ახალი ამბებისაკითხავი

2010 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა

წუხელ 55-ე ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა, სიმღერით ”Satellite”. მან ხმების რეკორდული რაოდენობა – 246 ქულა დააგროვა.

ლენა მაიერ-ლანდრუტი გერმანიის ნაციონალური ფინალის ”Unser Star für Oslo” კონკურსანტებს შორის მაყურებელმა გამოავლინა. ნიჭიერმა შემსრულებელმა პუბლიკა, ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე მოძრაობის თავისუფლებით, სისადავითა და უშუალობით გააოცა.

ლენა მაიერ-ლანდრუტი 18 წლის გახდა.მას სასკოლო გამოცდებისა და ევროფესტივალისთვის მზადება პარალელურ რეჟიმში მოუხდა.

ლენა მაიერ-ლანდრუტისთვის სცენა უცხო არ არის, ის მოცეკვავეა და არაერთ წარმოდგენაში მიუღია მონაწილეობა. გოგონა დიდ დროს უთმობს სწავლას, მაგრამ მისთვის სიმღერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ”როცა ვმღერი, სხვა დანარჩენი მავიწყდება”, – აცხადებს ის.

მეორე ადგილი წილად ხვდა თურქეთის წარმომადგენელ ჯგუფს ,, maNga” –170 ქულით,ხოლო რუმინელები პაულა სელინგი და ოვი – 162 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.

ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა – 136 ქულით.

ეს ლენას სიმღერა

ევროვიზია 2011-ს გერმანია უმასპინძლებს ;)

წყარო:  1tv.ge

თეგები

likoliko

me miyvars www.UCNAURI.com (tan zdalian :D )

მსგავსი ამბები

Close
Close