ახალი ამბები

ბრედ პიტი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ემზადება

კინომსახიობი ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან ერთად თეთრი სახლის ”დასაპყრობად” ემზადება. :wtf:

როგორც Showbizspy სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ”ბრედ პიტს ჰოლივუდში ბევრი აღარაფერი დარჩენია”, მან იქ ყველაფერს მიაღწია.

პოლიტიკაში კი პიტს დიდი მომავალი ელის, განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში სერიოზული პრობლემებია. ”ანჯელინასაც პირველი ლედის სტატუსი მოეწონება” – აღნიშნავს Showbizspy.

პიტი სენატში კენჭისყრას აპირებს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, 2016 წლისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

პიტი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ში მარიხუანას ლეგალიზაციაზე გაამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, მარიხუანას ლეგალიზაციით ქვეყნის ხაზინაში დიდი ფული შევა.

ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ მას ჰოლივუდი მოსწყინდა და სურს ძალები ახალ ასპარეზზე მოსინჯოს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close