კულტურაუცნაური

Iphone კლავს

3301cac21629

კომპანია Foxcon-ის 11-მა თანამშრომელმა, რომლებიც  Apple-ის დაკვეთით iPhone და iPad-ს აწარმოებდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მორიგი თვითმკვლელობა ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში 21 მაისს მოხდა, ეს წელს რიგით 11-ე თვითმკვლელობა. თვითმკვლელი 14 სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა. პოლიციის მონაცემებით, მას ხელწერილი არ დაუტოვებია.

ამჟამად პოლიცია ინციდენტის გარემოებებს იკვლევს, იუწყება ჩინური საინფორმაციო სააგენტო ”სინხუა”. საგულისხმოა, რომ ყველა თვითმკვლელმა სიცოცხლე ერთნაირად დაასრულა: სახლის სახურავიდან გადმოხტა. კომპანია Foxcon-ის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილთა ოჯახებმა 16 ათასი დოლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღეს.

მსგავსი ამბები

Back to top button