საკითხავისურათები

მიწისქვეშა საოცრებები

როგორც მიწისზევით, ისე მიწისქვეშაც არსებობს საკმაოდ საინტერესო, საოცარი და მიმზიდველი გვირაბები, ლაბირინთები თუ სამარხები. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს. :)

პარიზი, საფრანგეთი.

საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზის მიწისქვეშეთში კატაკომბებისა და მაღაროების ფართო ქსელი არსებობს. წარმოდგენილი სურთების ერთი ნაწილი მოწოდებულია ქალაქის მკვლევარების მიერ, ხოლო მეორე ნაწილი გადაღებულია მე-18 საუკუნის ბოლოს. საქმე იმაში გახლდათ, რომ კატაკომბებში დამარხულმა ძვლებმა და ჩონჩხებმა დაავადებები გამოიწვიეს, საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობის სიცოცხლეს და ასევე დიდი რისკი იყო ახალი ინფექციების გავრცელებისა.

 მოსკოვი, რუსეთი.

არც რუსეთი უჩივის მიწისქვეშა სამარხებისა და საიდუმლო საცავების ნაკლებობას. ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის გვირაბებში იმალება. ეს სურათები გადაღებულია ერთი პრივილეგირებული ფოტოგრაფის მიერ, რომელიც მთავრობამ სპეციალურად დაიქირავა, რათა ფირზე აღებეჭდა მოსკოვის გვირაბებში დაცული ყველა საიდუმლო.

 ლონდონი, ინგლისი.

ინგლისში, ლონდონის მიწისქვეშეთში არსებობს საოცარი კოლექცია სხვა და სხვა მასალის, ფერისა და ზომის კუბოებისა. აქ ყველაზე მეტი წიფლისგან გაკეთებული კუბოებია, რადგან როგორც სჩანს ყველაზე კარგად ამ მასალამ გაუძლო სინესტეს. მოკლედ ეს არის საკმაოდ საინტერესო კოლექცია, რომელიც ჯერ კიდევ მედგრად უძლებს დროსა და ლონდონის ხმაურიან, დაუღალავ ცხოვრებას.

 ბუდაპეშტი, უნგრეთი.

ეს არის ლაბირინთების, გვირაბებისა და გამოქვაბულების რთული სისტემა. იგი მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. მე-II მსოფლიო ომის დროს კი გამოყენებული იქნა, როგორც თავშესაფარი საჰაერო დაბომბვებისაგან დასაცავად. ტურისტებს აქ სთავაზობენ სხვა და სხვა სახის მარშუტებს, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ თავიდან ბოლომდე დაათვალიერონ ეს საოცარი მიწისქვეშეთი.

 ორლანდო, ფლორიდა.

დიდი ხნის წინათ ჭორები ფლორიდაში მბრუნავი გვირაბების არსებობის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. მას ასევე ჯადოსნურ სამეფოსაც უწოდებენ. აქ არის მიწისქვეშა, საიდუმლო გასასვლელების დიდი სისტემა, რომელიც მუშების სწრაფად გადასაადგილებლად გამოიყენებოდა. ეს საიდუმლო გვირაბები საკმარისად დიდია იმისათვის, რომ იქ თავისუფლად მოთავსებულიყო ოფისები, საწყობები, სხვა და სხვა დანიშნულების ოთახები და ა.შ.

 ავსტრალია.

ეს პატარა მიწისქვეშა ქალაქი მდებარეობს შუაგულ ავსტრალიაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა მიწისქვეშაა, მას საოცარი არქიტექტურა ახასიათებს. ყველაფერი, საცხოვრებელი ადგილებიდან სალოცავებით დამთავრებული მიწაშია ნაკვეთი. აქ არის როგორც ჩვეულებრივი ოთახები, ისე მოჩუქურთმებული ტაძრები და თაღები. და ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ტურისტებს ძალიან იზიდავთ ეს პატარა, მიწისქვეშა ქალაქი. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close