ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სად და როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები?


სრულიადში ნახეთ თუ სად და როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები.

ინგლისელი სატირიკოსი ჯონათან სვიფტი ამბობდა: “პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ხალხზე ზრუნვის ლოზუნგით მოდიან, დებენ ფიცს, რომ ისევე იცხოვრებენ, როგორც მისი ამომრჩევლები, შემდეგ კი მათ უმრავლესობას ხალხისთვის მიცემული სიტყვა სწრაფად ავიწყდება”.

“ადამიანი ისე არაფერს ჰგავს, როგორც საკუთარ სახლს”, – ამ გერმანული ანდაზის კვალდაკვალ, შევეცადეთ გაგვერკვია, სად ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები, როგორია მათი მოთხოვნები, გემოვნება, და რაც მთავარია, რა უჯდება ბიუჯეტს მათი რეზიდენციების შენახვა.

Ambebi.GeAmbebi.Geინგლისელი სატირიკოსი ჯონათან სვიფტი ამბობდა: “პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ხალხზე ზრუნვის ლოზუნგით მოდიან, დებენ ფიცს, რომ ისევე იცხოვრებენ, როგორც მისი ამომრჩევლები, შემდეგ კი მათ უმრავლესობას ხალხისთვის მიცემული სიტყვა სწრაფად ავიწყდება”.

“ადამიანი ისე არაფერს ჰგავს, როგორც საკუთარ სახლს”, – ამ გერმანული ანდაზის კვალდაკვალ, შევეცადეთ გაგვერკვია, სად ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები, როგორია მათი მოთხოვნები, გემოვნება, და რაც მთავარია, რა უჯდება ბიუჯეტს მათი რეზიდენციების შენახვა.

სად ცხოვრობს სკანდალური ბერლუსკონი?
რომის ცენტრში მდებარე კიჯის სასახლე, სადაც ბერლუსკონი ცხოვრობს, 1580 წელს აშენდა და ერთ-ერთი არისტოკრატიული ოჯახის საკუთრება იყო.

ეს ხუთსართულიანი შენობა, ბრწყინვალე არქიტექტურითა და ულამაზესი შიდა ეზოთი, ცნობილი გვარის, კიჯის წარმომადგენლებმა იყიდეს, ამიტომ ჰქვია რეზიდენციას დღემდე “კიჯი”.

1916 წლიდან შენობა სახელმწიფოსია, იქ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდა, 1922 წელს სამუშაოდ იტალიელ ფაშისტთა ლიდერი ბენიტო მუსოლინი გადავიდა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებს ითავსებდა.

1962 წლიდან კი ეს ისტორიული სასახლე მხოლოდ იტალიის პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფოს პირველი პირის ოფიციალურ რეზიდენციად იქცა.

Ambebi.GeAmbebi.Geანგელა მერკელი კერძო ბინაში ცხოვრობს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სამუშაო კაბინეტი რაიხსტაგშია, თუმცა, ის ბერლინის ცენტრში, პერგამონის მუზეუმის წინ მდებარე კერძო ბინაში ცხოვრობს.

სახელმწიფო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხარჯების გამოყენება გერმანიაში მკაცრად კონტროლდება.

ყოფილი კანცლერი შრიოდერი სამსახურში ცოლის კუთვნილი ავტომანქანა “ფოლკსვაგენ გოლფით” დადიოდა, რადგან სახელმწიფო ტრანსპორტით რომ ევლო, სოლიდური ბაჟი უნდა გადაეხადა.

Ambebi.Geყველაზე დიდი რეზიდენცია

ბრუნეის სულთნის რეზიდენცია 1984 წელს აშენდა, ამ უნიკალური კომპლექსის მშენებლობა 1,4 მილიარდი დოლარი დაჯდა.

აქ განლაგებულია სულთნის აპარტამენტები, სამთავრობო ოფისები, ასევე მეჩეთი, რომელიც 200-მდე მლოცველს იტევს.

ეს სასახლე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრანდიოზული სამთავრობო რეზიდენცია. მის მიწისქვეშა ავტოფარეხში 15 ავტომობილია განთავსებული, საბანკეტო დარბაზი 4.000 სტუმარს იტევს, აქვეა 258 სააბაზანო, 5 საცურაო აუზი.

Ambebi.GeAmbebi.Geრა ბრძანების გაცემა შეუძლია სარკოზის მიწისქვეშა კაბინეტიდან?

ელისეს სასახლე 1718-22 წლებში ააშენა არქიტექტორმა არმან მოლემ, როგორც გრაფ დე ევრეს რეზიდენცია; ამის შემდეგ მას სამჯერ ჩაუტარდა რესტავრირება. სასახლის მფლობელთა შორის იყვნენ საფრანგეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც.

ოფიციალურ რეზიდენციად იგი 1874 წელს იქცა, როცა იქ პრეზიდენტი პატრის დე მაკ-მაგონი გადავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად.

სასახლემ სახელწოდება მის გვერდით მდებარე ელისეს მინდვრების გამო მიიღო. სასახლე 365 ოთახისგან შედგება. მის შესანახავად წელიწადში, საშუალოდ, 31 მილიონი ევრო იხარჯება, თუმცა ხარჯები მკაცრად კონტროლდება.

ელისეს სასახლის მიწის ქვეშ განლაგებულია სპეციალური კაბინეტი, საიდანაც პრეზიდენტს აქვს უფლება, გასცეს ბრძანება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.


Ambebi.GeAmbebi.Geრატომ დაიბნა ბარაქ ობამა თეთრ სახლში?

თეთრი სახლი 1792-1800 წლებში არქიტექტორ ჯეიმს ჰომანის პროექტით აშენდა, მისი პირველი ბინადარი აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო.

1901 წლიდან სახელწოდება “თეთრი” ოფიციალურად იქცა.

ამჟამად შენობის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი აპარტამენტები, სამზარეულო, სამრეცხაო და ა.შ. დასავლეთის ფრთაში კი პრეზიდენტისა და მისი თანაშემწეების კაბინეტებია, ასევე სხდომათა დარბაზი.

შენობის აღმოსავლეთი ფრთა პირველი ლედის განკარგულებაშია, აქვეა საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი.

თეთრი სახლი ექვსსართულიანია, ორი სართული მიწისქვეშ არის, მისი მშენებლობა-რეკონსტრუქცია 63 მილიონი დაჯდა.

ამერიკელები დღემდე იხსენებენ, როგორ დაიბნა თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს პრეზიდენტი.

ბარაქ ობამა მისი უჩვეულო დიზაინის გამო, ერთი ოთახიდან მეორეში, კარის ნაცვლად, ფანჯრიდან ცდილობდა შესვლას.

Ambebi.Geყველაზე ძვირად ღირებული სასახლე

ყველაზე ძვირად ღირებულია 1997 წელს თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტის – საფარმურატ ნიაზოვის ბრძანებით აშენებული რეზიდენცია.

ოქროსგუმბათიანი სამსართულიანი შენობის სიმაღლე 45 მეტრია, ფართობი – 26000 კვმ.  სასახლის მშენებლობაზე 70-დან 80 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა, ხოლო ხელით ნაქსოვ 14 ხალიჩაში 55 ათასი დოლარი გადაიხადეს.

Ambebi.GeAmbebi.Geმისამართი უცვლელია

ტრადიციის ერთგული ბრიტანელების პრემიერ-მინისტრების მისამართი 1902 წლიდან უცვლელია.

პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია სამსართულიანია, მომსახურე პერსონალი 216 კაცისგან შედგება.

ბრიტანელებმა იციან, რომ პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის რეზიდენციის შენახვა წელიწადში დაახლოებით 24 მილიონი ევრო ჯდება.

ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”


თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close