საკითხავისასარგებლო

როგორ ავარჩიოთ ყვავილები სწორად?

თბილი, კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების მაჩვენებელია. ხშირ შემთხვევაში, არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, თუ რომელ ყვავილს გვიძღვნიან (თუ ვუძღვნით), რა ფერისაა იგი და რომელ ყვავილებთან ერთად არის შეკრული თაიგულში. არადა, როგორც აღმოჩნდა, ბევრ ქვეყანაში ამ წვრილმანებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ყვავილების ჩუქების ხელოვნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცოდნად არის მიჩნეული. ცოდნად, რომელსაც ყველა უნდა ფლობდეს – დიდიცა და პატარაც, ქალიცა და კაციც, მოხუციცა და ახალგაზრდაც.

ყვავილების შერჩევისა და მირთმევის მომენტში უამრავი ისეთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელთა გაცნობაც არც ჩვენ გვაწყენდა. მოდი, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც ვინმეს ყვავილებს ვუძღვნით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სიტუაცია, რომლისთვისაც ამას ვაკეთებთ. ასევე ის, თუ რა ასაკის ადამიანს უნდა მივართვათ თაიგული და რა გვაკავშირებს მასთან. მაგალითად…

ახალგაზრდა კაცმა თავის სათაყვანებელ ქალიშვილს უნდა მიართვას:
* ერთი ან რამდენიმე თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, წითელი ვარდი;
* პასტელის ფერებში შეკრული თაიგული;
* იების თაიგული;
* სპეციალური ლამაზი კოლოფი, რომელშიც გამომშრალი ყვავილების თაიგულია მოთავსებული.

მამასაცს შეუძლია გათხოვილ ქალს ნებისმიერი ყვავილი მიართვას, გარდა წითელი ვარდებისა.

მამაკაცს შეუძლია გაუთხოვარ ქალს, რომელიც უყვარს, ნებისმიერი ყვავილი, განსაკუთრებით კი წითელი ვარდები მიართვას.

დაბადების დღეზე, ნათლობაზე, ნიშნობაზე, ქორწილში კარგი ტონის მაჩვენებლად ითვლება თეთრი (იასამანი, შროშანი) და პასტელის ფერების ყვავილების მირთმევა.

ქალმა ქალს ნებისმიერი ყვავილი შეიძლება მიართვას, გარდა წითელი ვარდისა.

ყვავილები, რომელთა საჩუქრად მიღებაც არასასიამოვნოა
* ქრიზანთემები, რადგან საფრანგეთში ისინი ჩვეულებრივ ახლობელთა საფლავზე მიაქვთ ხოლმე.
* მსახიობს ნურასოდეს მიართმევთ მიხაკებს, რადგან ძველად, თეატრალური ტრადიციის მიხედვით, იმპრესარიოს მიერ მსახიობისთვის გაგზავნილი მიხაკების თაიგული კონტრაქტის შეწყვეტას ნიშნავდა.

ყვავილები განხეთქილების ნიშნად
თუ გსურთ, ადამიანს, რომელთანაც კონფლიქტი მოგივიდათ, საბოლოოდ აგრძნობინოთ თქვენს შორის არსებული განხეთქილების სერიოზულობა, მას პლასტმასის ქოთანში ჩარგული კაქტუსი უნდა აჩუქოთ. ყოველ შემთხვევაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე იქცევიან.

სტატია დაცულია საავტორო უფლებით. შეუთანხმებლად მისი გამოყენება, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close