გართობა

იცინე ჩვენთან ერთად…

859a93f71767
ანეკდოტების კრებული :boli:
× × ×

ლოთს ესაუბრება ჟურნალისტი; -მითხარით, ვინ გაიძულებთ რომ დალიოთ ყოველ დღე? -არავინ, მოხალისე ვარ…

× × ×

სვანი ადგება და მამას მოკლავს, რა ქენი კაცო მამა მოკალიო?, ეუბნება მეზობელი, აბა რა მექნა აღდგომას ყველა მამის საფლავზე დადიოდა და მე სახლში ვიჯექი ტყვილადო.

× × ×

მელოტმა სვანმა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი იყიდა.

× × ×

სენსაცია: სვანმა მეცნიერმა გააკეთა აღმოჩენა. სენსაცია: “სვანმა მეცნიერმა…”

× × ×

ორმა შეუკვეთეს ლუდი. ერთი მათგანი: – დიდი ბოდიში, თუ შეიძლება მე სუფთა კათხაში ჩამისხით. ოფიციანტს მოაქვს შეკვეთილი ლუდი და ეკითხება: – სუფთა კათხით რომელს გნებავდათ?

× × ×

მუზეუმში ექსკურსიამძღოლი: – მიაქციეთ ყურადღება ამ თავის ქალას! ეს ნაპოლეონ დიდის თავის ქალა არის 15 წლის ასაკში. – ახლა აქეთ მობრძანდით! ეს კი უკვე წმინდა ელენეს კუნძულზე რომ გადაასახლეს, იმ პერიოდის თავის ქალაა. – კი მაგრამ, ერთი და იგივე პიროვნების ორი თავის ქალა საიდან გაქვთ? – ყმაწვილო, თქვენ რომელ ჯგუფში ხართ?! – არც ერთში, მარტო ვარ. – გაიარეთ, ახალგაზრდავ, გაიარეთ! ეს თქვენთვის არ არის, მესტიიდან ჩამობრძანებული ჯგუფისთვისაა!

× × ×

სვანს ესვრიან თოფს და გაარტყავენ შუბში, სვანი ეუბნება: -თვალში რო მოგერტყა სად მიდიოდი?

× × ×

რაჭველს ჭამა დაავიწყდება და მოკვდება.

× × ×

გოგონა. რა ღირს თქვენთან ერთად ღამის გატარება? – ათი დოლარი. – რატომ ასე იაფი? – ვხვრინავ.

× × ×

-სიდედრს მაგარი საჩუქარი ვაჩუქე დაბადების დღეზე. – ამბობს ჭიჭიკია. -რა უყიდე ამისთანა? -ჭურჭლის სარეცხი და საშრობი. -ვაა, მაგარი საჩუქარია ძმაო! რა დაგიჯდა? -9 ლარი. -??? -ტაშტი და ტილო შე კაცო!

× × ×

ერთი ქურთი გვიდა ქუჩას რესტორან “არაგვთან”და ყოველთვის გაბრაზებული ბრუნდებოდა სახლში,ცოლმა ჰკითხა,რა იყო კაცო ყოველ დღე რო გაბრაზებული ბრუნდები სამუშაოდან?ქმარმა უთხრა,იმიტომ რომ მთელი დღე ვირივით ვმუშაობ იქ კიდე წერია რომ არაგვიო.

× × ×

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდება და სვანს თავი გაუტყდება…

× × ×

მიხო ურეკავს ექიმს. ექიმო მე ისა ვარ დღეს რომ კლიზმა დამინიშნეთ,ეხლა ხელში მიჭირავს და მაინც ვერ მივხვდი რა უნდა გავაკეთოვო.
ექიმმა უთხრა,უკანალში გაიკეთეო.
როგორ,როგორ?ვერ გაიგიო მიხომ.
ქვედა ტანში გაიკეთეო.გაუმეორა ექიმმა
ბატონო ბატონო? კიდევ ვერ გაიგო მიხომ
რა და ტრ..ში გაიკეთე ტრ..შიო. დაუყვირა ექიმმა
კაი კაი ექიმო დღეს რაღაცა გაბრაზებული ჩანხარ და ხვალე დაგირეკავო
×

მსგავსი ამბები

Back to top button