აგორა
ჰეპათია იყო ბერძენი მეცნიერი და მოღვაწეობდა ეგვიპტეში ჩვენი წელთაღრიცხვით 370 წელს. ის იყო პირველი შესამჩნევი ქალი-მათემატიკოსი ისტორიაში. ასევე იყო ფილოსოფოსი და ასტროლოგი. ცხოვრობდა ეგვიპტეში და უზიარებდა თავის გამოცდილებას მოსწავლეებს.
ის აკვირდებოდა ცას ვარსკვლავებს და ცდილობდა გაეგო დედამიწა ტრიალებს თუ დედამიწის გარშემო ტრიალებენ ვარსკვლავები, რატომ ვხედავთ მზეს სხვადასხვა მხარეს, რატომ არის განსხვავებული ზომის მზე ზამთარსა და ზაფხულში… იმისდა მიუხედავად, რომ ჰეპათია არ იყო მორწმუნე და მას მხოლოდ ფილოსოფიის სწამდა, დიდ პატივს სცემდნენ ქრისტიანები და მათთვის ჰეპათია იყო სათნოების სიმბოლო.
ჰეპათიას მოსწავლეებს შორის იყო ერთი ადამიანი, სახელად ორესტესი, რომელსაც უყვარდა იგი და საჯაროდ თეატრალური წარმოდგენის დროს გამოუტყდა მას სიყვარულში და თქვა, რომ ჰეპათია არის ადამიანი, რომელსაც იგი ჰარმონიასთან აიგივებს. მან საჩუქრად გადასცა ინსტრუმენტი, რომლითაც ორესტესმა სიმღერა დაუწერა მას. ამის საპასუხოდ ჰეპათიამ მეორე დღეს გაკვეთილზე ორესტესს საჩუქარი გადასცა – ეს იყო ნაჭერი, რომლის შუა გული სისხლით იყო დასვრილი. ორესტესის კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა ეს საჩუქარი, ჰეპათიამ უპასუხა: “შენ თქვი რომ მე ჰარმონიური ვარ, ეგ სისხლი ნაჭერზე კი ჩემი მენსტრუაციული სისხლია და მე მაგაში ვერანაირ ჰარმონიას და სილამაზეს ვერ ვხედავ”.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჰეპათიას ჰყავდა მონა, რომელიც უბრალოდ ეხმარებოდა მას. ასევე საინტერესო აზრებს აწვდიდა ვარსკვლავების და დედამიწის ბრუნვის შესახებ. მონას სახელად დეივუსი გაგიჟებით უყვარდა ჰეპათია, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იყო მონა და ამის უფლება არ ჰქონდა. წლების მერე დეივუსი ჰეპატიას ჩამოშორდა იმ მიზეზით, რომ მისთვის დეივუსი იყო მხოლოდ და მხოლოდ მონა. იგი შეუერთდა ქრისტიანებს და დევნიდა ურწმუნოებს. მაგრამ გრძნობა ჰეპათიას მიმართ არ იცვლებოდა . დეივუსის დიდი მცდელობის მიუხედავად, სწორედ ეს ადამიანი გახდა ჰეპათიას მკვლელი. კანონით უნდა მომკვდარიყო ის ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა ქრისტიანი, ჰეპათიამ არ მიიღო ქრისტიანობა და თქვა “როცა გწამს, ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს, მე კიდევ ეჭვი მეპარება”. მისი გვამი ქვებით ჩაქოლეს და შემდეგ ქუჩაში ათრიეს ქრისტიანებმა.
ამ ისტორიაზე Alejandro Amenábar-მა გადაიღო ფილმი “აგორა”, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ფაქტებს ჰეპათიაზე და მის მონაზე.
ეს ისტორია იმაზე საინტერესოა ვიდრე აქ არის აღწერილი. ბევრი არ დავწერე რადგან დიდ ტექსტებს არ კითხულობთ :D იმედია ამას მაინც წაიკითხავთ.
ჰეპათია და მისი მოსწავლეები
ჰეპათია და დეივუსი
გაქრისტიანებული დეივუსი
ქრისტიანების მიერ შეპყრობილი ჰეპათია
ნამდვილი ჰეპათია კი ასე გამოიყურებოდა
ორესტესი
უყურეთ ვიდეოს და გაცილებით საინტერესო ისტორიას ნახავთ ვიდრე ტექსტშია აღწერილი.