არქივი

კუნთოვანი ქსოვილის დაავადებები

9680

უკვე კარგა ხანია, დადგენილია, რომ ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ არასწორ მოძრაობას აკეთებს. რაც, საბოლოოდ, კუნთოვანი ქსოვილების ტკივილის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში ხშირად ძალიან ძნელი დასადგენია, თუ რა მიზეზით ვითარდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე ტკივილის შეგრძნება. თუკი ასეთ მოვლენებს თავიდანვე არ მიექცა ყურადღება, შესაძლოა, კუნთოვანი ქსოვილის გაცილებით რთული დაავადებებიც ჩამოყალიბდეს, რომელთა მკურნალობაც ხანგრძლივ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
და მაინც, მიუხედავად სიფრთხილისა, თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ კუნთოვანი ქსოვილის რომელიმე დაავადებასთან გვაქვს საქმე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შემდეგი ხალხური საშუალებებიც შეიძლება გამოიყენოთ.

კუნთოვანი ქსოვილების დაავადებებს შორის ყველაზე ძმიმე მაინც კუნთების ატროფიაა. გარდა ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისა, დაავადება, შესაძლოა, სხვა, უფრო რთული მიზეზების გამოც განვითარდეს. ასეთი შემთხვევებისთვის ხალხურ მედიცინაში ცნობილი იყო სპეციალური მალამო. თანაბარი რაოდენობით იღებდნენ 1 ჭიქა სამკურნალო მცენარეებს: ვალერიანის ფესვებს, კულმუხოს ფესვებს, კრაზანას, მელისას, ფარსმანდუკს, კუნელის ნაყოფს, სალბის, მრავალძარღვას ფოთლებს, ნეგოს, კოთხუჯს, ყვითელ ცხვირისსატეხელას, ასფურცელას, ქერს, წიწიბურას ან ხორბალს (რომელიმე მარცვლეულს ბრინჯის გარდა). კომპონენტებს ერთმანეთში ურევდნენ და ორჯერ მეტი რაოდენობის (2 ჭიქა) ხის სოკოს ჩაგას და ორჯერ ნაკლები რაოდენობით ქრისტესისხლას ფოთლებს (0,5 ჭიქა) უმატებდნენ. ერთმანეთში არეულ კომპონენტებს კი ხორცსაკეპ მანქანაში ატარებდნენ, მიღებულ ნარევს ორლიტრიან მინის ქილებში ყრიდნენ იმდაგვარად, რომ ქილის ერთი მესამედი შევსებულიყო. ქილებს არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის ავსებდნენ და ბნელ ადგილზე 2 თვის განმავლობაში აყენებდნენ. ჭურჭელს პერიოდულად ანჯღრევდნენ. 2 თვის შემდეგ ზეთოვან ნაყენს სხვადასხვა ქილებიდან ემალირებულ ქვაბში ათავსებდნენ და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 60 გრადუსამდე ათბობდნენ, რის შემდეგაც მას კვლავ მინის ქილებში ანაწილებდნენ და კიდევ ერთი თვის განმავლობაში აყენებდნენ. ასეთი წესით მომზადებულ ნაყენს შემდეგნაირად იყენებდნენ: ნაყენს მტკივან ადგილზე შეაზელდნენ ავადმყოფს. პროცედურები დღეგამოშვებით სრულდებოდა დღეში ერთხელ. 10 პროცედურის შემდეგ კეთდებოდა 20-დღიანი შესვენება და იგივე წესით კვლავ 10 პროცედურა ტარდებოდა. მომდევნო კურსები უკიდურეს შემთხვევაში, 20 დღის შემდეგ მეორდებოდა, ხოლო საშუალოდ საჭირო იყო ექვსთვიანი შესვენება. რეკომენდებული იყო, შეზელვის პროცედურები ძილის წინ ჩატარებულიყო, შემდეგ კი ავადმყოფი დილამდე თბილად წოლილიყო.

– იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა შედარებით იოლად დასამზადებელი მალამო: იღებდნენ 1 კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ სკიპიდარს, 1 სადილის კოვზ ვაშლის ძმარს და ერთმანეთში ურევდნენ არაჟნისმაგვარი მასის წარმოქმნამდე. შეზელვის შემდგომ ავადმყოფს თბილად აწვენდნენ.

– მიოზიტის შემთხვევაში გამოიყენებოდა ტირიფის ყლორტებისა და ფოთლების ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყლორტებსა და ფოთლებს უმატებდნენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს და 1 საათის განმავლობაში აყენებდნენ. ნაყენს დღეში 5-6-ჯერ აძლევდნენ ავადმყოფს ერთი ან ორი სადილის კოვზით.

– იღებდნენ 25 გრ კოწახურის კარგად გამხმარ და დაქუცმაცებულ ქერქს, უმატებდნენ ერთ ჭიქა 70%-იან სამედიცინო სპირტს და 7-10 დღის განმავლობაში აყენებდნენ. ავადმყოფს აძლევდნენ დღეში სამჯერ, თითო მიღებაზე 30 წვეთს. მკურნალობის ყოველი თვის შემდეგ საჭირო იყო 30-დღიანი შესვენება.

სტატია დაცულია საავტორო უფლებით. შეუთანხმებლად მისი გამოყენება, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button