაუსწორდა აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქების მხარეზე იყვნენ და ასევე მხარს უჭერდნენ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ თავიანთ მონათესავე აფსუებს ჩრდილო კავკასიაში. ამის გამო XIX საუკუნის 60-70-იან წლებში რუსეთმა აფხაზეთიდან 20-22 ათასი მაჰმადიანი აფსუა გაასახლა თურქეთში. ამის შემდეგ ჯერი ქართველთა გარუსებაზე მიდგა, მაგრამ ქართველებმა რუსებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მაშინ რუსებმა „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა გაიხსენეს და აფხაზეთში დარჩენილი აფსუები ქართველთა წინააღმდეგ აამხედრეს.

ამისათვის რუსეთმა აფსუებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, ახლა მათ „მფარველად“ მოევლინა, დიდი პრივილეგიები მისცა: არ გაჰყავდა ჯარში, ერთგულებს ჩინ-მედლებით, თანამდებობებითა და ფულით აჯილდვებდა. ასეთ ვითარებაში აფსუები რუსების დასაყრდენად იქცნენ ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის იმპერიას, საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით, აფხაზეთის დაპყრობა ყველაზე მეტად სურდა, რადგან ამით შავი ზღვისპირეთს ჩაიგდებდა ხელში.

აფხაზეთის საქართველოსათვის წაგლეჯის მცდელობა განსაკუთრებით გამძაფრდა ცარიზმის დამხობის შემდეგ, როცა საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რუსეთის სამხედრო ძალები ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს ცდილობდნენ აფხაზეთი კავკასიის „მთიელთა რესპუბლიკაში“ გაეერთიანებინათ და მთლიანად დაუფლებოდნენ ამ მხარეს.

რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ გათავისუფლებული საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში მოექცია. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა აფხაზეთი (სოხუმის ოკრუგი) საქართველოს ავტონომიურ ნაწილად აღიარა, აფსუებს შთააგონებდა და აქეზებდა ქართველთა წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ. აფხაზეთს რუსული ეკლესიაც ეპოტინებოდა. მართალია, 1917 წელს რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ცნო, რუსულ სინოდს აფხაზეთის საეპისკოპოსო მაინც არ ეთმობოდა.

ბოლოს და ბოლოს, საქართველოს რესპუბლიკის ძალით გასაბჭოების შემდეგ, რუსებმა მაინც მოახერხეს აფხაზეთის ფორმალური დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა ამ მხარის უშუალოდ რუსეთისათვის შეერთება ვერ გაბედეს. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის გარუსება სწრაფად და მასიურად მიმდინარეობდა, ქართულ მოსახლეობას შენიღბულად დევნიდნენ და ავიწროვებდნენ.

ვითარება უფრო დაიძაბა XX საუკუნის 50-იან წლებში. დაიწყო ქართველთა სასტიკი დევნა-შევიწროვება. ქართველები ან უნდა გააფსუებულიყვნენ, ან აფხაზეთი დაეტოვებინათ. თუ აფხაზეთის მკვიდრი ქართველები აფსუების ნებას არ დამორჩილდებოდნენ, სამსახურიდან აგდებდნენ, მიწის ნაკვეთებს ართმევდნენ, პირუტყვს უწამლავდნენ და სტაცებდნენ, შეთითხნილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ, ქართულად სწავლასა და ლაპარაკს უკრძალავდნენ.

ამ პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ 1990-იან წლებში აფსუებმა რუსეთის დახმარებით მიიტაცეს საქართველოს ეს კუთხე და 250 000 ქართველი მოსახლე თავისი მიწა-წყლიდან გააძევეს. სამწუხაროდ, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

1992 წლის 14 აგვისტოს სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით შექმნილმა “აფხაზურმა გვარდიამ” ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით, 11 აგვისტოს მიიღო.

შეთანხმების მიუხედავად, “აფხაზურმა გვარდიამ” საქართველოს ეროვნულ გვარდიას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს მაშინ, როცა მთლიანად ქვეყნის ფართობი  69.700 კვ. კმ-ია დანარჩენი თავად შეაფასეთ..

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button