არქივი

Chrissy Steltz– ტრაგიკული წარსული

e9a4f3aa23dc
საზარელი ინციდენტის შემდეგ მან დაიზიანა სახე და დაკარგა მხედველობა. ჩვენ შევხვდებით ადამიანს, რომელმაც უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად,მაინც მოახერხა და ნორმალურ ცხოვრებას ფეხი აუწყო.
Chrissy Steltz 16 წლის იყო უბედური შემთხვევის დროს. ამის შემდეგ კი მან ისწავლა ბრეილით კითხვა,ბრმათა სკოლაში საყვარელ ადამიანსაც შეხვდა, ცოლად გაჰყვა და უკვე პატარა ბიჭიც ჰყავთ.
Chrissy-ს ცხოვრებაში არის ერთი რამ, რაც ყოველ წუთში უნდა და ენატრება, ეს თავისი შვილის სახის დანახვის სურვილია. ქალი სახის იარას შავი ნაჭრით იფარავს და სურს, რომ მისი შვილი იზრდებოდეს, ისეთ დედასთან,რომელსაც სახის დამალვა არ დასჭირდება. ამ მიზეზმა Cჰrissy-ს ოპერაცია გადააწყვეტინა. თუმცა ალბათ საინტერესოა რა როგორ მოხდა მის ცხოვრებაში აქამდე.
ეს იყო თითქმის 11 წლის წინ,მისი სახის დიდი ნაწილი თოფის ერთმა გასროლამ შეიწირა.

bf5bfae19132
ერთადერთი რაც ქალს ანუგეშებს შეხების შეგრძნების შენარჩუნებაა. ,,მე არ მაქვს ყნოსვა,არ მაქვს მხედველობა და მაქვს ოდნავი გემოს შეგრძნება” ამბობს გოგონა. მას ხანდახან სმენის პრობლემებიც აღენიშნება.
1999 წელს Chrissy ერთ-ერთი პოპულარული სკოლის მოსწავლე იყო, სწავლობდა და ჩვეულებრივი თინეიჯერული ცხოვრება ჰქონდა. სურათებში ჩანს, რომ საკმაოდ ლამაზიც ყოფილა. ერთი გაზაფხულის საღამოს კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წვეულება გაიმართა, ბავშვები სვამდნენ და ერთობოდნენ. Chrissy უკანა ოთახში გავიდა ფორთოხლის წვენის მოსატანად და ამ დროს იქვე შენიშნა თავისი მეგობარი იარაღით ხელში. გოგონამ ბიჭს უთხრა, დაუშვი იარაღი სანამ ვინმე მოგიკლავსო, მაგრამ მეგობარმა გულდამშვიდებით მიუგო,რომ თოფი გადატენილი არ იყო, თან უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მიუშვირა კიდეც და ამ წამს მოხდა გასროლა. Chrissy 5 ნაბიჯის დაშორებით იდგა მეგობრისგან და ტყვია პირდაპირ მისი სახის მიმართულებით წამოვიდა.

dc39423bd8db
ბოიფრენდთან ერთად

გოგონას ბოიფრენდი O’Brien-ი,რომელიც ასევე წვეულებაზე იმყოფებოდა, დაჭრიდან ერთ წუთში იქ გაჩნდა და მისი მონაყოლიდან ნათლად ჩანს, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილას.

,,მე არ ვიცი გინახავთ თუ არა დაჭრილი ნადირი,რომელიც წამოდგომას ცდილობს,ეს იყო რაც მე ვნახე. მე ვუყურებდი ჭრილობებს,რომელსაც ძალიან ძლიერი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა,მაგრამ ამ დროს Chrissy წამოდგომას ცდილობდა. ”

გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარცენად იზრუნეს, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სახის შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ. ტყვიამ გოგონას მარცხენა თვალი ამოუგდო,ცხვირი აღარ ჰქონდა და მარჯვენა თვალი იმდენად დაუზიანდა,რომ მხედველობა დაკარგა. უამრავი ოპერაცია გახდა საჭირო, რათა სახის რაღაც ნაწილი მაინც აღედგინათ.
ყოველი დღე იყო ბრძოლა, ექიმები დარწმუნებით ვერ ამბობდნენ გოგონა გადარჩებოდა თუ არა, ამას გარდა არ იცოდნენ თუ რა მდგომარეობაში იყო მისი ტვინი, ანუ გონებრივად რაიმე დეფექტი დარჩებოდა თუ არა. ეს ყველაფერი კი Chrissy-ს გონზე მოსვლის შემდეგ გაირკვეოდა.

გოგონას ჯერ კიდევ ახსოვს გაღვიძების დროს აღძრული ფიქრები და შეგრძნებები. ,,თავდაპირველად მე მეგონა,რომ სამოგზაუროდ ვიყავი წასული პლაჟზე მშობლებთან ერთად და მეგონა,რომ მანქანის უკანა სავარძელზე ჩამეძინა.”
სიმართლის თქმა Chrissy-სთვის ალბათ წარმოგიდგენიათ,არც ისე ადვილი იქნებოდა,ეს მისმა ბოიფრენდმა გააკეთა, სწორედ მან აუხსნა, რომ ის ვეღარ დაინახავდა ვერასდროს, რომ აღარ ჰქონდა თვალები და აღარც ცხვირი,რომ ,,ისინი” (თვალები და ცხვირი) წავიდნენ, მაგრამ
შენ მაინც ლამაზი ხარო, უთხრა O’Brien-მა.

როცა გოგონამ საბოლოოდ გაიგო,თუ რა ხდებოდა მის თავს, მიხვდა რომ ორი არჩევანი ჰქონდა, ან უნდა დამჯდარიყო და მუდამ შესაბრალი პიროვნების როლი ეთამაშა, ან გაეგრძელებინა გზა და ებრძოლა მომავლისთვის. მან მეორე გზა არჩია.

მართლაც დიდი ხანი დაჭირდა მის გამოჯანმრთელებას. Chrissy-მ ისწავლა ბრაილის შრიფტით კითხვა, ჯოხის გამოყენება გადასაადგილებლად და შეიძინა სხვა, მისი ცხოვრების შესაბამისი თვისებები.

e9339d116aee
ბანკეტზე

მიუხედავად ცხოვრების წესის ცვლილებისა, გოგონა მაინც თავის სკოლაში დაბრუნდა და სხვათაშორის უმაღლესი შეფასებით დაამთავრა, ბანკეტსაც დაესწრო. ამ ყველაფრის შემდეგ მომავალი მეუღლეც გაიცნო და 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბიჭიც ეყოლათ.

fa04af162d73
ხელოვნურ თვალს აჩვენებდნენ Crissy-ს

d759dbb38ddd
ამ ქალს აქვს გაკეთებული იგივე ოპერაცია მარჯვენა თვალზე, ასე ექნება ჩვენი პოსტის გმირსაც

რაც შეეხება Chrissy-ს ოპერაციას, აღმოჩნდა რომ ამგვარი ოპერაციის არსებობის შესახებ მე პირადად არაფერი არ ვიცოდი. პაციენტს უსვამენ ხელოვნურ თვალებს, აქ მხოლოდ ბადურაზე არაა ლაპარაკი, იმიტომ რომ ქალს თვალის ადგილას არაფერი არ აქვს, მთლიან მოწყობილობას უსვამენ, თავისი შიგნითა ბუდით და კანის რაღაც ნაწილით, რომელიც ლოყებამდე მოდის. ცხვირს კი სილიკონისგან ამზადებენ.
ექიმმა Chrissy-ს ჩაუსვა 8 იმპლატანტი სახის ძვლებში,თვალის პროთეზის მაგნიტები კი სწორედ ამ იმპლატანტების საშუალებით იქნება სახეზე მიმაგრებული. ოპერაციის დღეც დადგა, 11 წლის განმავლობაში გოგონას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ მხრივ. მისი სახის აწყობაში აქამდე მარჯვენა ფეხიდან ამოღებული ძვალი, სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან ათლილი კანი, მრავალი ხრახნი და მეტალის ფირფიტა იქნა გამოყენებული. მაგრამ ეს ოპერაცია უკანასკნელი იყო, დაახლოებით 40 000 $ დაჯდა, 3 საათი მიმდინარეობდა და წარმატებითაც დასრულდა.

და ბოლოს სტატიას Chrissy-ს სიტყვებით დავასრულებ:

,,მე მქონდა ამაღელვებელი ცხოვრება. ბრმად ყოფნის პერიოდში ბევრი საოცარი რამ გადამხდა თავს, მე ვიყავი ყველაზე რთულ სიტუაციაში, რაშიც შეიძლება ადამიანი ჩავარდეს. მე მქონდა ცხოვრების ტრაგიკული დასაწყისი,მაგრამ ეს ყველაფერი შემოვატრიალე სხვა მხრივ,ისე რომ ამ წამს შემიძლია ვუწოდო ჩემი ზღაპრის დასასრული”

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები:

ვიდეოს ლინკი

ვიდეოს ლინკი 2

სურათების გალერეა შეგიძლიათ იხილოთ აქ :

მსგავსი ამბები

Back to top button