გართობა

ეროტიული ჰოროსკოპი

ff8d599b3b00

ჰოროსკოპის ამგვარ ინტერპრეტაციას ერთ-ერთ wap-ფორუმზე წავაწყდი და ჰოროსკოპთან ჩემი არასერიოზული დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე ,,გადმომექართულებინა”, რათა თქვენც გენახათ და ცოტა გახალისებულიყავით. რამდენად ემთხვევა თქვენს ინტიმურ ცხოვრებას, ეს თავად გაარკვიეთ, მე კი უბრალოდ გირჩევთ: მეტისმეტად სერიოზულად ნუ მოეკიდებით და იუმორით შეხედეთ ამ ყველაფერს.

66590bb9bff4
ვერძი

მამაკაცი: სექსში ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ არ არის ,,ვერძი”. სულაც არ სცხვენია, რომ უყვარს ანანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ სუსტია სექსში, ის განიცდის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, რის შედეგადაც დასდევს ქალებს დიდი აზარტით.
ერექცია – საშუალო;
პრეზერვატივი – თეორიული თვალსაზრისით პატივს სცემს.

ქალი: დაუღალავი ექსპერიმენტატორი, უყვარს სიახლეები, შეიძლება ჯგუფურ სექსზეც წავიდეს, თუმცა გულის სიღრმეში ეჭვიანი და მესაკუთრეა.

47abd94cb02a
კურო

მამაკაცი: სქესობრივი აქტების რაოდენობაში ბადალი არ ჰყავს, ხოლო ,,ხარისხი”… არ უყვარს მრავალფეროვნება სექსში, ამჯობინებს სტანდარტულ მდგომარეობებს. ხშირი შემთხვევითი კავშირების გამო ავადდება ვენერიული დაავადებებით. მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარს ქალზე დომინირება, დიდი სიამოვნებით უთმობს ,,პირველობას” სექსში.
ერექცია – საშუალო;
პრეზერვატივი – უარყოფს, როგორც ლეიკოციტები უცხო სხეულს.
ასეთი მამაკაცი რომ დააინტერესო, მის მიმართ გულგრილი უნდა იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრა ,,კი”.

ქალი: ყოველთვის ელიან შეხვედრას იდეალთან. სექსში ტრადიციულები და კონსერვატორები არიან. ჯგუფური სექსი მათთვის მიუღებელია – მესაკუთრენი არიან და პარტნიორს არავის დაუთმობენ.

3eadb7fe8736
ტყუპები

მამაკაცი: მას არ აწყობს შეხვედრის დრო. ინტიმი მას სძაბავს. ნებისმიერ წინააღმდეგობას გამოყავს ის მწყობრიდან. ნიჭიერია სექსში, ადვილად ხვდება ქალის სურვილებს და ნებისმიერი გარყვნილება შეიძლება წარმოაჩინოს უფრო დადებითად და სასიამოვნნოდ. ორგაზმის დროს ერიდება ემოციური ხმების გამოცემას. მოსწონს, როცა მისი პარტნიორი გამოიყურება რომანტიულად და სექსუალურად.
ერექცია – საუკეთესო;
პრეზერვატივი – უპრეზერვატივოდ სექსი არ წარმოუდგენია.

ქალი: არაორდინალურნი და თავისუფლების მოყვარულნი არიან. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ადამიანის ცხოვრებაში სექსს გადაჭარბებული მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ იყვნენ არატრადიციული სექსის ინიციატორები, ძირითადად მოწყენილობისაგან თავის დასაღწევად. როგორც წესი, ტყუპებთან ნებისმიერი კონტაქტი სექსით მთავრდება.

7622a602bab0
კირჩხიბი

მამაკაცი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს არ უყვარს ერთგვაროვანი მდგომარეობა და კარგად უმკლავდება სხვადასხვა მდგომარეობას. სქესობრივი აქტის დროს ის მოძრაობს ხან ჩქარა, ხან ნელა, იმის მცდელობით, რომ არ იყოს ერთფეროვანი, მას ეჩვენება, რომ ეს ააგზნებს მის პარტნიორს. სექსის შემდეგ უყვარს საუბარი, მათ შორის მომხდარ კავშირზე და მიღებულ გამოცდილებაზე. სექსის საკუთარი ,,მიღწევები” ახსოვს დიდხანს და მათზე ხშირად საუბრობს.
ერექცია – კაპრიზული;
პრეზერვატივი – უარს არ ამბობს.

ქალი: ორიენტირებულია ძლიერ ოჯახზე. გამომდინარე იქიდან, რომ სექსი მათი სიამოვნების ძირითადი ნაწილია, შეიძლება თავს უფლება მისცენ იყოლიონ რამოდენიმე პარტნიორი. რაც უფრო ასაკში შედიან, მით უფრო გაუკონტროლებელია მათი ქმედება და ფანტაზია.

9bc42a72e281
ლომი

მამაკაცი: სიცოცხლე – პიესა (ლომის სიყვარული). დამდგმელი რეჟისორი – ,,ლომი”. პროდიუსერი – ,,ლომი”. მთავარ როლში – ,,ლომი”. როლებში – ,,ლომი”. ,,ლომის” როლში ,,ლომი” (ლამაზმანი, რომლის გარშემოც ხდება მოქმედება). აღფრთოვანებული პუბლიკა: მთელი მსოფლიოს ქალები. ხოლო თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ, ისინი (,,ლომები”) არიან სხვადასხვაგვარები.

ქალი: უყვართ სტრიპტიზი. სექსში ვნებიანები და პრაქტიკულები არიან.

ca60a1a4e65c
ქალწული

მამაკაცი: სრულფასოვანი ფსიქოპათია და როგორც ასეთებს შეჰფერით: განცხრომით აკეთებს ერთსა და იმავე უინტერესო სამსახურს, ერთი და იგივე მანევრით. ახასიათებს არაჯანსაღი მიდრეკილებები წვრილმანებისადმი, რომელზეც არც ერთი ნორმალური ადამიანი არასდროს გაამახვილებს ყურადღებას. გამოირჩევა ,,სქელკანიანობით”, მაგალითად: არ იმჩნევს, თუ როგორ გადარბიან მის დანაზვაზე გზის მეორე მხარეს, რათა აარიდონ მასთან შეხვედრას თავი.
ერექცია – აქვს რა;
პრეზერვატივი – თავად არ იცის რისთვის ატარებს.

ქალი: არ შეუძლიათ სიცოცხლე მუდმივი პარტნიორის გარეშე. არატრადიციულ სექსზე მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა პარტნიორზე ბრაზობენ და სასოწარკვეთილები არიან. ისინი არ არიანთავდაჯერებულები, რაც მათი შებოჭილობის მიზეზია.

ba2723cadca5
სასწორი

მამაკაცი: არასოდეს დაიწყებს ქალის სულში ჩაძრომას იმისთვის, რომ დარწმუნდეს ქალის მოწესრიგებულობაში ან იმისთვის, რომ გაიგოს რა არის მისთვის წმინდა და ფასეული. მას მხოლოდ ქალის გარეგნობა, ჩაცმულობა და მისი მანერები აღელვებს. იმ დროს, სანამ ქალის გრძნობები დაფარული და მიუწვდომელი იქნება სასწორისთვის, ის უფრო და უფრო გაამახვილებს ყურადღებას ქალის ზედაპირულ საქციელზე.
ერექცია – როგორც ყველას;
პრეზერვატივი – სთვლის დაცვის კარგ საშუალებად.

ქალი: ესთეტიკური სექსის მოყვარულები არიან. უყვართ უცნაური ექსპერიმენტები. ამავე დროს, ყველაზე დისციპლინირებულები არიან უსაფრთხო სექსში და სიყვარულში. უყვართ მამაკაცის ტანისამოსის ჩაცმა.

6986da9b5aad
მორიელი

მამაკაცი: …ისინი ხვდებიან ერთმანეთს, მორიელი მამაკაცი აწვალებს ქალს, იმიტომ რომ მას ეს მოსწონს. ეტაპობრივად ქალი ფსიქოლოგიურად იშლება, თუმცა მას ესეც მოსწონს. ქალს ურჩევნია თავისი ნებით, გრაციოზულად დაემორჩილოს მორიელ მამაკაცს და მისცეს ყველაფრის უფლება რაც მას სურს, რის შემდეგაც ქალმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს ფსიქიატრს. დიახ, ის ძლიერია, მის დანახვაზე ქალებს გაშიშვლების სურვილი უჩნდებათ მისთვის.
ერექცია – ყოველთვის;
პრეზერვატივი – მისი სურვილით.

ქალი: სექსში მათთვის ყველაფერი მიღებულია, უყვართ ექსპერიმენტები. არიან ვნებიანები და არ აქვთ საზღვრები. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სულმუდამ სექსი უნდათ.

4496c628bdf4
მშვილდოსანი

მამაკაცი: ერთი შეხედვით მორცხვი სჩანს, მაგრამ ეს იმ დრომდე, სანამ მის გვერდით არ აღმოჩნდებით საწოლში. გექნებათ ყველაფერი: სინაზე, ვნება, დაუვიწყარი სექსი… თუმცა ამასთან აქვს ნაკლიც, რომელიც მის შაბლონურობაში, მის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში და კრიტერიუმებშია, რომელიც მან სექსთან მიმართებაში დააწესა.
ერექცია – მის გარეშე როგორ?!
პრეზერვატივი – თან ატარებს.

ქალი: უნდათ მოსინჯონ ყველაფერი, ერთხელ მაინც ცხოვრებაში. უყვართ ჯგუფური სექსი.

e3ead6d91dab
თხის რქა

მამაკაცი: ის მეტისმეტად მონდომებულია საწოლში, ხანდახან მეტისმეტადაც კი, ასევე ნაზი. ზუსტია, როგორც უსაფრთხოების ანალიტიკოსი, მიხვედრილი – როგორც ბიორობოტი. თხის რქა ყველაფერს ძალიან სერიოზულად აღიქვამს. მას ყველაზე კეთილშობილური მიზნები ამოძრავებენ.
ერექცია – სტაბილური;
პრეზერვატივი – თავად მიმართავს.

ქალი: არ არიან ეჭვიანები და მომთხოვნები. სექსში არიან მომთმენნი და შრომისმოყვარენი. მათში ძირითადად განვითარებულია მამაკაცური საწყისი და ხშირად განიცდიან ლტოლვას ქალების მიმართ, თუმცა ასეთ კავშირზე იშვიათად მიდიან.

2a9759ef99f2
მერწყული

მამაკაცი: ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეუფლება მას, ვისი სურვილიც უჩნდება. მას სიამაყით სჩვევია იმის აღიარება, თუ რაოდენ გარყვნილია და ამას არ ერიდება. ის ამაყობს, რომ სხვებს არ ჰგავს. სასიყვარულო ურთიერთობებს ის აღიქვამს, როგორც ჩარევას პარტნიორი ქალის სულიერ ზრდაში.
ერექცია – აქვს რა;
პრეზერვატივი – არ უყვარს.

ქალი: მათ იზიდავს ექსპერიმენტი, თუმცა ცხოვრებისეული ხედვა არ აძლევთ ექსპერიმენტების უფლებას. ისინი მეტს გვპირდებიან, ვიდრე აკეთებენ.

49247494b08c
თევზები

მამაკაცი: პასიურია, ამავდროულად ნაზიც. თავს არიდებს ინიციატივის გამოჩენას, ურჩევნია აღაგზნოს პარტნიორი და ლიდერობა მას დაუთმოს. ის მუდამ ყოფილი საყვარლების და ცოლების გარემოცვაშია, რომლებთანაც მას ბოლომდე კავშირის გაწყვეტა არ სჩვევია. ის რომანტიკოსია, თუმცა მისგან ყვავილებს, სუნამოებს ან საქორწინო ბეჭედს ნუ დაელოდებით.
ერექცია – როდის როგორ;
პრეზერვატივი – როდის როგორ.

ქალი: დაბადებიდან მგრძნობიარეები არიან, ამიტომაც მათთან ხშირია შემთხვევითი სექსუალური კავშირები. ისინი ბისექსუალობისაკენ არიან მიდრეკილნი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button