საკითხავისურათები

დიდი ბარიერული რიფი

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდი რიფულ სისტემას. მის შემადგენლობაში 2 900 ინდივიდუალური რიფი და 900 კუნძულია, რომლის ფართობი 2 600 კმ-ია, ხოლო მთლიანი რიფის ფართობი 300 000 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. იგი ზუსტად მდებარეობს მარჯნის ზღვაში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბარიერული რიფი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემა, სადაც ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაა. რიფი შედგება მილიონობით პატარა ორგანიზმისაგან და ცნობილია, როგორც მარჯნის პოლიპები.

რიფის დიდი ნაწილი შესულია “დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკში”, რაც ხელს უწყობს შეიზღუდოს ადამიანის მავნე გავლენა რიფზე.

ბარიერული რიფის სიღრმეში, როგორც უკვე ავღნიშნე წყალქვეშა სამყაროს დიდი მრავალფეროვნებაა. მათ შორისაა ისეთი ცხოველებიც, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ. ასევე შეხვდებით აენდემურ მცენარეებსაც. უფრო კონკტერულად აქ ბინადრობს 30 ჯიშის ვეშაპი, დელფინები და თევზების ასობით სხვა და სხვა სახეობა. ბარიერულ რიფზე თევზაობა დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ.

ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს ადგილი საოცრად იზიდავთ ტურისტებს. დიდ ბარიერულ რიფს წელიწადში 1 მილიარდამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ყვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close