არქივი

გინესის რეკორდები (III ნაწილი)

eb6d7d54ccbe

გინესის წიგნის რეკორდები… III ნაწილი… :))

84b5a628aa3b

1.) მსოფლიოში ყველაზე დიდი “ჯიბის დანა” იწონის 122 კგ-ს და სიმაღლეში არის 3,9 მეტრი. ეს დანა შექმნილია ორი პორტუგალიელის მიერ: ვირჯილიო რაულემი და ტელმო კადავეზი. (2003 წლის 9 იანვარი; პორტუგალია)

403e61b8fbab

2.) მსოფლიო რეკორდი 100 მეტრიან გარბენში (ბარიერებით) შეადგენს 22,35 წამს. ეს რეკორდი ეკუთვნის გერმანელ მარენ ცონკერს. (2008 წლის 13 სექტემბერი ; გერმანია , კიოლნი)

30439228f032

3.) ყველაზე დიდი და მძიმე ლიმონი იწონიდა 5 კილოგრამსა და 265 გრამს, რომელიც მოიყვანა აარონ შემელმა თავის ფერმაში.(ისრაელი)

b24b477fa0e5

4.) ამერიკელმა სკოტ მერფმა ალუმინის ტაფა (დიამეტრი – 30 სმ) გაღუნა, დაკეცა 30 წამში. (2007 წლის 30 ივლისი)

7e651fd54b18

5.) ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდის კათხა, რომელიც ქალმა ატარა 40 მეტრ მანძილზე, შეადგენს 19 ცალს. ეს გააკეთა ანიტა შვარცმა. (2008 წლის 9 ნოემბერი(გინესის რეკორდების დღე) ; გერმანია, მეზენიხი)

85dc483462c9

6.) სემ უეკელინგმა გაიარა 453,6 კილომეტრი ერთბორბლიანი ველოსიპედით… ერთ დღე-ღამეში. (2007 წელი, 29 დან 30 ნოემბრამდე; უელსი)

f24e4552566e

7.) ჟან-ფრანსის ვერნეტმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი – მან შეაგროვა 8 888 სხვადასხვანაირი ნიშანი – “Do Not Disturb”. ის ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს აგროვებდა 1985 წლიდან და დასჭირდა 189 ქვეყნის სასტუმროს მოვლა…

bbc26748e9f0

8.) ამ სურათზე ჯეფ ვან დიკს აცვია 227 ცალი ფეხბურთის მაისური. ( 2008 წლის 24 აპრილი ; ბელგია )

3e07929c05a2

9.) 1911 – ზუსტამ ამდენი მენთოსით გაზირებულ ბოთლს მოუყარეს თავი ერთ ადგილას ლატვიელმა სტუდენტებმა, კერძოდ “TURIBA” – ს სტუდენტებმა, 2008 წლის 19 ივნისს. ( TURIBA – ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი ლატვიაში)

041bbf53a97e

10.) მსოფლიოში ყველაზე ბევრი საათი აქვს ამერიკელ ჯეკ შოფს… მის კოლექციაში 1094 ცალი საათია. (2008 წლის 17 ივნისი; აშშ)

db0a3b25655c

11.) 2009 წლის 29 იანვარს ჰოლანდიელმა უიმ ჰოფმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი – მან გაატარა 1 საათი, 42 წუთი და 22 წამი თოვლში “დამარხულმა”.

5afae2f651d9

12.) მსოფლიოში ყველაზე დიდი ცარცით შესრულებული ნახატის ფართობი არის 8361,31 მ². ის დახატა სკოლა “Alameda”-ს 5578 მოსწავლემ, სპეციალური საბავშვო პროექტისთვის. (აშშ, კალიფორნია ; 2008 წლის 27 მაისიდან 7 ივნისამდე)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button