გართობაკულტურაუცნაური

94 წლის ამერიკელმა ბებიამ კოლეჯი დაამთავრა

a092477caef5

კალიფორნიის შტატში მცხოვრები 94 წლის ამერიკელი ქალბატონის ხეზელ სოარესის დიდი ოჯახი – ექვსი შვილი, 40-ზე მეტი შვილიშვილი და შვილთაშვილები – საკუთარი ბებიით ამაყობენ.

რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ოკლენდში კოლეჯი დაამთავრა და დიპლომი აიღო. ამის შესახებ “Комсомольская правда” იტყობინება.

”საინტერესო ცხოვრება მქონდა. როგორც იქნა, დიპლომი ავიღე და ახლა ბედნიერი ვარ”, – განაცხადა მან Mills College-ში დიპლომის აღების დღეს.

სოარესმა აღნიშნა, რომ კოლეჯში ჩაბარებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ მისი ოცნების ახდენას ”დიდი დეპრესიის” პერიოდმა შეუშალა ხელი.

”ვინმეს დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო კოლეჯში მოხვედრა. მიუხედავად ამისა, მე არასდროს დამიკარგავს იქ სწავლის იმედი”, – განაცხადა სოარესმა.

წყარო: www.ambebi.ge და www.topnews.ru

მსგავსი ამბები

Back to top button