“თამაში,რომელიც ანთებს გულებს” ანუ ფეხბურთი
სულ ცოტაც და სამხრეთ აფრიკა 1 თვით საფეხბურთო ცხოვრების ცენტრად გადაიქცევა.დადგა დრო იმ საფეხბურთო დღესასწაულისა რასაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია.32 გუნდი იბრძოლებს საოცნებო თასისთვის.
ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო,როცა 1930 წელს ურუგვაიში 13 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა გაათამაშა ნიკეს თასი.გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.ეს იყო პირველი ნაბიჯი საფეხბურთო კიბეებზე,ნაბიჯს ნაბიჯი ემატებოდა,საფეხურს საფეხური და იზრდებოდა არეალი ფეხბურთისა.
არაერთი დამამახსოვრებელი მომენტი და არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა ამ წლების მანძილზე,გაიბრწყინა მათმა გენიამ სხვადასხვა სტადიონებზე და დარჩა მაყურებელთა გულში მათი ჯადოსნური მოძრაობები თუ საფეხბურთო ოინები.
ენთებოდა ფონტენის,პელეს,მარადონას,კრუიფის,სკიაფინოს,ვავას,გარინჩას,ბეკენბაურერის,იაშინის,ბენქსის,რონალდოსა და სხვათა მანათობელი ჩირაღდნები და წარუშლელ კვალს ტოვებდა.
პელე
დიეგო მარადონა
იოჰან კრუიფი
ლევ იაშინი.საუკეთესო მეკარე
რობერტო ბაჯო
ზინედინ ზიდანი
რონალდო
მსოფლიო ჩემპიონატების 10 საუკეთესო გოლი
თვდაპირველად ურუგვაი და იტალია ბრწყინავდა,მას შემდეგ ცვლიდა ბრაზილიის 3 გზის ბენეფისი,გერმანია ,არგენტინა,საფრანგეთი,ისევ იტალია და ბრაზილია…
იჭედებოდა რეკორდები.1930 წელს ალბათ არავინ იფიქრებდა,რომ 1958 წელს ფრანგი ფონტენი 13 გოლს გაიტანდა ჩემპიონატის 6 თამაშში,რომ გამოჩნდებოდა “ფეხბურთის მეფე” პელე და სპექტაკლს დადგამდა,გამოჩნდებოდა ლევ იაშინი და გროდონ ბენქსი და უმაღლეს სიმაღლეზე აიყვანდა მეკარეთა გენიას,რომელიც საოცნებო დარჩებოდა თვით ბუფონისა და კანისთვისაც,რომ გაირბენდა მარადონა სოლო რეიდს და “ღმერთის ხელით” გოლს შეაგდებდა,რომ 90_იანების შუა ხანებში გამოჩნდებოდა რონალდო და 10 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა 15 ბურთით…
გთავაზობთ სულ სხვა თვალით დანახულ მომენტებს სხვადასხვა ჩემპიონატებიდან:
თუმცა არც ის ქართველი ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ ვინც ავად სახსენებელი სსრკ_ს ნაკრების მაისურით დაამუნჯებდა არაერთ უცხოელს და თვით ამერიკის პრეზიდენტის კენედის ძმასაც კი ჩაიყვანდა გასახდელში უბრალო ხელის ჩამოსართმევად და გასაცნობად,ვინც უკაპიტნებდა ნაკრებს და გაიყვანდა მსოფლიო ჩემპიონატზე…
მესხი,ჩივაძე,შენგელია,მეტრეველი და კიდევ არაერთი ქართველი გენიოსი ფეხბურთისა…
იხილეთ ვიდეო,სადაც ასახულია ქართველების გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე
გადმოვინაცვლოთ ისევ დღევანდელობაში და ვნახოთ რა ხდება დღევანდელი,რიგით მეცხრამეტე ჩემპიონატის წინ.
რაც შეეხევა ფავორიტებს,პირველ რიგში უნდა ითქვას-ესპანეთი,არგენტინა,ბრაზილია და ინგლისი.ამ ოთხეულიდან ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა აშკარად ესპანეთს ყავს;არგენტინა თავდასხმაში ძლიერია,თუმცა სხვა პოზოციებზე მოიკოჭლებს;ბრაზილია საკმაოდ ცუდად გამოიყურება დუნგას უაზრო გადაწყვეტილების შემდეგ(განაცხადს მიღმა დატოვა რონალდო,რონალდინიო,პატო,ადრიანო,ახალგაზრდა ნეიმარი,მარსელო,ალექსი);ინგლისი საკმაოდ კარგი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.
შემდეგ მოდიან-გერმანია,იტალია,საფრანგეთი,ჰოლანდია,პორტუგალია.
აქ უნდა გამოიყოს გერმანია,თუმცა რისი იმედი აქვს გერმანიას უცნობია;ანალოგიური ითქმის იტალიაზეც.საფრანგეთი,პორტუგალია და ჰოლანდია ფავორიტებში მოიაზრება თუმცა შედეგი მალე გამოჩნდება…
ასევე არის რამდენიმე “კერკეტი კაკალიც”,რომლებიც გაამწარებს არაერთ ფავორიტს.ესენია-ურუგვაი,კოტ დ’იუვარი,სერბეთი,მექსიკა,აშშ,პარაგვაი.
დანაკლისები საკმაოდ ბევრია.ჩემპიონატს ტრამვების გამო დააკლდებიან-ბალაკი,ბექჰემი,ფერდინანდი,ასევე სათუოა პირლოსა და დროგბას თამაშიც.
მცირედი ექსკურსის შემდეგ გთავაზობთ რამდენიმე კარიკატურას
სხვადასხვა ატრიბუტი,დაკავშირებული ამ ჩემპიონატთან:
ოფიციალური ლოგო
ოფიციალური ჰიმნი,ასრულებს სომალელი წარმოშობის მომღერალი K’Naan
http://www.youtube.com/watch?v=BsN6mbYJGGM&feature=related
ოფიციალური ბურთი-“ჯაბულანი”,რომელიც კრიტკის ქარცეცხლში არაერთმა ფეხბურთელმა გაატარა
ჯგუფები
სტადიონები
ბოლოს კი უყურეთ 2002 წლის ჩემპიონატის წინ შექმნილ კომპოზიციას,სადაც მომღერლის როლში ცნობილი ფეხბურთელები გვევლინებიან
http://www.youtube.com/watch?v=8eZnsYL-5zk&feature=related
P.S. შევეცადე მოკლე ექსკურსი ჩამეტარებინა ფეხბურთის ჩემპიონატის სამყაროში,სათქმელი კიდევ ძაან ბევრი დამრჩა,მაგრამ ესეც საკმარისი იქნება ალბათ.რაც შეეხება ჩემს ფავორიტს-ეს ბრაზილიაა,რომელსაც უკვე დიდი ხანია ვგულშემატკივრობ.ხოლო ბრაზილიელ რონალდოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
Don Mindia