არქივი

ძველი ეგვიპტის უცნაურობები

8fece02fc4b6

ტუტანხამონის ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონია. ინგლისელმა არქეოლოგმა, ჰოვარ კარტერმა მისი სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. მან 5 წელი სამარხის ძიებას, 10 წელი კი განძის ამოძებას მოანდომა. 

სამარხში 47 თასმიანი,მოოქროვილი სანდალი აღმოაჩინეს, რომელთა ლანჩებზე ფარაონის მტრები იყო გამოსახული.

ეგვიპტის ფარაონი პეპი ბუზებს რომ არ შეეწუხებინა, ორი მსახური ტანზე თაფლს ივამდა და მწერებს ასე იზიდავდა.

ეგვიპტეში არა მარო ქალები, არამედ კაცებიც იკეთებდნენ მაკიაჟს.მათ მიაჩნდათ, რომ მაკიაჟი ავი თვალისაგან დაიცავდა.

ანტიბიოტიკები მე 20 საუკუნეში გამოიგონეს, მანამ კი ეგვიპტელები ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ.

ბავშვებს 10 წლამდე ტანსაცმელს არ აცმევდნენ, კაცებს ქვედაბოლო ხოლო ქალებს კაბა ეცვათ.

მდიდარი ეგვიპტელები 12 წლამდე ბიჭებს თმას პარსავდნენ და პარიკს უკეთებდნენ, ღარიბები კი შეკრულ თმას ატარებდნენ, რათა ტილი სხვებისთვის არ გადაედოთ.

ტრადიციულად ფარაონებს ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცებად გამოსახავდნენ მაშინაც კი, როცა მოხუცი და დაუძლურებული იყო.

ბიჭებს მამა-პაპის საქმე უნდა გაეგრძელებინათ, გოგონებს კი კარგ მეუღლეებად ზრდიდნენ. ქორწინება ნებადართული იყო მხოლოდ ერთი და იმავე სოციალურ ფენაში.

მსგავსი ამბები

Back to top button