ახალი ამბებისასარგებლოუცნაური

ბორნეოზე მფრინავი ბაყაყი აღმოაჩინეს

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ექსპედიციის წევრებმა კუნძულ ბორნეოზე ცხოველების აქამდე უცნობი სახეობები აღმოაჩინეს… ;)

ეგზოტიკური და იშვიათი სახეობების ცხოველების სიაში შევიდნენ უფილტვებო ბაყაყი, მფრინავი ბაყაყი და უცნაური სახის ლოკოკინა. იტყობინება BBC.co.uk Associated Press-ზე დაყრდნობით.

უნიკალური გეოლოგიურ-კლიმატური პირობების კომბინაციით, ბორნეო ცხოველებისა და მცენარეების ათასობით სახეობისთვის საუკეთესო თავშესაფარია. იგი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარეობს და სიდიდით მესამეა მსოფლიოში.

თავის ნაშრომში ჩარლზ დარვინმა კუნძულ ბორნეოს “დიდი ნაყოფიერი სათბური” უწოდა, რომელიც “ბუნებამ თავისთვის შექმნა”.

WWF-ის მონაცემებით კუნძულზე ბინადრობს 10 სახეობის პრიმატი, 350 სახეობის ჩიტი, 150 სახის რეპტილია და იზრდება მცენარის 10 ათასობით ისეთი ჯიში, რომლებსაც მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ შეხვდები.

მიუხედავად უამრავი სამეცნიერო კვლევებისა, ეს კუნძული ბოლომდე მაინც არ არის შესწავლილი.

აქ გამუდმებით ხდება ცხოველების უნიკალური ჯიშების აღმოჩენა. მათ შორისაა მაღალ მთებში მობინადრე ლოკოკინა კინაბალუ, რომელიც სიყვარულის ჟამს მდედრ ლოკოკინას განსაკუთრებულ “ჰორმონალურ ისრებს” ესვრის. ასევე მფრინავი ბაყაყი, რომელიც თვალისა და კანის ფერის გამუდმებით იცვლის.

მეცნიერები ხშირად საუბრობენ ბორნეოს უნიკალური ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.

წყარო: www.ambebi.ge და www.bbc.co.uk

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close