კულტურა
სოფო ნიჟარაძე “ევროვიზია 2010”-ის ფინალისტია
გაგრძელებაში იხილეთ ვიდეო :kiss: :kiss:
საუკეთესო ათეულში, მეორე ტურის შედეგებით, კიდევ ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი მოხვდა . სოფო ნიჟარაძის სახელი ფინალისტთა შორის პირველივე კონვერტში აღმოჩნდა.
39 მონაწილე ქვეყნიდან ნახევარფინალური ტური მხოლოდ 25-მა ქვეყნის წარმომადგენლებმა გადალახეს. აქედან ხუთი ფინალში ავტომატურად მოხვდა, 20-მა კი შესარჩევი ტური გაიარა.
ფინალურ ტურს, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 29 მაისს გაიმართება, აზერბაიჯანელი კონკურსანტი გახსნის.
ქართველი მონაწილე, სოფო ნიჟარაძე ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის შემდეგ იმღერებს.
“ევროვიზია 2010”-ის გამარჯვებულს მაყურებელთა ხმების უმრავლესობა და ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულს გარდამავალი პრიზი, ბროლის მიკროფონი გადაეცემა.
ჩემი აზრით ნამდვილად გვასახელა სოფომ :yvavili: