არქივი

საინტერესო ფაქტები

f3cc744d0455

ცოტა ბევრი საინტერესო ფაქტი…

• ერთი კონა ნიახურის ჭამისას უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ, ვიდრე მისგან იღებთ

• მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 23 000-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს

• ადამიანის მარჯვენა ფილტვი უფრო მეტ ჰაერს იტევს, ვიდრე მარცხენა

• ჩანგალი სადილის მაგიდაზე პირველად ამერიკელმა ჯონ უინტროპმა გამოიყენა. ეს მოხდა 1630 წლის 25 ივნისს

• ბრიტანეთის იმპერიულ გვირგვინზე ზუსტად 1783 ბრილიანტია, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია “აფრიკის ვარსკვლავი” (წონა – 309 კარატი)

• ფრანგულ ენაზე ციფრები: 70, 80 და 90 იკითხება ასე: 70 – “სამოცი და ათი” ; 80 – “ოთხჯერ ოცი” ; 90 – “ოთხჯერ ოცი და 10” (ეხლა არ იფიქროთ ფრანგები ქართულად ლაპარაკობენო) :D

• მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია : ნორმა ჯინ ბეიკერ მარტენსონი

• ჰომეროსის “ილიადა” შედგება 15 000 სტროფისგან

• კიტრის 96 % წყალია

• თეთრი სახლის მიმღების ტელეფონის ნომერია: (202) 456-1414

• ყოველწლიურად მსოფლიოს მოსახლეობა 567 მილიარდ კვერცს მოიხმარს

• თაგვების სპერმატოზოიდი სიგრძეში სპილოს სპერმატოზოიდს აღემატება

• ყველა პოლარული დათვი ცაციაა

• ჟირაფების და ინდაურების დიდი ნაწილი ბისექსუალია

• ავსტრალიაში უფრო მეტი კურდღელია, ვიდრე ჩინეთში ხალხი

• დილით გამოფხიზლებისთვის ვაშლი უფრო უკეთესია, ვიდრე ყავა

• ყველაზე დიდი ალმასის წონა, რაც აღმოჩელილა დედამიწაზე (დამუშავების გარეშე) შეადგენს 3106 კარატს.

• ქამელეონის ენა 2-ჯერ გრძელია, მის მთლიან სიგრძეზე

• მშიერი მგელი დაახლოებით 10 კგ ხორცს შეჭამს, არადა მისი რაციონი 2 კგ-ა

• ალბათ ბევრ თქვენგანს გაგჩენიათ კითხვა: “ზებრა თეთრია შავი ზოლებით თუ შავია თეთრი ზოლებით?”… პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ზებრა თეთრია შავი ზოლებით

• პირველი კოსმოსში მოგზაურობის ხანგრძლივობა 12 წამს შეადგენდა

• XX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში არსებობდა 360 დიდი ქალაქი (სადაც მოსახლეობა 100 000 ზე მეტია), რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 3 % ცხოვრობდა. 80 იანი წლების დასასრულს ასეთი ქალაქების რიცხი 2 500-ს შეადგენდა, სადაც მოსახლეობის 33 % ცხოვრობდა

• პირველი “ოსკარის” ცერემონია 1929 წლის 16 მაიის გაიმართა

• ლეონარდო და-ვინჩი “მონა ლიზას” ტუჩებს დაახლოებით 12 წელი ხატავდა

• პრეზერვატივ “რამზესს” სახელი დაერქვა ეგვიპტის ფარაონის რამზეს II ის საპატივცემულოდ… რამზეს მეორეს 160 (!) შვილი ჰყავდა

• მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე ბრძოლა დაფიქსირდა 1896 წელს. ინგლისი თავს დაესზა ZANZIBAR-ს, რომელიც ვაჟკაცურად იბრძოდა მთელი…38 წუთის მანძილზე

• ძველ რომში, მამაკაცები ფიცის დადების დროს ხელს სათესლე პარკებზე იდებდნენ

• ყველაზე ძვირი კბილი ჰქონდა ისააკ ნიუტონს… მისი კბილი 1816 წელს აუქციონზე 730 ფუნტად გაიყიდა. (დღეისთვის 3 241 დოლარი)

• XIX საუკუნეში ჰომოსექსუალებს “ცისფერების” ნაცვლად “მწვანეებს” ეძახდნენ

• ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში სიტყვა “სიკვდილი” გვხვდება 139-ჯერ, “ბრძოლა” – 111-ჯერ, “სისხლი” – 89-ჯერ , “ცეცხლი” – 78-ჯერ, “ჭირი” – 42- ჯერ , “შიმშილი” – 38-ჯერ

• ძველ ეგვიპტეში ნამდვილი კოცნის შესახებ არაფერი იცოდნენ… თვით კლეოპატრამაც არ იცოდა ნამდვილი კოცნა, სანამ ცეზარმა არ ასწავლა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button