გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური გადასახადები


უცნაური გადასახადები
სამზარეულოს ზეთის გადასახადი

ეგვიპტის ფარაონები ეგვიპტის მოსახლეობას ახდევინებენ ბევრ გადასახადებს, ძირითადად საკვებ პროდუქციაზე. ერთი მათი უცნაური და ასე ვთქვათ უსამართლო კანონი შეეხო სამზარეულოს ზეთზე გადასახადის დაწესებას.
ამ არაკეთილსინდისიერი სისტემით, მოქალაქეები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ზეთი სახელმწიფოსგან, აკრძალული იყო თვითწარმოება.
შარდის გადასახადი

რომაელებს იმპერატორ ვესპასიანეს (69–79 წელი) დროს დაწესებული იყო გადასახადი შარდზე. გადასახადი ძირითადად ტუალეტში მომუშავეებს ეხებოდათ, რომლებიც აგროვებდნენ შარდს და შემდეგ ყიდდნენ.
ფანჯრის გადასახადი

გადასახადი ფანჯარაზე, ანუ მინის გადასახადი, შემოღებულ იქნა ინგლისში (და შემდგომში გავრცელდა მთელ ბრიტანეთში) 1696 წელს იულიამ მესამეს მეფობის დროს. საბოლოოდ გაუქმდა 1851 წელს. თავდაპირველად ამ გადასახადით იბეგრებოდნენ შემოსავლების მიხედვით. საინტერესოა, რომ ბრიტანეთში დღესაც შეხვდებით ასეთი გადასახადისგან თავდაცვის შედეგებს, ისტორიული შენობებს ფანჯრისთვის განკუთვნილი ადგილები აგურით აქვთ ამოშენებული.

ქუდის გადასახადი

ქუდის გადასახადი გავს ფანჯრის გადასახადს, ის შემოღებული იქნა 1784 წელს ბრიტანეთის მთავრობის მიერ. პრემიერ მინისტრმა პიტ უმცროსმა გააცნო ის ხალხს, ქუდის გადასახადი ავალდებულებდა ქუდის გამყიდველებს შეეძინათ ლიცენზია და შეემუშავებინათ სწორად დაბეგვრის სისტემა, ანუ ქუდის სარჩულში უნდა დაებეჭდათ გადასახადის რაოდენობა.
როგორც ჩანს, ბევრი მილიონერი და უბრალოდ ქუდის „მატარებლები“ ცდილობდნენ როგორმე თავიდან აეცილებინათ ეს გადასახადი და ამტკიცებდნენ რომ რაც თავზე ეხურათ არ იყო ქუდი. ამ პრობლემიდან თავდაღწევის მიზნით მთავრობა იძულებული გახდა ცვლილება შეეტანა კანონით განმარტულ ქუდის მნიშვნელობაში 1804 წელს.
წვერის გადასახადი

რუსეთის მეფე პეტრე დიდი (1682-1725), ცნობილი იყო როგორც უცნაური გადასახადების დამფუძნებელი. ის აწესებდა გადასახადებს წყლის დალევაზე, სკებზე. მან ასევე შექმნა კომისია რომლის ერთადერთი მიზანი იყო ახალი გადასახადების გამოგონება.
ამ მხრივ მისი ყველაზე უაზრო გადასახადი დაინერგა 1705 წელს, ის შეეხო კაცს რომელიც იზრდიდა წვერს, ამ გადასახადის მიზანი იყო ის, რომ რუსეთი დამსგავსებოდა დასავლეთ ევროპას და ხალხი ყოფილიყო “დასუფთავებული” და გაპარსული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close