გამოგონებასაკითხავისურათები

გასაოცარი Commodore PET


გაიგეთ თუ როგორ შეიქმნა ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი პერსონალური კომპიუტერი

Commodore PET-ის ისტორია:
მისი გამოცხადება და ჩვენება მოხდა 1977 წლის იანვარში, ეს მოხდა ჩიკაგოში მიმდინარე Consumer Electronics Show-ზე, თვეებით ადრე სანამ Apple II ან Radio Shack TRS80 გამოეშვებოდა. Commodore PET იყო მსოფლიოს პირველი „ნამდვილი“ კომპიუტერი.

PET იყო სავსებით ფუნქციონალური და გამართული, მისი ნაწილები და შესაძლებლობები იყო:
• კლავიატურა რომელსაც ცალკე ქონდა რიცხვთა ღილაკები (ამ დროსათვის, ასეთი რამის შესახებ არც კი უფიქრია არავის)
• 9″ ინჩიანი ინტეგრირებული ლურჯი და თეთრი მონიტორი
• დედაპლატა რომელიც აღჭურვილი იყო ძლიერი 1Mhz-იანი MOS 6502-ის პროცესორი
• კიდევ დიდი ადგილი დამატებითი RAM-ის ან პროცესორის ჩამატებისთვის
4K მეხსიერება
• კვების ბლოკი
• რეალური დამმახსოვრებელი მოწყობილობა (კასეტა)
• რამდენიმე გასავრცობი პორტი, რომელთა რიცხვში შედიოდა RS232 (სერიული) პორტი
• შესაძლებლობა რომ გემართათ და შეგექმნათ შესანიშნავი გრაფიკები
• ტექსტის შექმნა დაბალი და მაღალი ასოებით
• ოპერაციული სისტემა რომელიც ჩაწერილი იყო ROM-ზე და იტვირთებოდა კომპიუტერის ჩართვისას … WOW ეს ძალიან მაგარი რაღაც იყო.
ეს ყველაფერი კი მოთავსებული იყო გამძლე შასში, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. თავდაპირველად როდესაც PET შექმნეს მისს შასს ჰქონდა მომრგვალებული კუთხეები, რომლის დიზაინიც ეკუთვნოდა ირა ველინსკის. როდესაც წარმობის დრო მოვიდა, Commodore-მ გადაწყვიტა რომ გამოეყენებინა დაკუთხულე კოლოფი, რათა წარმოების ფასი შემცირებულიყო.

აქამდე ყოველი მისი წინამორბედი სახლისა და მცირე ბიზნესის კომპიუტერები იყვნენ უბრალოდ მიკროსქემის დაფები; ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ მოჰყვებოდა კვების ბლოკი.

ორიგინალი PET, რომელიც აჩვენეს Consumer Electronics Show-ზე შექმნილი იყო ძალიან სწრაფად და იაფად. მისი შასი დამზადებული იყო ხისგან, და სურათის მილისგან რომელიც ამოღებული იქნა 90-დოლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორიდან რომელიც MOS-მა ადგილობრივი ტექნიკის მაღაზიაში შეიძინა. ჩაკ პედლს, თითქმის სამ დღეს არ უძინია იმის გამო, რომ შოუმდე მოესწრო მისი ამუშავება. მან თავისი ისტორიული სამუშაოს დასრულება შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაამთავრა.

ერთი წლით ადრე, 1976 წლის გაზაფხულში, MOS Technologies-ის ინჟინერმა ჩაკ პედლმა დაასრულა მრავალმხრივი და ძალიან იაფი პროცესორის MOS 6502-ის შექმნა. მან და მისმა Motorola-დან წამოსულმა კოლეგებმა, შექმნეს KIM1 „კომპიუტერ ინსტრუქტორი“ რათა ეჩვენებინათ ახალი ჩიპის შესაძლებლობები, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო… ჩაკმა შექმნა PET-ის კონცეფცია და ის მიიტანა Radio Shack-ში რათა მათ ჩაკისთვის ეს პროდუქტი გაეყიდათ, მაგრამ ისინი არ აღმოჩნდნენ დაინტერესებულნი. ამის შემდეგ მალე, 1977 წლის ზაფხულში, Commodore-ს დამაარსებელმა ჯეკ ტრამიელმა აიღო სამ მილიონიანი სესხი კანადელ ფინანსისტ ირვინგ გოულდისგან და სასწრაფოდ შეიძინა MOS Technologies, მისი პერსონალი, პატენტები, საწარმოო საშუალებები, და PET-ის კონცეფცია.

ამ დროისათვის Commodore აწარმოებდა საოფისე აღჭურვილობას, როგორიცაა ფაილებისთვის განკუთვნილი კარადა, მაგრამ მისი მთავარი ბიზნესი იყო კალკულატორების წარმოება, ამიტომ გასაკვირი არ იყო რომ, თავდაპირველი წარმოების Commodore PET 2001-ის შასი გაკეთებული იყო მეტალის ფურცლებისგან და მას ჰქონდა კალკულატორის სტილის ღილაკები, რომელსაც შეარქვეს ჩიკლეტის კლავიატურა. ყველა ეს 47 გირვანქიანი (21.36 კგ) მხეცი წარმოებული იყო Commodore-ს აშშ-ში მდებარე (მცირე ხნით მომუშავე) დაწესებულებაში რომელიც მდებარეობდა პალო ალტოში, კალიფორნიაში.

არსებობს რამდენიმე აზრი სახელწოდება PET-ის წარმოშობის შესახებ. ოფიციალურად ეს იყო „პერსონალური ელექტრონული ტრანზაქტორი“-ს (Personal Electronic Transactor) აბრევიატურა, ამასთან ერთად P.E.T. ასევე არის ჯეკ ტრამიელის ერთ-ერთი ნათესავის სახელის ინიციალები (სავარაუდოდ მისი ცოლის). უდავოა რომ სახელის შექმნისას ჯეკმა იფიქრა რომ PET კარგად ჟღერდა და ეს სახელი მოწონებას დაიმსახურებდა სამოცდაათიან წლებში ხალხის საყვარელი Pet Rock-ის გამოც.
PET მოხვდა გაზეთ Popular Science-ს 1977 წლის ოქტომბრის გამოცემის ყდაზე, მის შესახებ პატარა ინფორმაცია ეწერა 1978 წელს Playboy-ში და ძალიან საინტერესო და დეტალური განხილვა იყო გაზეთ Electronics Today-ს 1978 წლის თებერვლის ნომერში.
თავდაპირველი თვეების განმავლობაში Commodore-ს დღეში შეეძლო ეწარმოებინა მხოლოდ 30 მანქანა , მაგრამ ამ პროდუქტზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნილება. Commodore-მ მოახერხა რომ პირველ წელს გამოეშვა 500 მანქანა.

ოთხ კილობაიტიანი PET-ების შეკვეთა 495 დოლარად შეიძლებოდა ფოსტის საშუალებით და თქვენ უნდა გეცადათ სამიდან ექვს კვირამდე, რათა ის მოეტანათ. შემდეგ შესაძლებელი გახდა პირდაპირი შეკვეთები და ჯეკ ტრემიელმა სწრაფად გაზარდა ფასი 595 დოლარამდე. ამ დროისათვის აქტიურად წიანურდებოდა 8K-ანი მოდელების გაყიდვა, რომლებიც 795 დოლარი ღირდა ხოლო ამის პარალელურად კი იწევდა 4K-ანის გაყიდვა.
როდესაც Commodore-მ შეაღწია ევროპაშიც, 1978 წელს, ჯეკმა გააორმაგა იგივე მანქანის ფასი (220 ვატიანი კვების ბლოკით) როგორც ყოველთვის ჯეკი ამ დღეებშიც სწორი იყო; 3000 სერიებიც და მომავალი მოდელებიც იყო ძალიან წარმატებული

ოპერაციული სისტემა COMMODORE BASIC დაწერეს ბილ გეითსმა და პოლ ალენმა თავიანთ ახალბედა კომპანიაში Micro-Soft Corporation (მოგვიანებით გადაკეთებული როგორც: Microsoft Corporation). Commodore Basic იყო ერთადერთი პროგრამული უზრუნველყოფა რომლის ლიცენზიაც Microsoft-მა რომელიმე კომპანიას გადასცა ყველა პროდუქტისთვის, თანაც ისე რომ მყიდველს შეეძლო გამოეყენებინა ამ პროდუქტის ნებისმიერი რაოდენობის ასლი (“გადაიხადე და რაც გინდა ის ქენი” ლიცენზიით) Commodore-ს ეს დაუჯდა 25 000 დოლარი (სხვა და სხვა წყაროების მიხედვით ეს თანხა მერყეობს 10 000 და 30 000 დოლარებს შორის). Commodore-მ გაყიდვაში ჩაუშვა მილიონობით მანქანა რომლებიც იყენებდნენ Commodore Basic-ის სხვადასხვა ფორმებს და ამაში მათ ერთი ცენტიც არ გადაუხდიათ Microsoft-ისთვის მას მერე რაც თავდაპირველად 1976/7 წლებში შეიძინეს ლიცენზია.

PET ადრეულ დღეებში იყო ძალიან პოპულარული. Commodore დღეში ორმოცდაათობით თხოვნას იღებდა კომპიუტერული მაღაზიებისგან იმ მოთხოვნით რომ მათ უნდოდათ PET-ის გაყიდვა. ჯეკი აღმოჩნდა ჩინებულ მდგომარეობაში ანუ მას ჰქონდა შესაძლებლობა რომ თვითონ ერჩია მისი მოვაჭრეები.

ის მოითხოვდა რომ ყველა მაღაზიას ჰქონოდა:

• კარგი ბიზნეს ისტორია
• მის წინ უნდა ყოფილიყო საცალო მაღაზია
• უნდა ჰყოლოდა მაღაზიის მომსახურების ტექნიკოსი
• ნაწილების ინვერტარი, და ყველაზე მნიშვნელოვანი
• Commodore-სთვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი შეკვეთის წინ.
წლების განმავლობაში Commodore-ს მიმართ გამოითქვა ბევრი ნეგატიური აზრი, მათი „ჩიკლეტის კლავიატურის“ გამო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს რომ წარედგინათ სტანდარტული კლავიატურის მოდელი. ეს რომ გაეკეთებინათ მათ უნდა ამოეღოთ ინტეგრირებული კასეტა. ამის შემდეგ, ძვირადღირებული ლითონის კოლოფები შეცლილი იქნა პლასტიკური კოლოფებით. 1980 წლიდან PET-ს ჰქონდა მასიური 12-ინჩიანი შავ-თეთრი მონიტორის ვერსია რომელიც შემდეგ გახდა სტანდარტული.

Commodore-ემ შექმნა PET-ის ტექ.ნაწილების და მიკროპროგრამების ბევრი გადასინჯული და გაუმჯობესებული ვერსია, აქედან ყველაზე საინტერესო არის SuperPET, კანადის, ონტარიოს University of Waterloo-ს გამოყენებით Commodore-მ შექმნა მსოფლიოს პირველი „კო-პროცესორ კომპიუტერი“. Commodore SuperPET იყო სტანდარტული Commodore PET 8032 რომელსაც ჰქონდა 6502 პროცესორი, დამატებით კი დაფა რომელზეც შეიძლებოდა 6809 პროცესორის და 64K-თი მეტი მეხსიერების განთავსება. ფაქტიურად ეს იყო 795 დოლარიანი განახლების ნაკრები რათა თქვენი 8032 გექციათ SuperPET-ად. მას ჰქონდა ორი პატარა ბერკეტ-გადამრთველები შასის მარჯვენა კუთხის ქვემოდან, იმისთვის რომ შეგეცვალათ ის თუ რომელი CPU გამოყენებულიყო და ასევე თუ რა რეჟიმში ემუშავა მანქანას. SuperPET-ით შეიძლებოდა Waterloo MicroAPL-ის, MicroFORTRAN-ის, MicroBASIC-ის, MicroPASCAL-ის, და MicroCOBOL-ის გაშვება როგორც სტანდარტული 4 ვერსიის Commodore Basic-ის დამატებები. ამ კომპიუტერს ძირითადად იყენებდნენ მეცნიერები და სტუდენტები რათა ემუშავათ კომპანიის ან სკოლის ცენტრალური პროცესორისგან ოფ-ლაინ რეჟიმში. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო ადვილად მიერთება ცენტრალურ პროცესორთან და ატვირთვა იმის რაც ოფ-ლაინ რეჟიმში გაკეთდა (მაგ: აღმოჩენილი და აღმოფხვრილი APL კოდის დეფექტი, დამუშავებული მონაცემები). ამ დროს როდესაც ცენტრალური პროცესორები ღირდა ასიათასობით დოლარი, SuperPET იყო ინოვაციური მანქანა, რომლის საცალო ფასიც ძალიან დაბალი იყო და ის მხოლოდ 2795 დოლარს შეადგენდა.

1982 წლიდან გაყიდვები შემცირდა გაზრდილი კონკურენციის გამო და Commodore-მ გადაწყვიტა ხაზის განახლება, Commodore-ს იმ ხაზით რომელსაც ერქვა CBM-II: ჩაფიქრებული იყო “B” და “P” სერიები. ეს მაქნაები იქმნებოდნენ ბევრი სხვა და სხვა ნაირი კონფიგურაციებით, იყვნენ ისეთებიც რომელთაც არ ჰქონდათ ინტეგრირებული მონიტორი. ეს კომპიუტერები, ირა ველინკსის მოხერხებული და გამოცოცხლებული დიზაინით წარმოებული პირველი კომპიუტერები იყვნენ, რომელთა კოლოფებსაც ჰქონდათ მომრგვალებული კუთხეები, ამ დიზაინმა მოიპოვა Industrial Design-ის ჯილდო.

“P” ანუ პერსონალური სერიები-ს მანქანები წარმოდგენილნი იქნენ სავაჭრო შოუებზე და ბეტა მანქანების მცირე რაოდენობა გადაეცათ კანადელ და ამერიკელ მოვაჭრეებს, რათა ეჩვენებინათ პერსპექტიული კლიენტებისთვის თუ რისი გაკეთება შეეძლო მას. საუბედუროდ, მოვაჭრეებმა დაიწყეს ამ დემო მანქანების გაყიდვა. იმ შემთხვევაში თუ არ იცით, ბეტა ნიშნავს პრე-რელიზს და დაუსრულებელს. ამგვარად ამ მანქანებს ჰქონდათ ხარვეზები და ხალხში ცუდი სახელი დაიმკვიდრეს მანამდე, სანამ მათი გამოშვება მოხდებოდა. Commodore-მ ასევე იფიქრა რომ ახალი P სერია დაეჯახებოდა მათ ფეთქებად Commodore 64-ის ბიზნესს ამიტომ მათ გააუქმეს P მანამდე სანამ ის ოფიციალურად გამოეშვებოდა. P128-ს ინვენტარი რომელიც Commodore-მ შეძლო რომ შეესყიდა მოვაჭრეებისგან დაიმარხა მიწის ქვეშ.

მეორე შემთხვევაში “B” ანუ ბიზნეს სერიები-ს მანქანები იყიდებოდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. თავდაპირველად Commodore B-ს ხაზს უნდა ჰქონოდა:
• ორი ინტეგრირებული 5.25″-იანი დისკი რომელთა საერთო მოცულობა შეადგენდა 1MB-ს (1983 წელს!)
• 128K-ანი RAM-ი რომლის გაზრდაც შეიძლებოდა თითქმის 1MB-მდე
• მძლავრი 6509 CPU, 1Mhz-თი
Zilog-ის Z80 კო-პროცესორ დაფა რომელიც საშუალებას აძლევს MS DOS 1.25 და CP/M-86 პროგრამებს რომ შეასრულონ ოპერაციები
o დღესდღეისობით როგორც ცნობილია შემორჩა მხოლოდ სამი 8088 კარტა
o პროგრამები რომლებიც ოდესმე ამ კარტაზე გასაშვებად შეიქმნა იყვნენ “MS-DOS 1.25 Commodore B Series-თვის” და CPM-86-ს დეველოპერის ვერსია (ესე იგი ეს არ იყო ნამდვილი პროგრამა)
• ჩინებული Commodore SID-ის ხმის ჩიპი
• მაღალი რეზოლუციის გრაფიკა
• გამოყოფილი კლავიატურა
• ინტეგრირებული, 12″ ინჩიანი ეკრანი, ბრუნვადი საყრდენით (P სერიები იყო ფერადი!)
• ინტეგრირებული Commodore Basic Version 7
• გლუვი, მომრგვალებული, ულამაზესი კოლოფი…

ყველა ამ ფუნქციით შეიარაღებულ B სერიის PET-ები Commodore არასოდეს გაუყიდია. მათ B-სთვის შექმნეს ძალიან ცოტა ბიზნეს პროგრამა. Commodore-მ უარი თქვა თავისი პროდუქციის მახარდაჭერა რეკლამების სახით. ეს ის დრო იყო როდესაც ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა IBM, რეკლამა ჰქონდათ ყველა გაზეთში და ყოველ ღამე კი ტელევიზორში. დასაწყისიდანვე ჩანდა რომ B იყო განწირული. B სერიების უმეტესობა გაიყიდა ევროპას. ყველაზე პოპოლარუ B იყო B-128 და საბოლოოდ, Commodore-მ შეძლო გაეყიდა 15,000 ერთეული, ძირითადად ევროპაში.

მანამ სანამ Commodore იმარხებოდა B სერიის, სქემებში და ტესტ მანქანებში მათ გააკეთეს ის რაც სხვა არცერთ კომპიუტერულ კომპანიას არ გაუკეთებია: ელექტრო საინჟინრო აქტივები გადასცა მესამე პირს ყოველგვარი საფასურის გარეშე. The Chicago B128 Users Group (CBUG) გახდა “B”-ს ყველა ნივთის მფლობელი. CBUG-ის წევრებმა მსოფლიოს გარშემო, იყიდეს ასობით კომპიუტერი კომპანიისგან Protecto Enterprises, რომელიც აპირებდა B მანქანების ლიკვიდაციას. CBUG-მა შექმნა და გაავრცელა პროგრამული უზრუნველყოფები, ტექ. ნაწილები და სხვა B-სთვის, ასე რომ შეიძლება Commodore-ს კვლავ დაეწყო B-ს წარმოება. მაგრამ ეს იდეა არ განხორციელებულა, რადგან Commodore გადავიდა თითქმის ექსკლუზიური სახლის მანქანების წარმოებაზე, ესენი იყვნენ VIC20 და C64.

მის უკანასკნელ (და სუსტ) გაბრძოლებისას, რომ შეენარჩუნებინა ბიზნეს სეგმნეტი, Commodore-მ დაიწყო ორიგინალ Commodore PET-ის განახლებების წამრმოება. განახლებებში შედიოდა 8296, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო Paper Clip-სიტყვების დამამუშავებელი, Oracle მონაცემთა ბაზა, CalcResult ცხრილი.

ამით დასრულდა Commodore PET-ის საოცარი ამბავი.

Commodore-ს ბევრ დამკვირვებელს მიაჩნია რომ Commodore-ს საბოლოო ვარდნის სამი მთავარი მიზეზი იყო:

1. სრული დაცემის მთავარი მიზეზი იყო ის რომ ხელი არ შეუწყვეს პროდუქციას, რეკლამების სახით, მაშინ როდესაც დიდი მოთამაშეები, ისეთი როგორციაა IBM ხარჯავდნენ მილიონებს.
2. ჯეკ ტრემიელის წასვლა 1984 წელს, რის გამოც Commodore-მ დაკარგა მიმართულება
3. Commodore-ს მიერ ბიზნეს ბაზრის IBM-ს კლონებისთვის ჩაბარება, რაც გამოიწვია იმან რომ Commodore-მ გაანადგურა PET / CBM II ხაზები.

იმედი მაქვს გაინტერესებდათ :) წყარო: commodore.ca

(c) arabuli

თეგები

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Close
Close