საკითხავისასარგებლოუცნაური

განუხორციელებელი პროექტები


გთავაზობთ ორ პროექტს,რომლებიც თავისი მასშტაბით განცვიფრებას იწვევს.თუმცა ისინი გარკვეულ მიზეზთა გამო მხოლოდ პროექტად დარჩა მაკეტისა და მონახაზების სახით.

პროექტი პირველი-მსოფლიო დედაქალაქი გერმანია.

ისევ ნაცისტურ გერმანიაში უნდა გადავინაცვლო,მაგრამ მთავარი სალაპარაკო თემა მათი დანაშაულებრივი საქმიანობა და ომის პერიპეტიები არ იქნება.მთავარი თემა იქნება ბერლინის გარდაქმნის არქიტექტურული გეგმა.

ჰიტლერი მიუხედავად მისი ავადმყოფური გადახრებისა გარკვეულწილად მაინც გენიოსი იყო.ის ანტიკური არქიტექტურის დამფასებელი იყო და არაერთხელ მოინახულა ძველი რომის არქიტექურული შედევრები.ის მოხიბლული რჩებოდა ამ შედევრებით და საბოლოოდ მიდის იმ აზრამდე,რომ უნდა შექმნილიყო ბერლინის გარდაქმნის გეგმა და ეს ქალაქი განუმეორებელი ანტიკურობისა და თანამედროევეობის სინთეზით გახდებოდა მსოფლიოს დედაქალაქი.
ის 1942 წელს ერთ-ერთი გამოსვლისას ამბობს:

“ბერლინი გახდება მსოფლიო დედაქალაქი,მას შეადარებენ ანტიკურ რომს,ძველ ბაბილონსა და ეგვიპტეს.პარიზი და ლონდონი ახლოსაც ვერ მოვა ბერლინთან.”

პროექტი მართლაც განუმეორებელი იქნებოდა და მისი შექმნა დაევალა ცნობილ გერმანელ არქიტექტორ ალბერტ შპეერს.

ალბერტ შპეერი

რაც შეეხება სახელს “ბერლინს”.ჰიტლერის ბრძანებით ბერლინს სახელი გადაერქმეოდა და ქალაქს გახდებოდა “მსოფლიო დედაქალაქი გერმანია”.როგორც იცით გერმანელები საკუთარ ქვეყანას “დოიჩლენდს” უწოდებენ და არა “გერმანიას”,ხოლო ამ პოექტით დედაქალაქს გერმანულ ენაზეც მოიხსენიებდნენ როგორც “გერმანიას”.ე.ი რაიმე სახელთა აღრევასთან არ ექნებოდათ საქმე.

ალბერტ შპეერი ეს იყი 1905 წელს დაბადებული გერმანელი არქიტექტორი,რომელმაც სახელი გაითქვა არაერთი საკმაოდ კარგი პროექტით და არც იყო გასაკვირი მისი მოწვევა.
მან შექმნა გუნდი,სადაც შევიდნენ ცნობილი მოქანდაკეები,მხატვრები და ხელოვნების სხვა დარგთა წამომადგენლები.

ამ პროექტის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1936 წელი,ამ დროს ბერლინში ტარდება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ამ დროს ყველამ იხილა ბერლინის ოლიმპიური სტადიონი,რომელმაც ჰიტლერის დავალებით იცვალა სახე.

პროექტის ფარგლებში მოხდება ბერლინის სრული რეკონსტრუქცია.

ქალაქის ცენტრალური ადგილი იქნებოდა “სახალხო დარბაზი” (ან კიდევ “დიდების დარბაზი”).
როგორც ვთქვი ჰიტლერი რამდენჯერმე ეწვია რომს,სწორედ “მარადიულ ქალაქში” იხილა მან რომის პანთეონი და გადაწყიტა მსგავსი ნაგებობა ბერლინშიც შეექმნა.თუმცა “დიდების დარბაზთან” შედარებით რომის პანთეონი მინიატურა იყო.
“დიდების დარბაზი” დაჯდებოდა დაახლოებით 1 მილიარდი მარკა,შენობა დაიფარებოდა გრანიტისა და მარმარილოს სქელი ფენით,სიმღლე იქნებოდა 320 მეტრი,პლიუს ამას მიწისქვეშ 70 მეტრი.გარდა ამისა შენობის ეზოში განთავსდებოდა იმ დროისთვის ყველაზე დიდი ავზი,ზომებით 1200X400 მეტრზე.გუმბათზე განთავსდებოდა მესამე რეიხის სიმბოლო არწივი,რომელსაც კლანჭებში უპყრია დედამიწა.

ეს შენობა იქნებოდა გერმანიის საკულტო ცენტრი და საერთაშორისო კონგერსების ჩატარების ადგილი.ის დაიტევდა 150-180 ათასამდე ადამიანს.

პროექტის განხორციელება იგეგმებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,მაგრამ…

პროექტი მეორე-ახალი კონტინენტი “ატლანტროპა”.

მეოცე საუკუნის 20_იან წლებში გერმანელმა არქიტექტორმა ჰერმან ზიორგელმა შეაქმნა ფუტურისტულ-უტოპიური საინჟინრო გეგრმა,რომელიც ითვალისწინებდა ევროპისა და აფრიკის გაერთიანებას და ახალი კონტინენტის-ატლანტროპას შექმნას.

ჰერმან ზიორგელი

პროექტის მიხედვით მთავარი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხმელთაშუა ზღვაზე.დარდანელისა და გიბრალტარის სრუტეები უნდა გადაეკეტათ დამბებით და აეშენებინათ მძლავრი ჰიდროელექტროსადგურები.ასევე დამბის საშუალებით უნდა შეერთებინათ სიცილია აფრიკასთან.ყოველივე ამის შემდეგ ზერგელის აზრით ხმელთაშუა ზღვის დონე დაიწევდა.,ეს კი შექმნიდა გზას ელექტროენერგიის მიღებისა და გაწმენდილი ზღვის წყლის საჰარისკენ გაშვებისა,რის საშუალებითაც საჰარა “სულს მოითქვამდა” და აღორძინდებოდა სოფლის მეურნეობა.ასევე იგეგმებოდა კონგოს აუზის წყლით გავსება და მიიღებდნენ ახალ ზღვას.
ყოველივე ამის შემდეგ აფრიკა და ევროპა ერთ კონტინენტად გადაიქცეოდა და უწოდებდნენ “ატლანტროპას”.

ეს იმდენად უტოპიური პროექტი იყო,რომ სერიოზულად არავინ აღიქვა.გარდა უტოპიურობისა პროექტი საფრთხეს უქმნიდა ასევე გარემოს,რადგან შეიცვლებოდა კლიმატი,ევროპაში გახშირდებოდა გვალვები,მოიმატებდა მსოფლიო ოკეანის დონე და ა.შ.

იხილეთ დიდი ზომის ფოტოები- 1 2

ჰიტლერის დროს ზიორგელს საერთოდ აეკრძალა საკუთარ პროექტზე ლაპარაკი.ნაცისტების შემდეგ მან ისევ დაიწყო თავის პროექტის ავ-კარგზე საუბარი.ის სიცოცხლის ბოლომდე(1952 წელი) თავისას “ერეკებოდა”.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close