არქივი

“გაიღე მსხვერპლი და გახდი გამომგონებელი”

3ad7713d9900
მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესმა კაცობრიობას აჩუქა მრავალი გამოგონება,რომელიც ადამიანის სამსახურში დგას.თუმცა პროგრესი რა პროგრესი იქნებოდა ასპერეზზე იდიოტი გამომგონებლებიც რომ არ გამოსულიყვნენ და მსოფლიო გაეკვირვებინათ თავიანთი “შედევრებით”.

ნათქვამია-“სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”.მე ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე სულ სხვა ინტერპრეტაციით გთავაზობთ ამ გამონათქვამს-“გაიღე მსხვერპლი და გახდი გამომგონებელი”,თუმცა მხოლოდ “მსხვერპლი” ვერ დაგეხმარებათ “თუ ცოდნამაც არ გიშველათ”.
მეყოფა ამდენი მიკიბ-მოკიბვა და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ;)

ამ სტატიაში რამდენიმე გამომგონებელსა და მათ ქმნილებას შემოგთავაზებთ.ამ გამომგონებლებს კი ერთმანეთთან ერთი რამ აკავშირებთ-ისინი საკუთარმა ქმნილებებმა იმსხვერპლა(პირდაპირი მნიშვნელობით).
ალბათ გადახედვის შემდეგ უმეტესობაზე იტყვით “ეს ვინ იდიოტებიაო”,თუმცა არის რამდენიმე “არა-იდიოტიც”.აი მაგალითად-მარია კიური,უილიამ ბალოკი.

მაშ ასე:

1.უილიამ ბალოკი და მისი გამოგონება-ბრუნვითი საბეჭდი წნეხი.

60762dc2c969

უცნაური უბედური შემთხვევების კლასიკურ მაგალითად ითვლება უილიამ ბალოკის სიკვდილის ისტორია.
ბალოკი ერთი ამერიკელი გამომგონებელი იყო,რომელმაც 1863 წელს,რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა საბეჭდი წნეხი რომელიც ახალი სიტყვა იყო ბეჭდვით საქმეში.ამ მოწყობილობის საშუალებით შეიძლებოდა საათში 10,000 ერთეულის ბეჭდვა.

0a9f0866679d

ამ გამოგონებაზე უილიამმა რამდენიმე შეკვეთა მიიღო და შეუდგა საქმეს.რამდენიმე მათგანი წარმატებით დაამონტაჟა სხვადასხვა სტამბაში,თუმცა… 1867 წელს ის თვის ქმნილებას ამონტაჟებს გაზეთ-“ფილადელფია ფაბლიქ ლიდერის” ოფისში,სწორედ აქ ხდება უბედური შემთხვევა-შემოწმების დროს მუშა წნეხში უილიამს ფეხი მოჰყვა,ამის შემდეგ მას ფეხზე განგრენა დაემართა და საოპერაციო გახდა.ოპერაციის დროს უნდა გაეკეთებინათ კიდურის ამპუტაცია,თუმცა ოპერაციის მსვლელობისას უილიამი დაიღუპა.

2.ჰენრი ვინსტენლი და ედისტოუნის შექურა.

8f253fcb957f

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის სანაპიროებზე,გასაკუთრებით კი ედისტოუნის რიფების სიახლოვეს რამდენიმე ხომალდი ჩაიძირა,ყოველივე ეს კი შუქურების არქონით იყო გამოწვეული,რადგან კაპიტნებს არ შეეძლოთ სიბნელეში ორიენტაცია და გარკვევა იმისა თუ სად იყო “სამშვიდობო”
1700 წელს ბრიტანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ჰენრი ვინსტენლიმ დაიწყო მუშაობა შუქურის შექმნაზე,რომელიც ხომალდებს “გზას გაუნათებდა”.მართალია პირველი შუქურა ბევრად ადრე შეიქმნა,თუმცა ჰენრი სულ სხვა კონსტრუქციით ქმნიდა.

f91930e46f49

1703 წელს შუქურა მზად იყო,მას ედისტოუნის შუქურას ეძახოდნენ.ჰერნიმ გადაწყიტა,რომ საწყისი პერიოდი შუქურაზე გაეტარებინა,მაგრამ ამაში მწარედ შეცდა-თუმცა “ბედს ვერც გაექცეოდა”.
1703 წლის 26 ნოემბერს ბრიტანეთის სანაპიროებს მძლავრმა ქარიშხალმა შემოუტია,ტალღების სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევდა.ჰენრი ამ დროს შუქურაზე იმყოფებოდა და გაჰყურებდა “აღელვებულ” ჰორიზონტს.გავიდა რამდენიმე საათი და მიწყნარდა სანაპირო,ჩადგა ქარი,თუმცა ედისტოუნის შუქურისგან მხოლოდ ნამსხვრევები იყო დარჩენილი,ხოლო ჰენრი ვინსტენლი “ზღვამ ჩაყლაპა” ანუ დაიღუპა.

ედისტოუნის რიფის სიახლოვეს შემდგომაც აიგო შუქურა.დღეს ასე გამოიყურება ეს ადგილი

c035d54e5f0f

3.მარია სკლადოვსკაია-კიური და პოლონიუმი.

c7c1261b70c9

ალბათ გაგიათ ცნობილი პოლონელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი მარია სკლადოვსკაია-კიური.მან თავის მეუღლე პირ კიურისთან ერთად ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა რადიოაქტიური “სამყარო”.

ყველაფერი სორბონაში დაიწყ,სადაც მათ ერთმანეთი გაიცნეს და რამდენიმე ხანში იქორწინეს კიდეც.ორივე დაინტერესებული იყო რადიოაქტიური გამოსხივების შესწავლით,მათ 1898-1902 წლებში გადაამუშავეს 8 ტონამდე ურანის მადანი და აღმოაჩინეს ორი რადიოაქტიური ელემენტი-რადიუმი და პოლონიუმი(ეს სახელი დაარქვეს პოლონეთის საპატივცემულოდ).მარიამ 1903 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო.

fcd2d1aa5fec

e29dac8dad69

თუმცა მარია ვერც წარმოიდგენდა,რომ ეს აღმოჩენები გახდებოდა მისი სიკვდილის მიზეზი.
იმ დროს არ იყვნენ ინფორმირებულნი რადიაციის დამანგრეველი შედეგების შესახებ,ამიტომ მარიამ და პიერი არანაირ თავდასაცავ ღონისძიებებს არ ატარებდნე,ისინი მუშაობდნენ პარიზის ერთ-ერთ სარდაფში და არა ლაბორატორიაში.ამის გამო დროტა განმავლობაში მარიას სხეული რადიაციით “გაიჟღინთა” და 1934 წელს ის ლეიკემიით გარდაიცვალა.

4.ფრანც რაიჰელტი და “პარაშუტი-მოსასხამი”.

88f41e8df79a

ფრანც რაიჰელტი იყო ავსტრიელი “გამომგონებელი”.მან მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნა საკმაოდ უცნაური მოსასხამი და ამტკიცებდა,რომ ეს იყო პარაშუტზე უკეთესი საშუალება,თუმცა ხალხი ამ გამოგონებას სკეპტიკურად უყურებდა.იმიასთვის,რომ ხალხი დაერწმუნებინა თავის სიმართლეში,ფრანცმა გადაწყვიტა გადმომხტარიყო ეიფელიდან და ეჩვენებინა “პარაშუტის” ეფექტურობა,თუმცა…”ხალხი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო”..
1912 წელს ფრანცი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა,მან მოიწვია ჟურნალისტები და მრავალი ადამიანი,რომელნიც საოცრების მოლოდინში იყვნენ.
სანახაობა ეიფელზე მოხდებოდა,საიდანაცა ფრანცი თავისი მოსასხამით გადმოხტებოდა,გადმოხტომა და სიკვდილი ერთი იყო…
აი ვიდეო,სადაც ასახულია ფრანცის “ფრენა”.

5.ალექსანდრ ბოგდანოვი და სისხლის გადასხმა.

30b7208c390b

ალექსანდრ ბოგდანოვი იყო ცნობილი რუსი ექიმი,ეკონომისტი,ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი.მან დაიწყო ექსპერიმენტები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით.ის თვლიდა,რომ სისხლის გადასხმით შესაძლებელია გაახალგაზრდავება.მიუხედავად იმისა,რომ ეს უტოპია იყო,ბოგდანოვი მაინც აგრძელებდა ცდებს,მან არაერთხელ გადაისხა სისხლი და თვლიდა,რომ ამით სიბერეს შეაჩერებდა,თუმცა მწარედ ცდებოდა.
1928 წელს მან გადაისხმა სტუდენტის სისხლი,რომელიც დაავადებული იყო მალარიით და ტუბერკულოზით.ბოგდანოვი გარდაიცვალა.ბევრი თვლიდა,რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

6.დონალდ კემპბელი და ნავის ძრავი.

13b6e226fb55

დონალდ კემპბელი ცნობილი ბრიტანელი მრბოლელი იყო,რომელმაც მეოცე საუკუნის 50-60 იან წლებში არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.ის არის ერთადერთი ადამიანი ვინც სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა როგორც წყალზე,ასევე ხმელეთზე.ეს მოხდა 1964 წელს.

1967 წელს მან ისევ სცადა საკუთარი რეკორდის განმეორება.ის გეგმავდა წყალზე რეკორდის გაზრდას 300 მილ/საათამდე.მან ნავისთვის შექმნა მცირე მოცულობის უფრო მძლავრი ძრავი და დაუყონებლივ ყოველგვარი ტესტირებას გარეშე შეუდგა სარეკორდო სვლას,თუმცა ძრავამ უმტყუნა,ნავი გადაბრუნდა და დონალდის სიცოცხლე შეიწირა.

62112efc91ba

5bcd8de1b4b8

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button