ახალი ამბებისაკითხავი

ელვის პრესლის სიკვდილის საიდუმლოს ფარდა აეხადა

ლეგენდარული მომღერალი, ამერიკული სცენის უგვირგვინო მეფე, რომლის ალბომებიც დღემდე რეკორდული რაოდენობით იყიდება, ქრონიკული ყაბზობით გარდაიცვალა, – იტყობინება Mignews.com.

ელვის პრესლის სიკვდილის საიდუმლოს, მომღერლის პირადმა ექიმმა ნიკ ჯორჯ ნიკოპულოსმა Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახადა ფარდა.

ნიკოპულოსს, რომელიც ბოლო 12 წლის მანძილზე მომღერლის პირადი ექიმი იყო, მიაჩნია, რომ არასწორმა კვებამ და გადაღლამ პრესლის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია და პოპ-ვარსკვლავი ყაბზობის რთული ფორმით გარდაიცვალა.

ექიმ ნიკოპულოსის თქმით, ელვის პრესლის სწორი ნაწლავის დიამეტრი 5-6 სმ-ით ჰქონდა გადიდებული, მაშინ როდესაც დასაშვები ზომა 2-3 სმ-ია. :shock:

ექიმმა გამომცემლობას განუცხადა, რომ ცდილობდა პრესლი ოპერაციაზე დაეთანხმებინა, თუმცა მომღერალი კატეგორიულად აცხადებდა უარს. მიუხედავად ამისა, 1975 წელს მომღერალს სწორი ნაწლავის ნაწილი ამოკვეთეს.

ელვის პრესლი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გრეისლანდის მამულში, სააბაზანოში აღმოაჩინეს. :(

წყარო: www.ambebi.ge

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Close
Close