ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

რასპუტინი


რუსეთის სამეფო ოჯახის ფავორიტი.დაიბადა 1871 წელს,გარდაიცვალა 1916 წელს,დაახლოებით 45 წლის ასაკში.

რასპუტინი გლეხის შვილი იყო. იგი თავს წმინდა კაცად, სალოსად ასაღებდა და ადამიანთა განკურნების ნიჭს იჩემებდა. 1905 წელს რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში- სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორის ცოლს(ცარინა), ალექსანდრას და თვით იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს შეხვდა. მათი ვაჯი,ალექსეი, ჰემოფილიით იყო დაავადებული.

ეს იმას ნიშნავს რომ თითიც რომ გაკაწვროდა, სისხლს ვეღარ შეუჩერებდნენ. რასპუტინი ალექსეის ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებდა და ალექსანდრას გული მოიგო.
1914 წელს რუსეთი I მსოფლიო ომში ჩაება. მომდევნო წელს მეფე დედაქალაქიდან გაემგზავრა, რათა რუსული არმიის მთავარსარდლობა ეთავა. მის არყოფნაში,რასპუტინი ალექსანდრას მინისტრებს ახსნევინებდა და მათ ადგილებზე არაკომპეტენტურ ხალხს ანიშნვინებდა. რასპუტინს მასზე აუხსნელი გავლენა ჰქონდა. რუსი ხალხის საყოველთაო უკმაყოფილება,რომელიც შემდეგ 1917 წლის რევოლუციით დასრულდა, დიდწილად სწორედ ამ ორი ადამიანის უგუნურებამ გამოიწვია.

დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რასპუტინს ეშმაკეული გავლენისაგან თავის დასაღწევად, მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ მოწამლეს,მერე ესროლეს მაგრამ რასპუტინი მაინც ცოცხალი იყო. ბოლოს იგი მდინარე ნევაში გადააგდეს და დაახრჩვეს.

წყარო: ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close