საკითხავისაქართველოსურათები

კახეთი

კახეთის— მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.

რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA. კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

ახმეტის მუნიციპალიტეტი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;
თელავის მუნიციპალიტეტი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი;
ყვარლის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 407 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 36 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;
სოფელი — 276.

კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ–სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ალავერდის ეკლესია
იყალთოს მონასტერი
დავით გარეჯის მონასტერი
გრემის ნაქალაქარი
ნეკრესის ეკლესია
ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი (წინანდალი)

ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთის_მხარე

თეგები

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close