არქივი

ანორექსიით დაავადებული ადამიანები

ea10aff865cf
ანორექსიის შესახებ რამდენიმე პოსტი დევს უცნაურზე,ამიტომაც დაავადების სპეციფიკასა და არსზე აღარ ვისაუბრებ, პირდაპირ ადამიანებზე გადავიდეთ..


შეფიცული ტყუპები

3ae9d0a4bc57

როცა ტყუპების ისტორია წავიკითხე, ვიფიქრე რომ მათ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ფიცი დადეს. თუ რა ფიცზე ვსაუბრობ, ახლავე გაიგებთ.
ტყუპების მარია და ქეით კემპბელების ცხოვრება ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში შეიცვალა,როდესაც ოჯახის წევრის, კერძოდ კი ბაბუის ნათქვამს მოკრეს ყური. ბაბუა ხუმრობით ამბობდა, ეს გოგონები უკვე აღარ ხუმრობენ, მალე სახლში ორი ქალი გვეყოლება, ხედავთ უკვე თეძოებიც დატყობიათო.
არ ვიცი ამაში ცუდი რა დაინახეს გოგონებმა, მაგრამ სწორედ ამ ინციდენტის შემდგომ გადაწყვიტეს არასოდეს გამხდარიყვნენ ქალები! არასოდეს ჰქონოდათ თეძოები და რაც მთავარია არასოდეს ჰქონოდათ მენსტრუაცია.
არავინ იცის ანორექსიკების ტვინში ზუსტად რა ტრიალებს, მაგრამ ის კია, რომ უკანასკნელი 20 წელი მათი ოჯახისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა.
გოგონებმა შეწყვიტეს ჭამა

,,მე შეპყრობილი ვიყავი, წამდაუწუმ ვამოწმებდი რას ვჭამდი, რამდენ კალორიას შეიცავდა, ვითვლიდი თითოეულს, ყოველდღე ვიწონებოდი, მაინტერესებდა რამდენით დავიკელი წინა დღესთან შედარებით. მე დავკარგე ყველაფერი გარდა ამ დაავადებისა, დავკარგე ცხოვრება, ჩემი სახლი, ჩემი თმა, ჩემი სამსახური, ყველაფერი.. ”

ქეითი და მარია ერთი სიმაღლის არიან, მაგრამ ქეითი უფრო გამხდარია, შესაბამისად მას უფრო მძიმე მდგომარეობა აქვს, აწუხებს ხერხემლისა და ზურგის ტკივილი,თითქმის სიარული არ შეუძლია, გულისცემა მუდამ დაურეგულირებელი აქვს, ქრონიკული გასტრიტი და პანკრეატიტი.. თირკმელები მწყობრიდანაა გამოსული,ამიტომაც შარდმდენს სვამს.

0a3275b86aa9
ასე გამოიყურებოდნენ ტყუპები პატარაობისას
გოგონებმა თურმე დღიურიც კი გააკეთეს, სადაც დეტალურად აღნიშნავდნენ რას ჭამდნენ, რა ეკრძალებოდათ, რა ვარჯიშებს ასრულებდნენ. ისინი ოსტატურად იცილებდნენ თავიდან ოჯახურ სადილებს, ატყუებდნენ მშობლებს,რომ უკვე ნაჭამი ჰქონდათ, იღებდნენ საჭმელს, მალავდნენ, შემდეგ კი ყრიდნენ, მერე კი ფანატიკურად ასრულებდნენ სხვადასხვა ვარჯიშებს,რომ რაც შეიძლება მეტი წონა დაეგდოთ. დედა ცდილობდა როგორმე დახმარებოდა მათ, მაგრამ ვერაფერი შეძლო.
საბოლოოდ კი რა მიიღეს? ორივე ექიმები არიან, თუმცა საკუთარი თავისთვის ვერ უშველიათ და სხვებს რა უნდა უშველონ, ამიტომაც სამსახური დაკარგეს. ათასგვარ კლინიკაში არიან ნამყოფები, იქნებ როგორმე გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს.

ჯერემი გილიტსერი

f4f7e485ac91

ანორექსიით მამაკაცები იშვიათად ავადდებიან, თუმცა ჯერემი გამონაკლისი აღმოჩნდა. ის მოდელი იყო და შესაბამისად მშვენიერი სხეულით შეეძლო თამამად მოეწონებინა თავი, მაგრამ ჯერემი თავის ფორმებს მაინც არასრულყოფილად თვლიდა. ის გამუდმებით დადიოდა სპორტდარბაზებში და ზედმეტად ბევრს ვარჯიშობდა, დარბოდა, ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ დატვირთვას იღებდა, ამას თან დაერთო ბულიმიაც და ყოფილი მოდელი ისეთი გახდა როგორსაც სურათზე ხედავთ. სცადა მკურნალობაც, თუმცა არაფერი გამოუვიდა.. 2010 წელს ჯერემი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ 30 კილოს იწონიდა.

რებეკა ჯოუნსი

4e8d48223811

ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ,რომ სურათზე დაახლოებით ერთი ასაკის გოგონები არიან, თუმცა ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ,რომ სინამდვილეში ერთი 26 წლის ქალია, ხოლო მეორე მისი 7 წლის შვილი.
რებეკა ჯოუნსი ანორექსიკია და 7 წლის შვილზე ნაკლებს იწონის.

რებეკა ამბობს,რომ შვილის ზომა ტანსაცმლის ტარება სიამოვნებს, იცის რომ ეს არასწორია და ცუდია, მაგრამ მაინც ასე უფრო კარგად გრძნობს თავს. აღსანიშნავია,რომ ის არასოდეს არ გრძნობს თავს გამხდრად, სულ ფიქრობს რომ მსუქანია.

პრობლემები 11 წლის ასაკიდან დაეწყო,როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. გოგონამ იფიქრა,რომ გაცილებით მომხიბლავი იქნებოდა თუკი ზედმეტ კილოგრამებს მოიცილებდა. დედაც სერიოზულად არ აღიქვამდა ამ ამბავს, ეგონა რომ შვილი ცოტას დაიკლებდა და ასე უფრო სრულფასოვნად იგრძნობდა თავს. თუმცა გავიდა დრო და რებეკა იმაზე მეტად გახდა,ვიდრე საჭირო იყო, ამის გამო მენსტრუაციაც შეუწყდა. ხშირად ისეთი მოთენთილი იყო რომ საწოლიდან ვერ დგებოდა.
უნივერსიტეტშო სწავლისას, 19 წლის ასაკში შეყვარებული გაიჩინა, რომლისგანაც ფეხმძიმედ დარჩა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ 26 კვირის ორსულმა შეიტყო. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ, ის კვლა იგივენაირად გამოიყურებოდა, არც გასუქებულა, არადა ამ დროს ნაყოფი წესით საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. ექიმებმა ურჩიეს ქათმის ხორცი ეჭამა და სხვადასხვა ვიტამინებიც დაუნიშნეს, თუმცა რებეკას გადაგვარებული კუჭი საჭირო რაოდენობის საჭმელს ვერ იღებდა.
საბოლოოდ პატარა გოგონა გაჩნდა, მართალია მოცუცქნული იყო, მაგრამ რაც მთავარია ჯანმრთელი. დედა კი კვლავ დიეტაზე დაჯდა. ახლა ორივენი ბედნიერად ცხოვრობენ, მაგრამ ექიმები რებეკას აფრთხილებენ,რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს გულის შეტევა დაემართოს თუკი წონაში არ მოიმატებს.

ლორენ ბეილი

ba22264fc4d2

ლორენი 26 წლისაა, მიუხედავად პატარა ასაკისა, ერთხელ უკვე იყო სიკვდილის პირას და საბედნიეროდ გადარჩა. ბავშვობიდანვე პრობლემატური გოგონა იყო, ჰქონდა დეპრესიებიც. შემდეგ 9 წლის ასაკში უკვე მენსტრუაციაც მოუვიდა და სხვა ბავშვებისგან თავი გარიყულად იგრძნო, იგი ყველასგან განსხვავებული გახლდათ, საკმაოდ დიდიც და უკვე ჩამოყალიბებულიც. გავიდა დრო და მისი ავადმყოფობის ისტორიაც დაიწყო, ლორენმა წონის ასეთ ვარდნას სირბილის წყალობით მიაღწია. შეიძლება გაგიკვირდეთ,მაგრამ ის დღეში 12 საათი დარბოდა ან დადიოდა, საღამოს 6 საათზე იწყებდა და დილის 6 საათზე მოდიოდა სახლში. სადაც კიბეებს დაინახავდა მაშინვე იწყებდა ასვლა-ჩამოსვლაზე ვარჯიშს.

როდესაც ლორენის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა,რომ ექიმებმა სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, სხვა გზა აღარ ჰქონდა და კლინიკაში დაწვა სამკურნალოდ. აქ მან 18 თვე გაატარა და საბოლოოდ ისეთი გამოვიდა როგორსაც სურათზე ხედავთ :)

ისაბელ კარო

77e6aabd4e4a

d3e8537d686d

ისაბელი მოდელი იყო, რომელიც პატიოსნად ცდილობდა სამსახური შეენარჩუნებინა და მუდამ ფორმაში ყოფილიყო, მაგრამ ამ მდგომარეობამ საბოლოოდ სიკვდილამდე მიიყვანა. როგორც თვითონ განაცხადა ანორექსიისადმი მიდრეკილი 13 წლის ასაკიდან იყო, ეს კი მისი მძიმე ბავშვობის შედეგი გახლდათ. ისაბელი პოდიუმზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდგომ ისე გახდა რომ რა თქმა უნდა სამსახურის დაკარგა.
მან მალე საზოგადოებას სკანდალური ფოტოებით შეახსენა თავი. ანორექსიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, ისაბელის სურათები გამოიკრა ქუჩებში, ბილბორდებზე, გაზეთებში. ეს ფოტო ბევრმა ქვეყანამ აკრძალა კიდეც. თავად ისაბელი კი 2010 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა.

ჰეილი ვაილდი

5d917325a16f

ჰეილი 11 წლის იყო,როცა მასში ანორექსიისადმი მიდრეკილებამ იჩინა თავი. ის ფიქრობდა,რომ სიგამხდრე მის პოპულარობას შეუწყობდა ხელს და უფრო მიმზიდველი გახდებოდა. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო მისი ხანგრძლივი შიმშილობა. საჭმელს მალავდა ყველგან, სადაც შეიძლებოდა. მშობლებს თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ჭამდა, ამ დროს კი სადმე მიმალავდა საკვებს და შემდეგ ყრიდა. დედა კი შეშფოთებული უყურებდა,როგორ დნებოდა მისი ქალიშვილი თვალსა და ხელს შუა. ეს სურათი,სადაც ჰეილი ცარიალი ძვალი და ტყავია, 16 წლის ასაკში აქვს გადაღებული. საბოლოოდ გოგონა იქამდე მივიდა,რომ ექიმები შეშფოთდნენ და განაცხადეს, რომ ასეთი წონით მხოლოდ 10 დღეს იცოცხლებდა. ჰეილიმ მკურნალობა გადაწყვიტა, იგი ასე თუ ისე სიყვარულმაც შეცვალა, ძალიან უნდოდა დედობის გემო გაეგო და აი 3 წლიანი ბრძოლის შემდგომ უკვე გამოჯანმრთელებული და ფერზე მოსული გამოვიდა საზოგადოებაში : ) მალე კი ფეხმძიმედ დარჩა და პატარა მაიკლი გააჩინა, ახლა დედა შვილი ბედნიერად ცხოვრობს და ჰეილი ჯანმრთელი ცხოვრების წესიდან გადახვევას აღარ აპირებს.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button