არქივი

ჩინელი ქალბატონი სკოლაში პირველად 102 წლის ასაკში წავიდა

96ee184cd910

ჩინეთში, შანდუნის პროვინციის ქალაქ ციზნანის მკვიდრი ქალბატონი სკოლაში პირველად 102 წლის ასაკში წავიდა. ;)

ჩინელი ქალბატონი სახელად მა სიუსიანი სკოლაში სიარულზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა. 13 წლის ასაკში ის იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო, 18 წლის ასაკში კი ასევე იძულებით დაოჯახდა.

99710edfaaf3

მა სიუსიანს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა ერთ-ერთმა სასწავლო დაწესებულებამ მისცა, სადაც მოხუცის ოცნების შესახებ მის მიერ ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყვეს. ამის წყალობით 102 წლის ჩინელი ერთი დღით პირველი კლასის მოსწავლე გახდა: გაკვეთილებზე ყველაფერი რომ კარგად მოესმინა, მან სასმენი აპარატი გამოიყენა, წიგნის კითხვისთვის კი – ლუპა.

33153e9a001d

სკოლაში გატარებული დღის შემდეგ მა სიუსიანმა მასწავლებელსა და თანაკლასელებს მადლობა გადაუხადა და კარგად სწავლის პირობა დადო.

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button