უცნაური

საინტერესო ფაქტები

a55d3c0eb2ba

მინდა თქვენი ყურადღება ზოგიერთ ისეთ ფაქტზე გავამახვილო, რომელსაც ალბათ ჩვეულებრივ დიდ ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ვნახავთ თუ რაოდენ საინტერესოა ადამიანის ორგანიზმი და ის ფაქტები, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობს..

1)თუ შეამჩნიეთ, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს, წყურვილის გრძნობა გაგიქრათ, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ წყალი. როდესაც ადამიანის ორგანიზმი დეჰიდრატირებულია, წყურვილის მექანიზმი ითიშება.

2)ენა მიკრობებისგან თავისუფალია მხოლოდ მაშინ, როცა ვარდისფერია. თუ ენა თეთრია, იგი დაფარულია მიკრობების ფენით.

3)თვალის გუგა 45%-ით ფართოვდება როდესაც ადამიანი რამე სასიამოვნოს უყურებს.

4)ადამიანს, რომელიც თავს ანებებს თამბაქოს მოწევას, დღე-ღამეში ერთი საათით ნაკლები ძილი სჭირდება.

5)სიცილი ადაბლებს სტრესის ჰორმონების დონეს ორგანიზმში და აძლერებს იმუნურ სისტემას.

6)ხმაური, რომელიც ისმის ნიჟარის ყურთან მიდებისას, ყურის ვენებში გამავალი სისხლის ხმაა.

7)ყოველთვის როცა ადამიანი ამთქნარებს ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება.

8)ყოველთვის როდესაც ადამიანი წითლდება, წითლდება აგრეთვე პერიტონეუმი და სწორი ნაწლავი.

9) სიტყვებში ასოების გადანაცვლებას სპუნერიზმი ეწოდება. მაგალითად “ბორჯი ბოთლომი” “ბოთლი ბორჯომის” მაგივრად.

10)ერთადერთი ორგანო ადამიანის ორგანიზმში, რომელიც სისხლით არ მარაგდება ეს არის რქოვანა. იგი ჟანგბადს ითვისებს ატმოსფერული ჰაერიდან.

11)ჭკვიანი ადამიანების თმები შეიცავენ მეტ სპილენძს და თუთიას.

12)ადამიასნი თმები და ფრჩხილები სიკვდილის მერეც, გარკვეული დროის განმავლობაში აგრძელებენ ზრდას.

13) ჰიპოკრატეს ფიცი შეიქმნა მისი სიკვდილის შემდეგ.

14)7 ნერვი, 12 მთავარი ნერვიდან არის კრანიალური ნერვები, რომლებიც აღმოაჩინა ბეძენმა ფიზიკოსმა გალენმა, ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში.

15) 1977 წელს, 13 წლის ბავშვმა აღმოაჩინა კბილი, რომელიც მის მარცხენა ფეხზე იზრდებოდა.

16)სისხლი წითელი ფერის მხოლოდ არტერიებშია. ვენებში იგი მუქი ფერისაა, თუმცა ჭრილობიდან სისხლდენის დროს სისხლი, ვენურია იგი თუ არტერიული, მაინც წითელია. რადგან სწრაფად ჯერდება ჟანგბადით ატმოსფერულ ჰაერთან შეხებისას.

17)ადამიანს სალაპარაკოდ 72 სხვადასხვა კუნთის ამუშავება სჭირდება.

18) ადამიანის ცერა თითი და ცხვირი ერთი ზომისაა.

19)ადამიანის ტერფის და წინამხრის სიგრძე ტოლია.

20) ბუნებრივი ნივთიერება რომელსაც სისხლი ყველაზე მეტად ჩამოგავს ზღვის წყალია.

21)ადამიანის ტვინი ზრდას 18 წლის ასაკში წყვეტს.

22)გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჯერ არ მომხდარა არცერთი დაავადების ბოლომდე განკურნება.

23)ნერვული იმპულსი მოძრაობს 400კმ/სთ სიჩქარით.

24)30 წლის ასაკიდან ადამიანის სხეული დაპატარავებას იწყებს.

25)შეუძლებელია დააცემინო გახელილი თვალებით.

26) ადამიანის მშრალი წონის 10% ბაქტერიებია.

27)დაცემინების დროს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია ჩერდება. მათ შორის გულის ცემაც.

28) დაბადებისას ახალშობილს აქვს 300-მდე ძვალი. ზრდასთან ერთად ზოგიერთი მათგანი ეზრდება ერთმაეთს და საბოლოოდ მოზრდილ ადამიანს 206 ძვალი აქვს.

29)ტკივილის ზღურბლი ქალებს ცხრაჯერ მაღალი აქვთ ვიდრე კაცებს.

30)თვალებს გააჩნიათ ყველაზე სწრაფი კუნთი ადამიანის ორგანიზმში. მას შეკუმშვისთვის 1/100 წამი სჭირდება.

31)ახალშობილები ტირიან ცრემლების გარეშე პირველი 3 თვის განმავლობაში.

32)ახალშობილებს გარკვეული დრო სჭირდებათ რათა გამოსახულების სწორად აღქმა ისწავლონ. მანამდე ისინი სამყაროს გადმოტრიალებულს ხედავენ.

33) ადამიანი ძილის დროს უფრო მეტ კალორიებს მოხმარს, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას.

34) ადამიანის ტვინის ტევადობა 4 ტერაბაიტს აღემატება.

35)მემარჯვენეები ცოცხლობენ 9 წლით მეტს ვიდრე მემარცხენეები.

წყარო: http://juvika.wordpress.com/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button